• რეკლამა
  • კონტაქტი
03:19, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს ეკატერინე ტიკარაძე?

ალია ავტორი - ალია
00:17 04-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა:

„მე ღია ეთერში არ დავასახელებდი რეგიონებს, სადაც განსაკუთრებით ბევრი ხარვეზია. ზოგადად, არ ვარ მომხრე, რომ ჩვენი მოქალაქეები გარკვეული დაშინებით ვმართო და ამან რეგიონში პანიკა გამოიწვიოს. გვაქვს ძალიან ბევრი რეგიონი, სადაც ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს და გვაქვს რეგიონები, სადაც მდგომარეობა მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელია. შეიძლება, ითქვას, რომ მხოლოდ თბილისი, იმერეთი და აჭარაა ის რეგიონები, სადაც გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა და აქედან გამომდინარე, ეს სამი რეგიონი ჩვენთვის არის საყრდენი.

ჩვენ უკვე იანვარში ვიცოდით, რომ ეს არის ვირუსული ინფექცია და მოხდა იმ საავადმყოფოების შემდგომი გადამოწმება, რომლებიც ინფექციის მართვის მოდულში იყვნენ ჩართული. ყველა ეს საავადმყოფო სრულად გადავამოწმეთ და აღვწერეთ თებერვალში, როგორც ფოტომასალით, ასევე დოკუმენტურად. მათ ისევ მიეცათ დამატებითი გაფრთხილება, შემდგომი ვადა გამოსწორებისთვის და ახლა უკვე ვიმყოფებით იმ შემოწმების ფაზაში, როცა ეს ხარვეზები ადგილზე არ უნდა დაგვხვდეს.”

1ტვ.

“ალია” – მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი “არ ცდილობს პანიკის დათესვას”, როგორც თავად ამბობს, ბოლო დღეების მანძილზე მისი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ პანიკას სთესავს. მართალია, მინისტრის პიარი ტელეფონის ზარებს და მესიჯებს არ პასუხობს, ისევე, როგორც მინისტრი, მაგრამ სულ არ სჭირდება მაგის გარკვევას ჟურნალისტთან საუბარი – საკმარისია, სოციალურ ქსელში შეიხედონ რამდენიმე წუთით.

მინისტრი ამბობს, პანიკას არ გამოვიწვევ და არ დავასახელებ იმ რეგიონებს სადაც ძალიან ბევრი ხარვეზია და ასეთი ბევრი რეგიონიაო – მაგრამ იქვე ასახელებს იმ რეგიონებს, სადაც გაცილებით უკეთესი მდგომარეობა და ეს რეგიონებია თბილისი, იმერეთი და აჭარა.

ხოდა, თუ ასახელებ იმ რეგიონებს სადაც უკეთესი მდგომარეობაა – თავისთავად ასახელებ იმათაც, სადაც ცუდი მდგომარეობაა – გვეხუმრებით, ქალბატონო მინისტრო? ხუმრობის ხასიათზე ხართ?

პირდაპირ ამბობთ რომ თბილისის, იმერეთის და აჭარის გარდა, ყველა რეგიონში ცუდი მდგომარეობაა და რას არ ასახელებთ? არ არის ეს დასახელება?

იანვარში ვირუსის მაშტაბები ვიცოდით, თებერვალში კლინიკები შევამოწმეთ და აპრილის შუა რიცხვებში ჯერ კიდევ არ ვიცით, ხარვეზები გამოსწორდა, თუ არაო – და რატომ?

საერთოდ როგორ ვმართავთ სიტუაცია, მართლა უფლის იმედად ვართ, როგორც ვატყობთ.

გუშინ 5 საათზე მთავრობამ გამოაცხადა რომ 15 აპრილს საღამოს 9 საათიდან 4 დიდი ქალაქი ჩაიკეტება – რა მოჰყვა ამას? ადამიანების მასობრივი გადინება დიდი ქალაქებიდან. მით უფრო, რომ 28 საათიანი ფორა მისცა მთავრობამ!

დაწერა დღეს “ალიამ” – მოუმზადებელი ხვდება რეგიონები ამდენი ადამიანების ჩასვლასო – განსაკუთრებით კი, ძალოვნები და მედიცინის მუშაკები – თქვენ ამ მოუმზადებელი რეგიონების შესახებ ჯერ კიდევ იანვარში გქონიათ ინფორმაცია, ხოდა, დღეს მშვიდად უყურებთ, როგორ მიდიან ეს ადამიანები რეგიონებში, სადაც მოუწესრიგებელი გაქვთ კლინიკები?

და თუ შიდა გავრცელება მოხდა და რეგიონები ჩაიკეტა, ეს ადამიანები იქ ჩარჩნენ – როგორ დააწვება იმ მოუწესრიგებელ და ხარვეზებიან კლინიკებს პაციენტები, ფიქრობთ? რამდენს დაუსვამენ ზუსტ დიაგნოზს და რამდენი შიდა გადაცემა მოხდება კლინიკაშივე – პროგნოზი გაქვთ?

აბა, მარტო ეკლესიის კლასტერზე გაქვთ პროგნოზი?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved