ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის დროს ორსულებისათვის რეკომენდაციებს აქვეყნებს.
COVID-19-ის გავრცელების შესამცირებლად:
- ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით სულ მცირე 20 წამის განმავლობაში ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით;
- დაიცავით რესპირაციული ეტიკეტი: ხველის ან ცემინებისას აუფარეთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ხელსახოცი გამოეყენებისთანავე სანაგვე ურნაში მოათავსეთ და დაიბანეთ ხელები;
- დაუბანელი ხელები არ შეეხოთ თვალებს, ცხვირსა და პირს;
- მაქსიმალურად შეზღუდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტი;
- გაიკეთეთ პირბადე ექიმთან ვიზიტისას ან/და სხვა ადამიანების გარემოცვაში ყოფნისას;
- არ გამოტოვოთ გეგმიური ვიზიტები ორსულობის და შემდგომ პერიოდში;
- ორსულობის დროს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაგეხმარებათ თქვენი და თქვენი შვილების დაცვაში;
- თუ ხართ COVID-19-ით ინფიცირებული და ექიმებთან გეგმიური ვიზიტი გიწევთ, წინასწარ დაუკავშირდით სამედიცინო დაწესებულებას და გააფრთხილეთ თქვენი სტატუსის შესახებ;
- გადაუდებელი სამედიცინო დახმარებას საჭიროებისას დაუკავშირდით 112-ს და გააფრთხილეთ ოპერატორი, რომ COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევა ხართ.
კომენტარები