• რეკლამა
  • კონტაქტი
08:21, ოთხშაბათი, 9 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შემთხვევაში მისცემს ფულს ივანიშვილი „ქართულ ოცნებას“ და ამით რა ხეირი მოსახლეობას?!

ალია ავტორი - ალია
15:48 10-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,073

ანი დვალიშვილი

ეშველა ოპოზიციას – რუსეთმა საწვავის გაყიდვა აკრძალა. აკრძალვა არ ვრცელდება სამთავრობოთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მიწოდებებზე, საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვების ფარგლებში ჰუმანიტარულ დახმარებაზე, საზღვარგარეთ რუსეთის „სამხედრო ნაწილების საქმიანობისთვის საჭირო“ საწვავის ექსპორტზე, ყაზახეთის ქალაქ ბაიკონურში, არქიპელაგ შპიცბერგენში, (ოკუპირებულ – რედ.) აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში… ოპოზიციას იმიტომ ეშველა, რომ საწვავი ძვირდება, სოციალური ფონი უფრო მძიმდება. ახლა საწვავს ისევ რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და თურქმენეთიდან შემოვიტანთ, ანუ დეფიციტი არ შეიქმნება, მაგრამ ფასი გვარიანად მოიმატებს (რაც მოიმატა, იმაზე მეტად) და როგორც საქმის მცოდნენი ამბობენ, საშუალოდ, 4 ლარი გახდება. ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ ოფიციალურად წაუყრუა ერთ, მეტად მნიშვნელოვან ფაქტს – რუსეთს „აფხაზეთი“ და „სამაჩაბლო“ სტრატეგიული ობიექტების სიაში რომ აქვს შეტანილი. ჰო, მათ მის მიერვე აღიარებულ რესპუბლიკებად კი არა, ობიექტებად თვლის, ისეთად, როგორიც მაგალითად არქიპელაგი შპიცბერგენია. სამწუხაროდ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსეთი არანაირად არ განიხილავს ჩვენი მიწების რაიმე ფორმით (მოლაპარაკებები, შეთანხმება) დაბრუნებას და ომით წართმეული მხოლოდ ომით რომ ბრუნდება, გასულ კვირას აზერბაიჯანმა დაამტკიცა. ახლა არ გვკითხოთ „ომი გინდათ?“ არა, მითუმეტეს ახლა, როცა რუსეთი მარტივად გაგვსრესს, მაგრამ მოვა დრო, აუცილებლად მოვა, როცა ან რუსეთი აღარ იქნება ისეთი ძლიერი და უკიდეგანო, როგორიც ახლაა, ან ჩვენ ვიქნებით უკეთეს დღეში….

საწვავის გაძვირებას ლარის გაუფასურებაც დაერთო და თან ისეთი ტემპი აკრიფა, არაერთმა და ორმა ჩინოვნიკმა, დოლარის მარაგი გაზარდა. თავის მხრივ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, უცხოური ვალუტის რეკორდული მარაგიდან, გასაყიდად 70 მილიონი დოლარი გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 57 მილიონი გაყიდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლარის გაუფასურება, ქვეყანაში მოულოდნელად დაწყებულმა, ერთი შეხედვით, არასტაბილურმა მდგომარეობამ გამოიწვია და ცუდი მოლოდინები შეიქმნა, მაგრამ როგორც კი ეს მოლოდინები გაქარწყლდება, ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება და რაც მთავარია, ეროვნულ ბანკს აქვს იმდენი რესურსი, რომ გაუფასურება შეაჩეროს. ამასთან ერთად, კვლავ დაიწყო შემოდინება უცხოურმა ვალუტამ, ანუ სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში გადმორიცხვები კვლავ გაიზარდა და ლარის გამყარებას ხელს ესეც შეუწყობს. კიდევ ერთი, ძალიან საინტერრესო რამ – ლარი დოლართან მაშინ უფასურდება, როცა დოლარი მყარდება ევროსთან და გნებავთ, ეს რიგით დამთხვევად ჩათვალეთ, გნებავთ – მისტიკად, მაგრამ ყოველ ჯერზე ასე იყო და ახლაც ასეა. თუმცა, ხელისუფლება ამ მიმართულებით მშვიდადაა, რადგან სექტემბერი თითქმის გასულია, ოქტომბერს ასე თუ ისე, გადააგორებს და ნოემბრიდან ლარი ისედაც გამყარდება, ახალი წლების მოახლოვდება და ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა გაიზრდება. ახლა კიდევ, თუ ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩაეშვა, ეს ლამის მილიარდიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნება (ეტაპობრივად, მაგრამ მაინც) და როგორც გვეუბნებიან, ანაკლიის პორტის მშენებლობა აუცილებლად დაიწყება… მომავალი წლიდან, რადგან 2024 საარჩევნო წელია და ყველა სიკეთე მაშინ უნდა მოხდეს, კარგად რომ დავიმახსოვროთ.

საარჩევნო წელს ტყუილად არ ვახსენებთ. „ქართული ოცნების“ ლიდერები არ მალავენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული იქნება, რადგან ოპოზიცია ფულის სერიოზულ მოძიებას აპირებს (დასავლეთის იმედიც აქვთ), მიხეილ სააკაშვილი ყველა რესურსის ჩართვას გეგმავს და ამიტომ, „ოცნებამ“ დიდ თანხას უფრო დიდი თუ არ დაუპირისპირა, უმრავლესობის მოპოვება გაუჭირდება. უნდა ჰქონდეს თუ არა მმართველ გუნდს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ფინანსური დახმარების იმედი? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილს საკუთარი, კერძო პიარ-ტექნოლოგები ეტყვიან, რომ „ოცნება“ ხელისუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშეა და მას იმ დროისთვის ისევ უნდა უნდოდეს „ოცნება“. თუმცა, ამით რიგირთ ადამიანებს ხეირი რომ არ ექნებათ, დიდი ხანია ვიცით.

ხელისუფლებამ სოციალურად დაუცველებს დასაქმების შესაძლებლობა რომ მისცა, გემახსოვრებათ და ისინი თვეში 300 ლარის გარდა, იმის გარანტიასაც იღებენ, რომ სოციალურ სტატუსს არ შეუჩერებენ და 4 წლის განმავლობაში არ გადაამოწმებენ მათ სოციალურ მდგომარეობას. ჰოდა, ახლა ამ ადამიანების შემოწმება დაიწყეს, დადიან თუ არა სამსახურში, როგორ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე გათავისუფლდა, იმიტომ, რომ ისინი უბრალოდ გაფორმებულები იყვნენ და ხელფასს იღებდნენ, სამსახურში კი არ ცხადდებოდნენ. ამ ამბავში ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ დამსაქმებლებს, ანუ მუნიციპალიტეტებს, არანაირი ვალდებულება არ ეკისრებათ იმის გამო, რომ კონკრეტულ ადამიანებს ხელფასს არაფერში უხდიდნენ და ეს იმის მიუხედავად, რომ უნდა ეკონტროლებინათ. პრინციპით – „უჭირს, ცოდოა“, ჩემი და თქვენი გადასახადებიდან შესული თანხით ვიღაც ფულს არაფერში იღებდა. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება არამხოლოდ მათ, არამედ ზოგადად, საჯარო მოხელეებს გააკონტროლებს, რომელთა არც თუ მცირე ნაწილი, არათუ სამსახურში არ დადის, არამედ წარმოდგენაც არ აქვს, რა პოზიციაზე მუშაობს.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას. აღმოსავლეთ საქართველოში თიბვის ბოლო სეზონი ჩატარდა და თივის მწარმოებლები წუწუნებენ, რომ ასე იაფი თივა არასოდეს ყოფილა. მათ, ვისაც მცირე ფართობები აქვთ, ზარალზე საუბრობენ, ხოლო ისინი, ვისაც დიდი მიწა აქვს, ამბობენ, რომ მხოლოდ დანახარჯს ამოიღებენ. ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ ხორცი გაძვირდა და წესით, თივაც უნდა გაძვირდეს, მაგრამ გვალვების მიუხედავად, თივის მოსავალს არავინ უჩივის. ხორცის გაძვირებას კიდევ ელოდებიან, ოღონდ ეს წინასაახალწლოდ მოხდება და როგორც წესი, აპრილამდე ხორცი არ გაიაფდება. საქართველოში თითქოს ტრადიციად დამკვიდრდა, როდის უნდა გაძვირდეს გარკვეული პროდუქტი და შემდეგ, როდის უნდა გაიაფდეს უმნიშვნელოდ და ასე ნელ-ნელა, ევროპულ ფასებს კარგა ხანია გადავასწარით. ერთი მეგობარი ამბობდა, ესპანეთში სურსათის შეძენა ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე საქართველოშიო და მხოლოდ ესპანეთში არა – უფრო იაფია პროდუქტი გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში… შემოსავლების მხრივ, ამ ქვეყნების მოსახლეობასთან ახლოსაც ვერ მივალთ, მაგრამ ფაქტია – ხალხი როგორღაც ახერხებს წლიდან წლამდე თავის გატანას და სოციალურ ნიადაგზე, ქუჩაშიც არავინ გამოდის. არავინ ამბობს, რომ შია და ხელისუფლებაც ამ მიმართულებით მშვიდადაა.

დასასრულ – დაახლოებით ერთი წლის წინ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რძის პროდუქტებზე კონტროლი გაამკაცრა და კანონიც მიიღო, რომლის მიხედვითაც, რძის პროდუქტებს დიდად და გამოსაჩენად უნდა ეწეროს, ფხვნილისგან არის დამზადებული თუ ნედლი რძისგან. სამინისტრომ იმის პირობაც დადო, რომ ამ პროცესს მკაცრად გააკონტროლებდა. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ საქართველოში რძის პროდუქტები ლამის სრულად ფხვნილისგან (თან უხარისხო ფხვნილისგან) მზადდება და არც დიდად და გამოსაჩენად წერია რამე. არადა, კანონი დაჩაქუჩებულია და წესით, კომპანიებს უზარმაზარ ჯარიმებს უნდა აკისრებდნენ, მაგრამ ვის სცალია რძის პროდუქტებისთვის და ჯანსაღი საკვებისთვის – მთავარია, ძალაუფლება შეინარჩუნონ ან ჩაიგდონ ხელში, თორემ დანარჩენი ყველაფერი მეათეხარისხოვანია, მათ შორის ჩვენი, რიგითი ადამიანების ჯანმრთელობაც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025

ბიზნესი

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved