• რეკლამა
  • კონტაქტი
02:33, სამშაბათი, 12 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შეთანხმება დაარღვია “ოცნებამ” არჩევნებისას და რა მოხდა სინამდვილეში წალენჯიხაში? – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
20:31 11-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება  „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე

– ერთი გამარჯვებული მერია ოპოზიციდან, წალენჯიხაში – ის ადამიანი არ ამბობს, მეც გამიყალბეს არჩევნებიო, არც მერის თანამდებობის დატოვებას აპირებს, როგორც ახლა ჩანს – რა მოხდა წალენჯიხაში? არ გაყალბდა არჩევნები?

– წალენჯიხაშიც გაყალბდა, მაგრამ იქ იმდენად სუსტი კანდიდატი ჰყავდა „ქართულ ოცნებას“… ისეთი მერობის კანდიდატი ქართული მენტალობისთვის შეურაცხმყოფელია, როდესაც მამის დაჭერაზე იტყვი, სწორედ დაიჭირეს მამაჩემიო… აი, ეს განაცხადა გულორდავამ, ქართული ოცნების დეპუტატობის პერიოდში, წინა მოწვევის დროს, როდესაც მამამისი დაიჭირეს… იმდენად მძიმე იყო, რომ მე ვფიქრობ, კატასტროფული შედეგით იყო წაგებული წალენჯიხა, მაგრამ ალბათ, ქართულმა ოცნებამ თქვა, პატარა სხვაობაზე დაგთანხმდებითო და სავარაუდოდ, ასე გაყალბდა. აი, ასეთი უპირატესობა უნდა ყოფილიყო ყველა ქალაქში და ვერანაირად ვერ გადატეხავდნენ ოპოზიციის ხმებს. სიმართლე გითხრათ, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, სენაკი, რუსთავი, თელავი და პრინციპში ყველა ქალაქი, არ მგონია, ქართული ოცნების მომხრე იყოს. ჩვენ ხომ დავდივართ და ხალხს ვხვდებით, განწყობას ხომ ვუყურებთ? მათი განწყობა ყოველდღიურად გადადის აგრესიაში – ეს არის კიდევ ძალიან ცუდი, საზოგადოებაში როგორც კი, არჩევნები კარგავს გზას, ადამიანებში იწყება სხვა გზების ძებნის სურვილი, რომელიც კატასტროფით დამთავრდა ერთხელ ჩვენი ქვეყნისთვის – აი, სადამდე მიაქანებს ქვეყანას ქართული ოცნება, ცვლილებებს ვერ გააჩერებ, არ არსებობს მექანიზმი საამისოდ, მით უმეტეს, როცა ეკონომიკა ასეთი ჩამოქცეული გაქვს. ცხოვრების დონის ასეთი ვარდნის პირობებში, ან ხელისუფლებიდან უნდა წახვიდე, ან დიქტატურა დაამყარო, ქართულ ოცნებას არც ადამიანური და არც სხვა რესურსი გააჩნია, რომ დიქტატურა დაამყაროს, პატარა ქვეყანა ვართ და უცბად შეჭამენ. ბელორუსის დიქტატორს ებრძვის მთელი მსოფლიო და ის როგორ იბრძვის და ვინ ეხმარება, კარგად ვიცით, საქართველოში ახალ დიქტატორს ვერ შექმნიან ნამდვილად.

– გავიგეთ, რომ ოპოზიციამ შეცდომები უნდა აღიროს, გაანალიზოს, მაგრამ ხალხმა რა ქნას? 3 წელი ველოდოთ, როდის მიხვდება და მიხვდება, თუ არა?

– არა, ყოველდღიურ რეჟიმში უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, მთელი საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციებით, არ არის საჭირო რაიონებიდან ხალხის თბილისში ჩამოყვანა, ყველა დიდ ქალაქში უნდა იყოს ერთდროული გამოცხადებები, უნდა იყოს ყველა ქალაქში პროტესტი, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ქურდობა, ზუსტად იმ ქალაქებში მოხდა, დარწმუნებული იყო მოგებაში იქ ოპოზიცია. რეგიონებში სრულიად სხვა განწყობაა ხალხში, ჩვენ ხომ ვიცით, თუ თბილისშია ასეთი მძიმე სიტუაცია, სადაც მეტ-ნაკლებად მაღალია ცხოვრების დონე, როგორ შეიძლება, სადაც უფრო დაბალი და უარესია ცხოვრების დონე, იქ ქართული ოცნებს მომხრეები იყვნენ?

– აბსურდია ისიც, 2 პროცენტიანი სხვაობით მოგება, მოგება რომ ჰქონია ხელისუფლებას…

– კი, თან როდესაც, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა აღემატება ხმების სხვაობას.  ვერც კი გაბედეს მეტი პროცენტით გაყალბება, იმდენად დიდი იყო ოპოზიციის უპირატესობა.

– 14 ოქტომბერს აქციაზე, ოპოზიციამ ხალხს უთხრა, ოღონდ ახლა დაიშალეთ და 30 ოქტომბერს ყველა აქ ვიკრიბებითო… კვირას, 31 ოქტომბერს ამბობენ, დრო გვჭირდება მასშტაბური აქციის ორგანიზებისთვისო. არ იყვნენ მზად ამ სცენარისთვის?

– იმდენად დარწმუნებულნი იყვნენ… მერამდენედ უშვებენ ერთი და იგივე შეცდომას. ამათ ჰგონიათ ქართული ოცნება გონებასთან მეგობარი ორგანიზაციაა, მაგრამ გონიერებასთან არანაირი კავშირი არა აქვს, ისინი სხვა ლოგიკით, სხვანაირად მოქმედებენ, მოტყუების ლოგიკით, აფერისტობის, გადაგდების ლოგიკით… როდესაც შენ ერთხელ გატყუებს, ორჯერ და სამჯერ, იმასთან აღარ უნდა ითამაშო და იმის გონიერების იმედად არ უნდა იყო – ამას ვერ მიხვდა ოპოზიცია. საკუთარ თავს აჯერებს, რომ რაღაცა შეთანხმებას რომ მიაღწევს, ისინი ამას დაიცავენ. არც ერთი შეთანხმებას ისინი არ იცავენ.

– შეთანხმება იყო „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის?

– არა, მათ შორის პირდაპირი შეთანხმება არ ყოფილა, მაგრამ ოპოზიციას ჰქონდა იმედი, ის შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იყო შუამავლების მეშვეობით, რომ არჩევნები მეტ-ნაკლებად წესიერად ჩატარდებოდა, იქნებოდა დაცული. ოპოზიციას ჰქონდა იმედი, რომ ქართული ოცნება ასეთ ზეწოლაზე და გაყალბებაზე არ წავიდოდა და ისევ შეცდომა დაუშვეს. როდესაც ხელისუფლება კონტრაქციაზე გადადის და ცდილობს კონტრაქციებით დააშინოს თავისივე ქვეყნის, სხვანაირად მოაზროვნე ამომრჩევლები, ეს ყველაფრის მანიშნებელია და ოპოზიცია მზად უნდა ყოფილიყო, რომ ქართული ოცნება მეორე ტურზე იტყოდა, ჩვენ უფრო მეტი მხარდამჭერი გვყავსო… მაგას ნიშნავდა ეს კონტრაქცია. ახლა რომ გამოცხადდა აქციების გეგმა, კარგია, მაგრამ ეს უფრო მშვიდ გარემოში და წინასწარ უნდა დაგეგმილიყო, ოპოზიციას უნდა ჰქონოდა საპროტესტო გეგმა, სამოქმედო გეგმა. ვისაც ახსოვს 2012 წელი, სახლში არავინ წასულა არჩევნების მერე, ყველა იყო ქუჩაში და ბოლო წუთამდე ელოდებოდა გამარჯვების გამოცხადებას. არ თმობდნენ არაფერს. იმიტომ რომ მუხტი იყო. იგივე პრობლემები იყო არჩევნებზე, დაშინების, მოსყიდვის მცდელობები იყო, მაგრამ არა, ხალხს არ ეშინოდა, ხალხმა იცოდა, რომ იბრძოდა სიმართლისთვის და გამარჯვება ახლოს იყო.

თეგები: დავით ჭიჭინაძეთამო კეშელავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

რა უნდა ვიცოდეთ დაბადების დღის წვეულების დასაგეგმად? – 7 საიდუმლო, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ დაბადების დღის წვეულების დასაგეგმად? – 7 საიდუმლო, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ

22:38 08-11-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია

15:47 08-11-2025
როგორ გადავარჩინოთ კბილი ამოღებას? – 4 რჩევა, რომელიც ჯანსაღ კბილებს შეგინარჩუნებს
ახალი ამბები

როგორ გადავარჩინოთ კბილი ამოღებას? – 4 რჩევა, რომელიც ჯანსაღ კბილებს შეგინარჩუნებს

14:35 08-11-2025
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

12:32 08-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved