• რეკლამა
  • კონტაქტი
09:27, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს პრემიერის გადაწყვეტილებას ქალაქების ჩაკეტვის შესახებ?

ალია ავტორი - ალია
20:33 04-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

მთავრობის გადაწყვეტილებით 4 დიდი ქალაქი 10 დღით დაიკეტა – თბილისი, ქუთაისი, რუსთავი და ბათუმი. დღის მანძილზე უამრავმა ადამიანმა დატოვა დედაქალაქი – დასავლეთისკენ და აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზები გადატვირთულია.

რა მოხდება, თუ სიტუაცია გართულდა და რეგიონები 10 მაისამდე ჩაიკეტა?

რამდენად არის რეგიონის ინფრასტრუქტურა გათვლილი ამდენი ადამიანის მოვლა-პატრონობაზე? ხომ არ აღმოჩნდება ისე, რომ გავათავისუფლეთ დიდი რესურსის მქონე დიდი ქალაქები და დავტვირთეთ მცირე რესურსის მქონე რეგიონები?

წლების მანძილზე რეგიონში მცირდებოდა მოსახლეობა, მცირდებოდა შტატები, დიდ ქალაქებში იზრდებოდა მოსახლეობა და იზრდებოდა შტატები.

დიდ ქალაქებს, საჭიროების შემთხვევაში აქვთ იმის რესურსი, ჰყავთ იმდენი ძალოვანი მოსამსახურე, რომ აკონტროლონ დისტანციის დარღვევის ფაქტები – რეგიონებს ხალხის ასეთი მასობრივი მატების შემთხვევაში, ფიზიკურად ძალა არ ეყოფათ სოფლების და ქალაქების გასაკონტროლებლად – დასჭირდებათ დამატებითი ძალის გადასროლა თბილისიდან, რომლისთვისაც, ცალკე შენობის გამოყოფა იქნება საჭირო და რაც მთავარია – ამ „გადაწყობას“ დასჭირდება დრო, რომელიც, როგორც მთავრობა გვეუბნება, არ გვაქვს.

დავუშვათ, ავიღოთ ქუთაისი – სადაც, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ჩავიდა. ქუთაისის საავადმყოფოები, მაღაზიები, აფთიაქები, ძალოვანი სისტემა – გათვლილი იყო აქამდე იქ მაცხოვრებელ ადამიანებზე და აღდგომისას რამდენიმედღიან გადატვირთვას უძლებდა – მაგრამ, თუ რეგიონი ჩაიკეტება და ეს ადამიანები იქ დარჩებიან – შეძლებს ქუთაისი მინიმუმ 10 მაისამდე ამდენი ადამიანის მოვლას?

ისედაც, გართულდება ახლა საგანგებო მდგომარეობის დროს, რეგიონში კონტროლი, არ იყო გათვლილი ამდენი ძალოვანი სოფლების გასაკონტროლებლად, მაქსიმუმ კონფლიქტის დროს გამხდარიყო საჭირო – ახლა, დისტანციაც უნდა აკონტროლოს და პლუს დამატებული ამდენი ადამიანი.

ვამბობთ, რომ ეკლესიაში წასვლა ვირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს, პრემიერმა გვითხრა, რომ ბზობას შსს-მ და თავდაცვამ ცუდად იმუშავა – მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში შსს-საც და თავდაცვის ძალებსაც მეტი ადამიანური რესურსი აქვთ. როგორ აპირებენ აღდგომას სოფლების გაკონტროლებას? ეკლესიების? ჩემს სოფელში მაგალითად, იმდენი გზაა სასაფლაომდე და ეკლესიამდე მისასვლელად, რომ ფიზიკურად ვერ გააკონტროლოებს, საპატრულო პოლიციის ის ორკაციანი ბრიგადა, რომელიც მთავარ ქუჩაზე აივლის და ჩაივლის ხოლმე.

და მაშინ, რატომ ვუშვებთ ადამიანებს იქ, სადაც არ გვაქვს კონტროლის ფიზიკური ძალა?

თუ ყველა გზა ტაძრამდე მიდის და თუ მაინც ვერ გავაკონტროლებთ, მაშინ ქალაქების ჩაკეტვას და ხალხის რეგიონებისკენ “გარეკვას” – რა აზრი აქვს?

ამ კითხვაზე სამწუხაროდ, მთავრობას პასუხი არა აქვს, ისევე, როგორც გაუგებარია, რას ემსახურება დედაქალაქის დაცლა. მხოლოდ დედაქალაქშია ვირუსის გავრცელების საფრთხე? განა დედაქალაქი ყველაზე უკეთ არ კონტროლდება? განა სოფლები ყველაზე ცუდად არ კონტროლდებოდა აქამდეც?

განა, შიდაგადაცემის უმრავლესობა რაიონებში არ მოხდა ორმოცებსა და დაბადების დღეებზე? წლისთავებსა და ქორწილებში?

განა, რაიონის საავადმყოფო არ იყო, საიდანაც პაციენტს ვირუსი გადაედო?

აქვს იმის საშუალება რაიონებს, გინდ ექიმის და გინდ ძალოვანის მხრივ – დისტანციები დაიცვას და გავრცელების შემთხვევაში, მოქალაქეთა ამდენად გაზრდილი რიცხვის პირობებში სწრაფად და ეფექტურად იმოქმედოს?   – ამას დრო გვაჩვენებს და გაგვიხარდება, თუ „ალიას“ პროგნოზი არ გამართლდება.

რაც შეეხება მეორე მოდელს – არ ჩაიკეტა რეგიონები და მივეცით დაბრუნების საშუალება – როგორ ვაკონტროლებთ უკან დაბრუნებულებს? – თერმოსკრინინგით? თერმოსკრინინგი უცხოური სიტყვაა და ნიშნავს სიცხის გაზომვას.  ვირუსის მატარებელთა უმრავლესობას კი სიცხე შეიძლება მაღალი სულაც არ ჰქონდეს!

არ დაგავიწყდეთ რომ ეს ქართული პირბადეებიც კი, ჯერ თბილისში დარიგდა და როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა – მოგვიანებით დარიგდება რეგიონებში, იმ რეგიონებში – სადაც ახლა იმაზე მეტი მოქალაქეა, ვიდრე დედაქალაქში!

აქვს თუ არა მთავრობას გეგმა “ბ” იმ შემთხვევაში, თუ რეგიონების ჩაკეტვა მოუწევს და ეს ამდენი ხალხის დატოვებაც რეგიონებში გახდება საჭირო – უცნობია, ამ ეტაპზე გახარიას უწყებას იმაზეც კი არ აქვს “ალიასთვის” პასუხი, რომელი სასაფლაოების ჩაკეტვას აპირებს და როდის.

პ.ს. რაც შეეხება სასაფლაოების ჩაკეტვას – ხელისუფლებას ავიწყდება ერთი მარტივი რამ – სოფლების უმრავლესობაში გზა ისეთ ცუდ დღეშია, სასაფლაომდე მისასვლელი სამანქანო გზა აღარც კი არსებობს ზოგან. სათითაოდ გავლენ და იქ შემმოწმებელი არავინ იქნება.

თამო კეშელავა, „ალია“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved