• რეკლამა
  • კონტაქტი
13:49, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შედეგი აქვს მედიკამენტს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის? – მედიცინის დოქტორი, ეკა კანდელაკი

ალია ავტორი - ალია
16:15 04-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
162
მედიცინის დოქტორი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ამბულატორიული განყოფილების ხელმძღვანელი ეკა კანდელაკი, სოციალურ ქსელში, წერს:
მინდა მოკლედ მოვახსენო საზოგადოებას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე 32 ბავშვის მართვის გამოცდილების შესახებ. სოციალურ სივრცეში შევხვდი რამდენიმე, რბილად რომ ვთქვა, უსამართლო ინფორმაციას, რამაც დამარწმუნა, რომ პროფესიული წრის გარდა, ფართო საზოგადოებამაც უნდა იცოდეს ის სამუშაო, რომელსაც უკვე ორ წელზე მეტია ვასრულებთ.
ყველას გვახსოვს 2022–2023 წლების მოვლენები. ინტენსიური მუშაობის შედეგად შეიქმნა ეროვნული პროტოკოლი. 2023 წლის ადრეული შემოდგომიდან იაშვილის მულტიდისციპლინურმა გუნდმა დაიწყო მკურნალობის ჯგუფის ფორმირება და ჩართვის კრიტერიუმების მიხედვით მისი ორგანიზება. დალაგდა ახალი მედიკამენტის მიღების, შენახვისა და ადმინისტრირების წესები; შეიქმნა შესაბამისი შიდა პროტოკოლები, გადანაწილდა ფუნქციები. მთელი კლინიკა — კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი, მულტიდისციპლინური გუნდი, საექთნო და ლოჯისტიკური გუნდები — მზად იყო 2023 წლის ნოემბერში ვოსორიტიდის ადმინისტრირების დასაწყებად.
პაციენტების ჩართვა განხორციელდა ეტაპობრივად. შემდეგ საფეხურზე გადავედით მედიკამენტის დამოუკიდებელი ადმინისტრირების ფაზაზე. დღეს 24 პაციენტი მედიკამენტს სახლში, დამოუკიდებლად იღებს. მათი შეფასება პერიოდულად (3–6 თვეში ერთხელ) მიმდინარეობს ჩვენი კლინიკის მულტიდისციპლინური გუნდის მიერ.
მკურნალობის შედეგები ყოველწლიურად განიხილება საერთაშორისო შეხვედრებზე: 2024 წელს — GIMPHA-ზე, სადაც პარიზის ნეკერის ჰოსპიტლის გუნდიც მონაწილეობდა; 2025 წელს — იშვიათ დაავადებათა მულტიდისციპლინური მართვის კონფერენციაზე ევროპელი კოლეგების მონაწილეობით; 2026 წელს კი იგეგმება მორიგი შეხვედრა, ასევე მზადდება რამდენიმე პუბლიკაცია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გამოცემებში.
დღევანდელი რეალობა ასეთია: გვაქვს კარგი და ძალიან კარგი შედეგები. მიღწეულია მოსალოდნელი და მოსალოდნელზე უკეთესი ანთროპომეტრიული მაჩვენებლები, გვყავს ბედნიერი ბავშვების ჯგუფი — უკეთ ადაპტირებული გარემოსთან, მომავლის იმედით სავსე,ნაკლები ტკივილით და ტკივილის გარეშე. შესაძლებლობების თანასწორობა არის მთავარი, როდესაც იშვიათი დაავადების მართვაზე ვსაუბრობთ.
არ მსურს ემოციურ დეტალებში შესვლა და თითოეულ შემთხვევაზე საუბარი. მხოლოდ აღვნიშნავ, რომ ჩვენს გვყავს საქართველოს ჩემპიონი პარაოლიმპიურ სახეობაში, ნიჭიერი მომავალი მსახიობი და ბრწყინვალე მოსწავლეები.
ამ ორი წლის განმავლობაში განვავითარეთ ნეიროგამოსახულებითი კვლევების შესაძლებლობები, გავაუმჯობესეთ გართულებებისა და თანმხლები მდგომარეობების მართვა. განხორციელდა რამდენიმე წარმატებული ქირურგიული ჩარევა — როგორც
გადაუდებელი, ისე გეგმიური. ვისაც ამ დიაგნოზის შესახებ აქვს წარმოდგენა, კარგად იცის, რამდენად რთულია ანესთეზია ჩონჩხის დისპლაზიის ამ ფორმის დროს და რა მაღალი პროფესიონალიზმი, ცოდნა და გამოცდილება სჭირდება მას. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კლინიკა ხდება ჩონჩხის დისპლაზიების ძირითადი ცენტრი საქართველოში და, შესაძლოა, რეგიონშიც.
ჯგუფის მართვის პროცესში რამდენჯერმე მოგვიწია საერთაშორისო ექსპერტიზის ჩართვა. ეს გამოცდილება გვაძლიერებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სარგებელი მოაქვს ჩვენი პაციენტებისათვის.კლინიკა გახდა ევროპის იშვიათ დააავდებებზე მომუშავე რეფერენტული ქსელის წევრი -ERN Cranio, რაც იშვიათი დააავდებების მართვის, ინფორმაციის გაცვლის და ცოდნის გაზირების საუკეთესო პლატფორმაა.
ჩვენი ჯგუფის მონაცმების გაზიარება მიმდინარეობს საერთაშორისო მონაცემთა ბაზასთან, რომლიც კონკრეტულად ძვლოვან დისპალზიების მოანცემებს აგროვებს ევროპულ პოპულაციაში და ეს ნიშნავს რომ ასევე გვექნება სრულყოფილი რეესტრი, სადაც თავმოყრილია პაციენტების გენეტიკური, ფენოტიპური და ანთროპომენტრიული მონაცემები.
მადლობა მშობლებს ნდობისთვის — მათი ნდობა გვაძლიერებს;
კლინიკის ადმინისტრაციას – რომელმაც არასდროს დაუხევია უკან გადაუდებელი საჭიროებების დროს; ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველდღიურად ჩვენთან ერთად მუშაობენ, აზუსტებენ და ათანხმებენ მკურნალობასთან დაკავშირებულ დეტალებს.
მზადდება ახალი ჯგუფი მკურნალობაში ჩართვისთვის — ამ ეტაპზე 7 ბავშვი ელოდება მედიკამენტს, მათი ასაკი 2 წლამდეა.
მედიკამენტის შედეგი შეიძლება ორ ნაწილად შეფასდეს: სარგებელი პაციენტებისთვის — რომელიც უდავოა, და სარგებელი ქართული პედიატრიისთვის — რომლის მნიშვნელობაც ძალიან დიდია. ჩვენ შევქმენით და ვისწავლეთ, თუ რას ნიშნავს ნამდვილი მულტიდისციპლინური გუნდი – ჰორიზონტალური სტრუქტურა, ორიენტირებული კონკრეტულ პაციენტზე და მის საჭიროებებზე.
მოხარული ვიქნებით თქვენი სტუმრობით — მოისმინეთ, გაეცანით მშობლებსა და ბავშვებს. ჩვენი კარი ღიაა, ინფორმაცია — ხელმისაწვდომი.
დღეს იშვიათი დაავადებების მხოლოდ 5% ს შეესაბამება რაიმე სახის მართვის ან მკურნალობის მედიკამენტი. მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია უახლოეს 10 წელიწადს იშვიათი დაავდებების პრიორიტეტულ წლებად მიიჩნევს და გვთავაზობს სამქმედო გეგმის შემუშავებას. სამედიცინო საზოგადეობა და სახელმწიფოები მზად უნდა იყვნენ ახალი მედიკამენტების გამოსაყენებლად შეთანხმებული გეგმის მიხედვით. შემდეგი ათწლეული კიდევ უფრო მეტ სიახლეს მოიტანს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved