• რეკლამა
  • კონტაქტი
06:22, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ქონებას ფლობს და როგორია ტიკარაძის ფინანსური მდგომარეობა მინისტრობის 1 წლის თავზე

ალია ავტორი - ალია
17:17 09-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ნახევარ წელიწადში ამ პოსტზე 32 250 ლარი შემოსავალი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ტიკარაძე მინისტრის თანამდებობას 2019 წლის ივნისიდან იკავებს. მანამდე ის საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკური გაერთიანების გენერალური დირექტორი იყო, სადაც 2019 წლის 1-ელ ნახევარში მისმა შემოსავალმა – 67 214 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, ამავე პერიოდში ააიპ „დოსტაქარის” აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე შემოსავლის სახით 23 112 ლარი მიიღო.

2020 წლის 31 აგვისტოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ტიკარაძე ფლობს 760 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში, რომელიც 2009 წელს 110 000 დოლარად შეიძინა.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ტიკარაძეს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე – 18 189 ლარი ჰქონდა. ამასთან, დეკლარაციის თანახმად, მინისტრი შპს ROOM 404-ის 50%-იანი წილის მფლობელი იყო, რომლის საქმიანობითაც გასულ წელს 1 444 ლარის შემოსავალი მიიღო. ამავე დეკლარაციაში მითითებულია, რომ ტიკარაძემ წილი გაასხვისა, თუმცა გარიგების შედეგად მიღებული შემოსავალი 0 ლარია.

ტიკარაძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე დეკლარაციის მიხედვით, ფლობს 1611 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ცხვარიჭამიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც 2016 წელს 11 000 დოლარად შეიძინა. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი mercedes G, toyota camri და 2 მოტოციკლეტი, მათგან ერთ-ერთი 2020 წელს 9 ათას დოლარად აქვს შეძენილი. მასვე საბანკო ანგარიშებზე 804 ლარი და 250 დოლარი ჰქონდა. მინისტრის მეუღლე არის შპს „ჰაუსფაქტორის” 34,4%-იანი და შპს „ავტოექსპერტიზის” 17%-იანი წილის მფლობელი, თუმცა, მათი საქმიანობით შემოსავალი არ მიუღია. ასევე დეკლარაციაში მითითებულია, რომ მას ეკავა შპს „სადა საქართველოს” დირექტორის პოზიცია, ხოლო შპს „ავტოექსპერტიზის” მენეჯერის პოზიციაზე 2019 წლის 1-ელ 10 თვეში შემოსავლის სახით 18 509 ლარი აქვს მიღებული.

bpn.ge

თეგები: ეკატერინე ტიკარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved