• რეკლამა
  • კონტაქტი
10:06, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შედეგს მოიტანს ბოიკოტი და რა მაღალი რისკის შემცველია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას? – გუჯა ხოკრიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:30 07-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
127
ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, დიპლომატი, გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების შესახებ კვლევების ავტორი, გუჯა ხოკრიშვილი, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე განსხვავებული აზრის გამო, პარტია “გახარია საქართველოსთვის” დატოვა, სოციალურ ქსელში, წერს:
ჩემი პასუხი ყველა კომენტარს რა არგუმენტები გაქვს.
ავტორიტარულ სისტემებში საარჩევნო პოლიტიკის გაგებისთვის ბევრი მიმართულებით საკმაოდ მოცულობითი სისტემური ემპირიულ კვლევები არსებობს. ანუ ავტოკრატების სტრატეგიული საარჩევნო გადაწყვეტილებების შესახებ და მათ გავლენაზე პოლიტიკური სტაბილურობისთვის.
ამ გამოცდილების და საქართველოს სპეციფიკური რეალობის გათვალისწინებით მორალური უპირატესობის გარდა, არსებითად უფრო მეტი რაციონალური და პრაქტიკული არგუმენტი არსებობს, რომ ყველა მთავარი პროევროპული ოპოზიციური ძალები (2-3%-იანი ე.წ. “მომავალი სისტემური პარტიები” არ იგულისხმება) მიმართავდნენ სრულ ბოიკოტს, ვიდრე ნაწილი მონაწილოებას იღებდეს.
დელეგიტიმაცია და ერთმნიშვნელოვანი საერთაშორისო მესიჯი გადამწყვეტია: დემოკრატიული პრინციპების და ევროპული მომავლის დასაცავად – რომლებიც დღეს საქართველოში რისკის ქვეშაა – აუცილებელია, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას.
სრული ბოიკოტი და პროტესტის ფორმები გზავნის მკაფიო მოთხოვნას:
• წინა საარჩვენო გარემო იმდენად ფუნდამენტურად დამძიმებულია (პოლიტპატიმრები, რეპრესიული კანონები და ა.შ.), რომ ვერცერთი ნამდვილი დემოკრატიული ძალა ვერ მიიღებს ამ მოცემულობაში მონაწილეობას
• „ქართული ოცნებას” არ მოუწვევია OSCE/ODIHR ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად – რაც აჩვენებს საერთაშორისო სტანდარტების სრულ უარყოფას
• ევროპელ პარტნიორებს აღარ რჩებათ არგუმენტი: „ყოველ შემთხვევაში, ნაწილი ოპოზიციის მაინც მონაწილეობს” ( 2% ნაკლები მზარდაჭერის მქონე “სატელიტური ოპოზიციურ პარტიები” ყოლა ითვლება რეჟიმის სისუსტედ და ფაქტორი არ არის)
დანაწევრებული ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების შემთხვევაში „ქართული ოცნება” (ამის ბევრი მაგალითია) შეძლებს:
• მონაწილე პარტიების დემოკრატიული ლეგიტიმაციის „მტკიცებულებად” გამოყენებას
• ოპოზიციის დანაწევრებას და დასუსტებას („გონივრული ძალები” და „რადიკალები”)
• საერთაშორისო დაბნეულობის შექმნას იმაზე, თუ რა არის ამ არჩევნების რეალური მიზანი
ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის და მოქალაქეების გაძლიერება ერთიანობით მნიშვნელოვანია . 70%-იანი პროევროპული მხარდაჭერის ფონზე ოპოზიციას აქვს თავისი ყველაზე ძლიერი რესურს ერთიანი ბოიკოტით:
• აძლიერებს გაზვნილს, რომ მთელი დემოკრატიული სპექტრი არჩევნებს ლეგიტიმურად არ აღიქვამს
• აქცენტი გადააქვს პროტესტსა და საერთაშორისო ადვოკატირებაზე
• ევროკავშირს და ცალკეულ ქვეყნებს უადვილდება სანქციების გამართლება
რატომ არის საქართველოს სპეციფიური გარემოებები ბოიკოტის სასარგებლოდ.
სუსტია რეჟიმის მობილიზაცია: სხვა ქვეყნების მაგალითისგან განსხვავებით, „ივანიშვილის რეჟიმს” არ აქვს კლასიკური ავტოკრატიული მობილიზაციის რესურსები
• არც ნავთობის შემოსავალი ეკონომიკური გადანაწილებისთვის (რუსეთის სანქციების არიდების ფონზე გენერირებული და “ქოლცენტრებით” მობილიზირებული რესურსები არ არის საკმარისი, ამიტომ განიხილავენ 3+3 და მსგავს ალიანსებში შესვლას). ამას ადასტურებს ფურცელზე გენერირებული ეკონომიკური ზრდა და პირველი 5 თვის სატატისტიკური მონაცემები (ეკ. ზრდის შემცირების ტემპი, ბიზნესის უარყოფითი მოლოდინები, ბოლო კვლევებით მოსახლეობის არსებითი უმეტესობა ეკონომიკურ ზრდას უარყოფითად აღიქვავს, მათი ოჯახის მდგომარეობა ბოლო 2 წლის განმავლობაში არ შეცვლილა, თუ არ გაუარესდა, კვლევებით ოცნების მხარდამჭერების უმრავლესობას აწუხებს სტატუს ქვო კრიზისი).
• მცირდება მზარდამჭერთა ბაზა (კვლევების თანახმად ოცნების მხარდამჭერთა 2/3 პროევროპულია და მოსახლეობა არსებითად ოპოზიციურად არის განწყობილი)
ოპოზიციას და სამოქალაქო ორგანიზაციებს აქვს ძლიერი მობილიზაციის რესურსი:
• ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი – როგორც გარე ლეგიტიმაციის წყარო
• საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციისთვის
• საერთაშორისო მხარდაჭერა და აღიარება
• უკვე მობილიზებული პროტესტის მოძრაობა – 200 დღეზე მეტი.
ბოიკოტის და პროტესტის რისკები არის საშუალო:
– ადგილობრივი ინსტიტუციური წარმომადგენლობის დაკარგვა
– რეჟიმის მხრიდან გზავნილი: „ოპოზიცია თავად უარს ამბობს დემოკრატიაზე”
ოპოზიციური პარტიების ნაწილის მონაწილეობა ძალიან მაღალი რისკის შემცველია:
– მანიპულირებული სისტემის ნორმალიზაცია/ ლეგიტიმაცია
– ავტოკრატიული პრაქტიკების თანდათანობითი ნორმალიზაცია/შეგუება
– საერთაშორისო პარტნიორების დაბნეულობა და მოსალოდნელი შეგუება
– კრემლის ჩარევა არის გადამწყვეტი გეოპოლიტიკური რისკი, რომელიც საქართველოში სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს
შეიძლება იყოს მითითებულის გრაფიკა: ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „The Dictator's Dilemma at the Ballot Box Electoral Manipulation, Economic Maneuvering, and Political Order in Autocracies Masaaki Higashijima“

“ფსევდო არჩევნებში მონაწილეობას, არ აქვს აზრი” – გუჯა ხოკრიშვილმა გახარიას პარტია დატოვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved