• რეკლამა
  • კონტაქტი
14:55, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შემთხვევაში შეიწყალებს ზურაბიშვილი სააკაშვილს?

ალია ავტორი - ალია
22:00 01-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

პრეზიდენეტი, სალომე ზურაბიშვილი, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, კითხვას, როგორ წარმოუდგენია შერიგება, მაშინ, როცა ერთი მხარის ლიდერი ციხეშია და ხომ არ ფიქრობს იმ ცნობილი გადაწვეტილების “არა და არასოდეს” შეცვლას, ასე პასუხობს:

“სიტყვას ვასრულებ და არავინ არის, ვისაც შეუძლია თქვას რომ სიტყვა არ შემისრულებია. მგონია, რომ სწორედ იმ სამ მაგალითზე (გულისხმობს რურუას, უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებას) დაყრდნობით, დაინახა საზოგადოებამ, როცა შეიძლებოდა დეპოლარიზაციის მიმართულებით ოდნავ ნაბიჯი გადამედგა, რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო, ის ნაბიჯი გადავდგი. გარდა ჩემი პოლიტიკური ხედვებისა, იცით ჩემი პოლიტიკური წარსული, მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ასეთი ნაბიჯი დღეს იქნება ზეპოლარიზაციის საგანი და არა დეპოლარაზაციის.

ვინმე თუ ამაში გადამარწმუნებს, მაგრამ არა მგონია…

სააკაშვილის დაბრუნებაც იქნა ზეპოლარიზაციის საგანი.

პრობლემა ეს არის, რადგან ამ მდგომარეობაში ვართ და ამ ჩიხიდან ვერ გამოვდივართ, ამიტომ უნდა გავიდეთ საზოგადოების გზით, რომელსაც აქვს სხვა ტიპის ძალა. თუ გვჯერა დემოკრატიის, უნდა გვჯეროდეს საზოგადოების.

მეც მაქვს თქვენთან ერთი თხოვნა, ხომ შეიძლება? რომ გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე თქვენ არხებზე მაინც და ვნახოთ რამდენად შვებას მოუტანს ეს საზოგადოებას. ყველასთვისააა ეს თხოვნა, ასევე საზოგადოებასთან, სოციალური ქსელი, სადაც ჩვეულებრივი მოქალაქეები გამოდიან, არასახარბიელო სივრცეა ასევე და ყველასთან არის ეს თხოვნა.”

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა თითქმის საათნახევარი ისაუბრა და ისაუბრა 90-იანი წლების მოვლენებზე და ერეკლე მეფეზეც კი, მას არც ერთი წუთი არ უსაუბრია 5 ივლისზე, მიუხედავად იმისა, რომ 5 ივლისზე თავის კითხვაში, ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ გააკეთა აქცენტი.

თეგები: მიხეილ სააკაშვილისალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved