• რეკლამა
  • კონტაქტი
05:24, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ქონებას ფლობს პრემიერობის ახალი კანდიდატი დეკლარაციის მიხედვით?

ალია ავტორი - ალია
20:30 02-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივი დეკალარცია 2020 წელს შეავსო.

რა ქონებას ფლობს პრემიერობის ახალი კანდიდატი?

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 2015 წელს დატოვა, 2019 წელს კი თავდაცვის მინისტრად დაბრუნდა.

როგორც მის მერ შევსებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, პრემიერობის კანდიდატი ფლობს:

121,8 კვ.მ ბინას და 16 კვ.მ ავტოფარეხს თბილისში, რაშიც 2009 წელს ჯამში 110 000 ლარი გადაიხადა.

ასევე, 2011 წელს შეძენილ 170 კვ.მ და 159 კვ.მ ბინებს, 38 კვ.მ და 11 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართებს თბილისში, მოსეშვილის ქუჩაზე, რომელთა ჯამური ღირებულება 432 700 ლარს შეადგენს.

დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა აუდი A8 (გამოშვების წელი 2019), რაშიც 75 620 ევრო გადაიხადა.

რაც შეეხება მისი ოჯახის წევრების საკუთრებას, ირაკლი ღარიბაშილის მეუღლის, ნუნუ თამაზაშვილის სახელზეა 1530 კვ.მ მიწის ნაკვეთი ბაკურიანში, რომელიც 2019 წელს სასესხო ხელშეკრულებით 76 500 აშშ დოლარად შეიძინა.

ასევე, ნუნუ თამაზაშვილის სახელზეა მსუბუქი ავტომანქანა RANGE ROVER VELAR (გამოშვების წელი 2018), რომლის ღირებულება 46 000 ევროს შეადგენს.

ირაკლი ღარიბაშვილი ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა, „ქართუ ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე – 2333 ლარს; საბარათე ანგარიშზე – 1029,95 ლარს, 26,17 აშშ დოლარს, 131,51 ლარს და 29 აშშ დოლარს. ხოლო დანაზოგის სახით, 40 000 ლარს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშილს თავდაცვის მინისტრის პოსტზე, 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ხელფასის სახით აღებული აქვს 19 102 ლარი.

ხოლო, 2019 წლის იანვრიდან, გასული წლის აგვისტოს ჩათვლით შპს ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩეველის პოსტზე – 240 776 ლარი.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved