• რეკლამა
  • კონტაქტი
09:18, ორშაბათი, 12 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შემთხვევაში არ გვაპატიებს 3+3 ფორმატში შესვლას ამერიკა და რა შემთხვევაში, პირიქით, თავად მოგვთხოვს ფორმატში შესვლას? – დათო გამცემლიძე

ალია ავტორი - ალია
17:42 12-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:

“იძაბება ჩვენი ქვეყნის გარშემო, იძაბება……მარტო პუტინის ულტიმატუმი რად ღირს.

ამიტომ ახლა კიდევ ერთ გაბედულ პროგნოზს გავაკეთებ:

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ 3+3 ფორმატი (ოღონდ `თუ`!) ტრანსფორმირდება 2+3 ფორმატში (ანუ ირანი გამოაკლდება, რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია), მაშინ, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ამერიკა თვითონ მოგვთხოვს ამ ფორმატში შესვლას იმ დათქმით, რომ ჩვენი ინტერესები NATO-ს წევრი თურქეთის პინაზე `დავდოთ` და არა რუსეთის.

ეს გეოპოლიტიკის კანონია: `გააწონასწოროს` რეგიონი იქაური აქტორის, – რეგიონული ზესახელმწიფოს მეშვეობით. თუნდაც ეს აქტორი (ერდოღანის თურქეთი) მისთვის პრობლემური იყოს, ოღონდ არა მტრული (როგორც პუტინის რუსეთია)

სანამ ირანი არ გამოთიშულა, ეს დისპოზიცია გამორიცხულია: ირანის მონაწილეობით ნებისმიერ ფორმატში საქართველოს შესვლა ამერიკასთან ისტორიულ `ხლეჩას` გამოიწვევს. და ეს ხლეჩა ვეღარასოდეს გამთელდება. ამას ამერიკა არ გვაპატიებს არასდროს.

მაგრამ თუ არ გამოიწვევს, თუ ირანი აღარ იქნება და ასრულდება ჩემი პროგნოზი ამერიკის პოზიციაზე 2+3-თან დაკავშირებით, მაშინ რა უნდა ვქნათ?

აბა ხომ არ შეუძლია ამ პატარა ქვეყანას ერთდროულად თურქეთსაც `უკრას ფეხი` და ამერიკასაც?

არა, მაგრამ იქ უკვე დიპლომატია იღებს `სეფე სიტყვას`. აქვს თუ არა უნარი თქვას `გააჩნია რა შემთხვევაში`.

ესე იგი არსებითად და მტკიცედ ჰკითხოს პარტნიორებს, ამერიკას და თურქეთს: `მერედა…….ამით მე რა, რო?`

ვნახოთ. აგერ არ არის?

პუტინის ულტიმატუმი მნიშვნელოვნად აჩქარებს პროცესებს.

პუტინმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. მისი თქმით, რუსეთი უახლოეს მომავალში მოითხოვს იურიდიულ გარანტიებს, რომ საქართველოს და უკრაინას, ასევე არც ერთ სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყანას (ბალტიის ქვეყნებზე არ არის ლაპარაკი) ა რ ა ს დ რ ო ს არ მიიღებენ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში.

პუტინმა ამ მოთხოვნას მოაყოლა ცნობილი ნარატივი, რომ თურმე როცა სსრკ დაიშალა, დასავლეთმა `მოატყუა` რუსეთი, რაკი მხოლოდ `სიტყვიერად შეჰპირდა`, პოსტსაბჭოურ რესპუბლიკებს ალიანსში არ მიიღებდა, თუმცა ბალტიის რესპუბლიკებიც მიიღო და ახლა ამბობს, რომ შესაძლოა უკრაინა და საქართველოც კი გახდნენ NATO-ს წევრები: ალიანსის ლიდერთა უცვლელი ნარატივით, `რუსეთს არა აქვს ვეტო-ს უფლება ალიანსში ახალი წევრების მიღებაზე`/

ამიტომ, პუტინი უკვე პირდაპირ მოითხოვს, რომ ალიანსმა რუსეთთან გააფორმოს იურიდიული ხელშეკრულება (არა სიტყვიერი, როგორც 1990 წელს), რომ არადროს საქართველოს და უკრაინას ალიანსში არ მიიღებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინი, ფაქტიურად, ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს: ან უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი ასეთ იურიდიულად იმპერატიულ დოკუმენტს, რომ საქართველო და უკრაიანა არასდროს გახდებიან ალიანსის წევრნი, ან…….რუსეთი აღარ აპირებს მოითმინოს გაურკვევლობა თავის დასავლურ საზღვრებთან და პირდაპირ შეუტევს, როგორც მინიმუმ უკრაინას. თუმცა, არ არის გამორიცხული საქართველოსაც.

(აქვე: ჩემი აზრით, თუ საქართველო ამას გადარჩება, გადარჩება მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინმა არ იცის, რა რეაქცია ექნება ერდოღანს. ეს არ იცის `იმაზე მეტად` ვიდრე არ იცის, რა რეაქცია ექნება დასავლეთს).

ეს პუტინს ღიად არ უთქვამს, მაგრამ 100%-ით იგულისხმებოდა. ამიტომაც ხდება უკრაინის საზღვრებთან ჯარების კონცენტრაცია.

შეიძლება თუ არა NATO-მ ასეთ ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი მოსკოვთან?

გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა!

ეს დასავლური ფილოსოფიის სრული დანგრევა იქნებოდა, რომ ყველა Nation-ს აქვს უფლება, თავისუფლად აირჩიოს უსაფრთხოების სისტემა, რომელიც ურჩევნია.

რეალურად, დასავლეთი განჭვრეტად მომავალში არც აპირებს, რასაკვირველია საქართველოს ან უკარინის ალიანსში მიღებას. ამის შესაძლებლობა და ამ დონის რისკის….უნარი მას არ გააჩნია, თუმცა პუტინი იურიდიულ (!) გარანტიებს მოითხოვს. ამას კი დასავლეთი ხელს არ მოაწერს არც ერთ შემთხვევაში!

აქ არის ცალკე კიდევ ანტიქართული ნარატივი: რუსეთში გაბატონებული სტერეოტიპით, როცა გერმანიიდან საბჭოთა ჯარები გამოჰყავდათ, ედუარდ შევარდანძემ (იმ დროს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა) არ მოითხოვა დასავლეთისაგან `წერილობითი` ანუ იურიდიული გარანტიები, რომ ალიანსში არ მიიღებდნენ უნგრეთს, პოლონეთს, ბულგარეთს და ა.შ. არადა მომდევნო წლებში არათუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, არამედ ბალტიის რესპუბლიკებიც კი მიიღესო. შევარდნაძე მხოლოდ სიტყვიერ დაპირებას დასჯერდა, თუმცა წერილობითი გარანტიები არ მოითხოვაო.

ეს სრული სისულელე და ტყუილია: არანაირ არც სიტყვიერ არც წერილობით გარანტიებს, იმავე ფილოსოფიიდან გამომდინარე, დასავლეთი მაშინაც (1990წელს) მოსკოვს არ მისცემდა.

აი რისი მიცემაც შეეძლო, მოსკოვმა მიიღო: 1997 წელს, უკვე ელცინის დროს, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისელი ჟენია პრიმაკოვი იყო, პარიზში ხელი მოეწერა `ფუძემდებლურ აქტს` NATO-სა რუსეთს შორის. ამერიკის მხრიდან კლინტონმა მოაწერა ხელი.

ამ `აქტშიც` არ არის არანაირი გარანტია, რომ ახალ წევრებს არ მიიღებენ ალიანსში, თუმცა გაჩნდა ჟენკა პრიმაკოვის ნაეშმაკარი შემდეგი ჩანაწერი. დავაკვირდეთ:

“NATO-ს არ გააჩნია არანაირი რეზონი (Reason – მიზეზი, საბაბი, საფუძველი) ახალი წევრების ტერიტორიაზე განალაგის სერიოზული სამხედრო ძალები“.

იგულისხმება, რომ NATO არ განალაგებს, მაგალითად, ბალტიის ქვეყნებში სერიოზულ სამხედრო ძალებს ოღონდ…….მხოლოდ მანამ, სანამ ამის საფუძველი არ ექნება, ესე იგი რუსეთი მათ არ დაემუქრება.

აი თუ დაემუქრება, მაშინ აუცილებლად განალაგებს.

ამიტომაც ხდება, რომ რუსული არმია ასე აქტიურობს უკრაინის საზღვრებთან, რომელიც ალიანსის წევრი არ არის და….თითქმის გატრუნულია (თითო-ოროლა საჰაერო პროვოკაციას თუ არ ჩავთვლით) ბალტიის საზღვრებზე.

ბალტიის ქვეყნებში NATO-ს მხოლოდ სიმბოლური კონტინგენტებია ჯერ-ჯერობით. ისინი რუსული არმიის შეტევას ნახევარ საათსაც ვერ გაუძლებენ სანამ ძირითადი ძალები არ ჩაერევიან.

რა თქმა უნდა ეს კომპრომისიც არასწორი იყო კლინტონის მხრიდან თუმცა…….მაშინ, 1997 წელს, რუსეთის პრეზიდენტი იყო ლოთი ელცინიб ხოლო კლინტინს და მის თანაშემწეებს არ ეყოთ ნიჭი, პროფესიონალიზმი და გამჭრიახობა, პრიმაკოვში ისტორიულ ძალთა ამოძრავება დაენახათ.

ამ ძალებმა 3 წლის შემდეგ რუსეთის სათავეში მოიყვანეს პუტინი, რომლის იდეალი (ერთხელ წამოსცდა) ბისმარკია. ბისმარკის გენიალური მაქსიმით კი “სამხედრო საქმეში მთავარია არა განზრახვა, არამედ უნარი!“

ცალკე დიდი თემაა, რამდენად ღრმაა ეს გამონათქვამი და რომ თვით `სუვერენიტეტის` ურთულეს ფენომენს უკავშირდება, რაკი სუევრენიტეტიც უნარია და არა აუცილებლად მისი განხორციელება.

მაგრამ ჩვენს განსახილველ შემთხვევაში, მაქსიმა ექსტრაპოლირდება მარტივ რეალობაში: ის, რომ პუტინი ჯერ-ჯერობით არ აწყობს `Reason`-ს ესტონეთთან, სულაც არ ნიშნავს, რომ იქვე, ფსკოვთან დისლოცირებულ საჰაერო-სადესანტო დივიზიას არ ძალუძს 1 საათში აიღოს ეს ქვეყანა იქ მყოფი მცირერიცხოვანი ინგლისელი, გერმანელი და იტალიელი ფეხოსნებიანა.

სანამ `სერიოზული ძალები` ჩაერთვებიან.

მერე შესაძლოა უკვე გვიანიც კი იყოს.”

თეგები: დათო გამცემლიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved