კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი შესაძლოა, სეფსისურ შოკშიც ჩავარდეს. ამის შესახებ „დაიჯესტს“ ექიმი ნანა სხილაძე ესაუბრა. მისი თქმით, ასეთი პაციენტების მდგომარეობა არაკეთილსაიმედოა:
„მძიმე პაციენტებში, სამწუხაროდ, გვხვდება სეფსისური შოკის გამოვლინება, რაც პოლიორგანულ უკმარისობას მოიცავს და ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს ღვიძლის, თირკმლის და სხვადასხვა ორგანოს უკმარისობას, რის შედეგადაც, შეიძლება რომელიმე ორგანოს მიერი კომაც გამოვლინდეს. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, არის ასეთი პაციენტები საქართველოში და მათი პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.“
რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს ვირუსი სეფისური შოკის მიზეზი?
თუ ორგანიზმში ყველა სისხლძარღვი გაფართოვდება, წნევა დაეცემა, დაიწყება ყველა ორგანოს კვდომა ანუ პოლიორგანული უკმარისობა.
წნევის ვარდნა ცხელება ან პირიქით ძალიან დაბალი ტემპერატურა ტიპური ნიშანი არის იმისა, რომ პაციენტი შოკში ვარდება. საშუალო არტერიული წნევა 70-ზე დაბალი იქნება.
კომენტარები