• რეკლამა
  • კონტაქტი
06:50, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ქონებით გადავიდა პარლამენტიდან “ოცნების” მინისტრთა კაბინეტში გივი მიქანაძე?

ალია ავტორი - ალია
18:23 06-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,923

გივი მიქანაძემ “ოცნების” პარლამენტიდან, სადაც განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლა და განათლების სამინისტრო ჩაიბარა.

გივი მიქანაძის მიერ 2025 წლის მარტში შევსებული ქონებრივი დეკლარაციით, მისმა 2024 წლის ჯამურმა შემოსავალმა 85 000 ლარს გადააჭარბა.

“ოცნების” დეპუტატის ძირითადი შემოსავალი პარლამენტში მუშაობიდან მიღებული ხელფასი 53 449 ლარი იყო. გარდა ამისა, ის ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში და მიიღო 18 090 ლარი, ხოლო მიწვეული სპეციალისტის სტატუსით ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში — 13 266 ლარი.

დამატებით, გივი მიქანაძემ მიიღო:

  • 5 150 ლარი ჰონორარის სახით — სახელმძღვანელოს თანაავტორობისთვის,
  • 6 800 ლარი — სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის.

მის საკუთრებაშია რამდენიმე უძრავი ქონება:

  • აგარაკი დმანისში, სოფელ ბოსლებში — მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები (150 კვ.მ საცხოვრებელი სახლი + 30 კვ.მ დამხმარე ნაგებობა), შეძენილი 2021 წლის 16 აპრილს; საერთო ღირებულება — 70 000 ლარი.
  • მიწის ნაკვეთი დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოსლებში — შეძენილი 2021 წლის 16 აპრილს, 1 500 აშშ დოლარად.
  • მიწის ნაკვეთი ლანჩხუთში, სოფელ არჩეულში, თამაზ ტყეშელაშვილის ქ. N22 — შეძენილი 2024 წლის 30 ივლისს, 8 400 ლარად.

ასევე, მეუღლის — ნინო მიქანაძის სახელზე რეგისტრირებულია:

ბინა თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე 55.6 კვ.მ — შეძენილი 2025 წლის 22 იანვარს, 44 480 აშშ დოლარად. საცხოვრებელი ფართი ჯერ მშენებარეა და ჩაბარება 2026 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

მოძრავი ქონებიდან, მიქანაძეს ფლობს:

Toyota Highlander — შეძენილი 2023 წლის 22 აპრილს, 24 500 აშშ დოლარად.

დეპუტატის საბანკო ანგარიშებზე, მისი და ოჯახის წევრების სახელზე არსებული ნაშთების ჯამი

14,871.99 დოლარს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ მის სახელზე დეკლარაციის შევსების მომენტში ფიქსირდებოდა American Express-ის საკრედიტო ბარათი, მიმდინარე დავალიანებით — 10 006 ლარი. (ბიემჯი)

თეგები: გივი მიქანაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved