• რეკლამა
  • კონტაქტი
15:52, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა როლი შეიძლება ჰქონდეს თურქეთს ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში და რატომაა ეს მნიშვნელოვანი ჩვენთვის? – ბატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:14 03-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
751

ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:

რა როლი შეიძლება ჰქონდეს თურქეთს ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში და რატომაა ეს მნიშვნელოვანი ჩვენთვის?
მართალია, ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის საკითხში ჯერ კიდევ ბევრი რამაა ბუნდოვანი, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ მასში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თურქეთის მონაწილეობა (ამიტომ იყო თურქეთი მიწვეული ლონდონში გამართულ შეხვედრაზე, მაგრამ იქ არ იყვნენ მიწვეულები მაგალითად საბერძნეთი, ბულგარეთი, ბალტიის ქვეყნები, კვიპროსი და ა.შ.) და აი რატომ:
– ანკარას ჰყავს სიდიდით მეორე არმია (პირველი აშშ-ია) ნატოში;
-თურქეთი უშუალოდ რუსეთ-უკრაინის სამეზობლოში მდებარეობს. მის ხელთაა შავი ზღვის კარი (ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები), რომელიც რუსეთის სამხედრო ფლოტისთვის დაკეტა 2022 წელს და დღემდე დაკეტილი აქვს;
– თურქულ ჯარს, ბევრი ევროპული არმიისგან განსხვავებით, აქვს დიდი საბრძოლი გამოცდილება (აგერ გუშინდლამდე იბრძოდა სირიაში);
– ანკარას აქვს ძლიერი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი (მარტო “ბაირაქთარები” რად ღირს. თუმცა, სხვა ბევრ საინტერესო სამხედრო პროდუქციასაც უშვებს);
– თურქეთს აქვს მათ შორის რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების გამოცდილებაც (სირია, ლიბია). თურქეთი დღემდე რჩება ნატოს ერთადერთ წევრ სახელმწიფოდ, რომელსაც ოდესმე ჩამოუგდია რუსული სამხედრო თვითმფრინავი და ეს არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა თურქეთ-სირიის საზღვარზე;
– თურქეთს არ სურს და ეწინააღმდეგება საბჭოთა კავშირის აღდგენას, შესანიშნავად იცის რა, რომ ეს მისთვის ეგზისტენციური საფრთხეა (თავის დროზე ნატოშიც მაგ მიზნით გაწევრიანდა 1952 წელს);
– ისიც უნდა ითქვას, რომ ანკარას ნორმალური ურთიერთობა აქვს მოსკოვთან. თუმცა, ეს მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთოებებს ეხება და სამხედრო სფეროში რამე სერიოზულ თანამშრომლობაში არ გადაზრდილა (თუ არ ჩავთვლით ერთხელ ნაყიდ S-400-ებს, რომლებიც თურქებს საჰაერო თავდაცვის სისტემაში არც კი ჩაურთვიათ);
– თურქეთი შეჩვეულია კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმებს და არ სურს დიდ გამოწვევებთან (და ეს მხოლოდ რუსეთს არ ეხება) მარტო დარჩენა;
– თურქეთში (ინჯირლიქის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე) განლაგებულია 50 ბირთვული ქობინი. მართალია, ისინი აშშ-ს ეკუთვნის, მაგრამ ამერიკელებს ისინი იქიდან ვერ გააქვთ. დიპლომატიურად რომ ვთქვათ, გატანის მცდელობისას “ტექნიკურ” პრობლემებს აწყდებიან ხოლმე.
რას ითხოვს ან რას ელის ანკარა ამ ახალ არქიტექტურაში მონაწილეობის სანაცვლოდ?
ის ელის ევროკავშირში გაწევრიანებას. გაწევრიანების პროცესი კი, ჩვენი არ იყოს, გაყინული აქვს და ეს ამბავი არახალია, წლების წინ მოხდა.
დათმობს ამას ევროპა? ამ კითხვას ალბათ ევროპელმა ლიდერებმა უნდა უპასუხონ.
ჩვენთვის კი ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება ამ ახალ გაერთიანებაში თურქეთის მონაწილეობა, როგორც მისი ნატოში წევრობაა: მასთან გვაქვს საერთო საზღვარი და რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში პირველი ვინც შეიძლება ჩვენ დასახმარებლად პირველი მოვიდეს, სწორედ თურქეთია.
როცა ზომით პატარა ქვეყანა ხარ, შორიდან წამოსულმა ჯარებმა შეიძლება ფიზიკურად ვერ მოგისწრონ. ამიტომ ჩვენ ინტერესშია და ვგულშემატკივრობთ ამ ახალ გაერთიანებაში თურქეთის მონაწილეობას.
შეიძლება იყოს map გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved