• რეკლამა
  • კონტაქტი
00:51, სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ქონებით მიდის ვახტანგ გომელაური შს სამინისტროდან?

ალია ავტორი - ალია
13:47 05-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,387

Bm.ge დაინტერესდა, რა ქონებით მიდის „ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მინისტრი თანამდებობიდან. როგორც ჩანს, ვახტანგ გომელაურს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2024 წლის 24 ივნისს აქვს შევსებული.

დეკლარაციაში მითითებული ქონების მიხედვით, მას თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე 200,7 კვ.მ ფართობის ბინა 2022 წელს, 542 000 ლარად აქვს ნაყიდი. მის მეუღლეს, ნინო კუდუხაშვილს კი ტაბახმელაში, 2001 კვ.მ საცხოვრებელი სახლი 123 717 ლარად აქვს ნაყიდი. ჩუქებით კი მიღებული აქვს მიწის ნაკვეთი თიანეთის რაიონის სოფელ გორანაში (1422 კვ.მ) და აგარაკი ამავე სოფელში (1088 კვ.მ).

საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაურს დეკლარაციაში მითითებული აქვს სესხის ანგარიში 188 ათასი ლარის ოდენობით, ასევე სახელფასო და მიმდინარე ანგარიშები, რომლებზეც 50 ათას ლარამდე თანხა აქვს განთავსებული. დეკლარაციის თანახმად, ვახტანგ გომელაური სახლში ნაღდი ფულის სახით ინახავს 7,400 დოლარს და 18 000 ლარს.

2023 წელს მას მინისტრის პოსტზე აღებული აქვს 96 788,76 ლარის ოდენობის ხელფასი.

ვახტანგ გომელაური შს მინისტრის პოსტს 2019 წლის 8 სექტემბრიდან იკავებდა. ის მაშინ ამ პოზიციაზე მეორედ დაინიშნა. მანამდეც, 2015 წელს დაახლოებით რვა თვის განმავლობაშიც იყო შს მინისტრი. შემდეგ 2015 წლის 1 აგვისტოს სუს-ის უფროსად დაინიშნა. 2015 წლამდეც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში, კერძოდ, 2013-2015 წლებში იკავებდა ჯერ მინისტრის მოადგილის, შემდეგ კი პირველი მოადგილის პოზიციას. 2003-2013 წლებში კი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში. დამთავრებული აქვს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია.

თეგები: ვახტანგ გომელაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით

13:49 12-15-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved