• რეკლამა
  • კონტაქტი
11:22, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა პოზიცია ეკავა დასავლეთს, როდესაც 2008 წელს რუსეთი საქართველოს ბომბავდა – „ალიას“ არქივიდან

„საქართველოს ომი: გაკვეთილი იმისა, თუ როგორ სჭირდება ამერიკას რუსეთი“

ალია ავტორი - ალია
21:50 03-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,428

რას წერდა უცხოეთის პრესა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს – „ალიას“ სარქივიდან –  2008 წლის 10 აგვისტოს გაზეთი „ალია“

ამერიკა საქართველოს არ დაეხმარება?! – „ჰერალდ ტრიბუნი“. 10 აგვისტო

 

წამყვანი ამერიკული გამოცემები კვირას, ძირითადად, რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ამერიკის რეაქციაზე იყვნენ ორიენტირებულები. გამოცემები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ  არც ამერიკა და არც ნატო საქართველოს სამხედრო დახმარებას არ გაუწევს, რადგან ეს რუსეთთან სხვა გლობალურ საკითხებში მოლაპარაკების კატასტროფის ტოლფასი იქნება. „ჯორჯ ბუშის სახე, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს ელაპარაკებოდა მაშინ, როცა რუსები საქართველოს ტერიტორიებს ბომბავდნენ, იძლევა რეალურ წარმოდგენას რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობებზე“, – წერს გაზეთი „ჰერალდ ტრიბუნი“ სტატიაში სახელწოდებით: „საქართველოს ომი: გაკვეთილი იმისა, თუ როგორ სჭირდება ამერიკას რუსეთი“. „მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა საქართველოს თავის ყველაზე სერიოზულ მოკავშირედ მიიჩნევს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, ვაშინგტონს ზომაზე მეტად სჭირდება რუსეთი, განსაკუთრებით ისეთ სერიოზულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის ირანის საკითხი. ამერიკა ვერ გარისკავს ყველაფრით საქართველოს გამო“, – წერს გამოცემა. სახელმწიფო დეპარტამენტის ჩინოვნიკებმა გარკვევით განაცხადეს, რომ ომში ამერიკის სამხედრო ჩარევის შანსები ნულის ტოლფასია. ამერიკის პრეზიდენტი იყენებს მკაცრ ფორმულირებებს და რუსეთისგან დაბომბვის შეწყვეტას მოითხოვს. კონდოლიზა რაისმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა მოსთხოვა რუსეთს, მაგრამ ამის საპასუხოდ რა გააკეთა პუტინმა? მან პეკინის ოლიმპიადაზე საფრანგეთის პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის, უარი განუცხადა, როცა სარკოზიმ რუსეთს სამხედრო ოპერაციაზე ხელის აღება სთხოვა. „ეს იყო ძალიან, ძალიან სერიოზული და მკაცრი შეხვედრა – წერს „ჰერალდ ტრიბუნი“. როგორც დასავლური გამოცემა აღნიშნავს, პუტინმა განაცხადა: „ჩვენ ვაპირებთ, საქართველოს ყველაფერზე პასუხი ვაგებინოთ. ჩვენ მივაღწევთ სამართლიანობას“. ბუშის ადმინისტრაციის ჩინოვნიკების განცხადებით, მსოფლიოს და მათ შორის, ამერიკას, ნაკლები ბერკეტები აქვთ, რომ რუსეთის ქმედება გააკონტროლონ და მით უმეტეს, აღკვეთონ. ამჟამად, ბუშის ადმინისტრაციის წინაშე დგას ამოცანა: ღირს კი საქართველოს დახმარება, როცა რუსეთის ზურგს უკან ირანის ბირთვული პრობლემის მოგვარება დგას? გავრცელებული ინფორმაციით, ამერკას, ალბათ, პრიორიტეტების არჩევა მოუწევს. „ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს დახმარება იარაღით და ბევრი სხვა რამითაც, საქართველოს ჯილდოა ერაყში დახმარებისთვის“. თუმცა ამერიკამ და ევროპამ მოსკოვს კოსოვოთი აგრძნობინეს, რომ მან სწორედ ახლა უნდა მიიღოს განსაკუთრებული ზომები, რათა მსოფლიოში ისევ გაძლიერდეს. რუსეთის აგრესია ამერიკის, ერაყისა და ავღანეთის პარალელურად იზრდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიტუაციას მოსკოვი მბრძანებლობს, – აცხადებენ ბუშის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები და დასძენენ: „ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ჩავიყენეთ თავი, როცა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ გაჩუმებულები ვართ“.

 

 

რუსეთის ჩანაფიქრი – „ვაშინგტონ პოსტი“. 10 აგვისტო

 

მეორე ავტორიტეტული გამოცემა, „ვაშინგტონ პოსტი“, სტატიაში: „ამერიკა რუსეთს კრიზისის ესკალაციისთვის აკრიტიკებს“, წერია, რომ ძნელია გაიგო რუსეთის ჩანაფიქრები. იმის გამო, თუ ვინ გაისროლა პირველმა, შესაძლოა, უსასრულოდ ვარკვიოთ. თუმცა რუსეთის რეაქცია ძალიან და ზომაზე მეტად არაპროპორციულია. როგორც ამერიკელი ინკოგნიტო ჩინოვნიკი აცხადებს, „ამერიკა კონკრეტულად არაფერზე ფიქრობს ახლა და მისი ყველა ქმედება არ გასცილდება საერთაშორისო დიპლომატიის ჩარჩოებს. იგივე ჩინოვნიკი აცხადებს, რომ ამერიკა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნები ჯერ კიდევ მსჯელობენ და განიხილავენ, „რა რეაქცია უნდა იქონიონ ამ ყველაფერზე“. ის არ ფიქრობს, რომ საქართველოს კონფლიქტი, შესაძლოა, უფრო ფართომასშტაბიანი გახდეს, რადგან ეს ძალიან ლოკალიზებული კონფლიქტია, რომელიც საქართველოში დემოკრატიის ექსპერიმენტის პანაცეას უფრო ჰგავს“, – წერს გამოცემა. „ვაშინგტონ პოსტის“ მიხედვით, ჯერჯერობით, სტრატეგიაზე მუშაობა მიდის, ხოლო მზა ვარიანტები რუსეთის წინააღმდეგ არ მიუღიათ. აშშ-ს ადმინისტრაციაში ბევრი აცხადებს, რომ ამერიკის მხრიდან სამხედრო დახმარების არაღმოჩენის მიზეზი ის არის, რომ რუსეთს არ უნდა საქართველოს ნატოში შესვლა, ამერიკას კი ამ მიმართულებით არაფრის გაკეთება არ შეუძლია“.

გავრცელებული ინფორმაცით, რუსეთმა უარი განაცხადა ამ კონფლიქტში ნებისმიერი ქვეყნის შუამავლობაზე. რუსეთი საქართველოს ქმედებას გენოციდს უწოდებს. მანვე აღნიშნა, რომ საომარ მოქმედებებში დამნაშავე საქართველოა.

 

საომარი კონფლიქტი – თვითმკვლელობა საქართველოსთვის? – „დი ველტი“. 10 აგვისტო

 

გერმანული გამოცემა „დი ველტი“ წერს, რომ აფხაზეთი მზად არის, მეორე ფრონტი გაიხსნას საქართველოში. საერთაშორისო წესების მიხდევით, სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში შედის. ასე რომ, ეს ომი საქართველოს შინაური პოლიტიკის სფეროა. საერთაშორისო წესების მიხდევით, ასევე დაუშვებელია კონფლიქტური რეგიონის ომით დაბრუნება. მსოფლიოში საქართველოს არაერთხელ აფრთხილებდნენ, რომ არ გამოეყენებინა სამხედრო ძალა. რამდენად დიდია ამ ომის გაფართოების საფრთხე? გამოცემა აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ადევნებდნენ თვალ-ყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, რაზეც უკვე დიდი ხანია, ეჭვობდა მსოფლიო და ეშინოდა სიტუაციის ასე განვითარების. მსოფლიო ახლა ახალი ომის და ახალი გადანაწილების საზღვარზე დგას და ეს ყველამ ერთად უნდა აიცილოს თავიდან. საერთაშორისო არენაზეც ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფართომასშტაბიანი ომი არ მოხდეს. ახლა რუსეთს ისევ გაუჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოზე ძველი გავლენა აღადგინოს. აუცილებელია ავხსნათ, რომ საქართველოსთვის ომის გზით პრობლემის მოგვარება თვითმკვლელობის ტოლფასია. სამხრეთ ოსეთი მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს მეორე კონფლიქტურ ზონასთან – აფხაზეთთან. აფხაზეთიც საომარ მდგომარეობაში იმყოფება და პატარა ნაპერწკალს ელოდება.

 

 

ვინ დაარღვია წონასწორობა? – „ლა სტამი“. 10 აგვისტო.

 

როგორც ფრანგული გამოცემა „ლა სტამი“ წერს, ვაშინგტონის მხარდაჭერა საქართველოსთვის გამოიხატა იმით, რომ სამხრეთ ოსეთზე საომარი მოქმედება განხორციელებულიყო, – აცხადებს ამერიკელი ექსპერტი, მარშალ გოლდმანი, რომელიც მოსკოვის პრობლემებზეა ორიენტირებული ჰარვარდის უნივერსიტეტში. ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს გადაწყვეტილებამ საომარი დარტყმის შესახებ ამერიკის გაოცება ნამდვილად არ გამოიწვია. არ არსებობს იმის ეჭვი, რომ ამერიკის მხრიდან საქართველოს დახმარება ამ ქვეყანას პოლიტიკურ და სტრატეგიულ გარანტიებს შესძენს, – წერს ფრანგული გამოცემა, – ეს კი საქართველოს მთავრობას ომის გაგრძელების საშუალებას მისცემს. თუმცა ბოლოს განვითარებული მოვლენების მიხედვით, ამერიკის ეს მხარდაჭერა გადამწყვეტი ფაქტორი სულაც არ ყოფილა. ძნელია იმის თქმა, რომ თეთრმა სახლმა სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებები მოიწონა, მაგრამ ეს წინასწარ ცნობილი ნამდვილად იყო. არავისთვის არის უცხო, რომ ახლა სასწორზე დევს არა მარტო პოლიტიკური და რელიგიური, არამედ ეკონომიკური ინტერესები. საქართველო აშენებს გაზსადენს, რომელიც თურქეთს აზერბაიჯანთან შეაერთებს, რუსეთი კი ვერ შეურიგდება იმას, რომ თავისი მონოპოლია დაირღვეს ბუნებრივ გაზზე. ამიტომ, ბოლო დროს, მეზობელ ქვეყანაზე ზეწოლა გაძლიერდა და პიკს მიაღწია. რუსეთმა სწორად შეარჩია დრო, როცა მსოფლიოს ყურადღება სულ სხვა მოვლენებისკენ იყო მიმართული. ფრანგული გამოცემის მიხედვით, საქართველოს მომავალი ძალიან მკაცრი იქნება! და ეს იქნება დამოკიდებული იმ დახმარებაზე, რომელიც მოსკოვს აქვს ენერგეტიკულ ასპექტში. იტალია რუსეთისგან იღებს გაზის 30 პროცენტს, გერმანია კი – 40 პროცენტს. ამ მოწოდებების შეწყვეტა კი მშვენიერი დიპლომატიური ბერკეტია მოსკოვის ხელში ევროპასთან სასაუბროდ. მეორე მხრივ, თუ ამერიკა საქართველოს მხარს დაუჭერს სერიოზულად, წონასწორობა ისევ აღდგება.

 

 

რუსული იარაღის საიდუმლო გზა – „დელა სერა“. 10 აგვისტო.

 

როგორც დასავლური გამოცემა „დელა სერა“ წერს, როკის გვირაბი არის ის მთავარი არტერია, რომლითაც რუსული ჯარები იარაღით მარაგდება. ოთხკილომეტრიანი გვირაბი, რომელიც მთებში სამი ათას მეტრზე მდებარეობს, უკვე გადმოლახეს რუსეთისგან სპეციალურად მობილიზებულმა „მოხალისე კაზაკებმა“. საქართველო ადრეც ტეხდა განგაშს, რომ როკის გვირაბს პატრონი გამოსჩენოდა და მხოლოდ რუსეთს თვითნებურად არ ესარგებლა, რასაც ამერიკაც მხარს უჭერდა, მაგრამ მოსკოვის რეაქცია ასეთი იყო, რომ მაშინ ის გააკონტროლებდა ამერიკის ტვირთებს საქართველოსკენ, რომელიც ფოთის პორტით შემოდიოდა. როცა რუსეთ-საქართველოს ომი უმწვავეს ფაზაში შევიდა, ანალიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ თბილისის მოქმედებებს ორი მიმართულება ჰქონდა: როკი და ცხინვალი… და ორივე მიმართულებამ მარცხი განიცადა, ქართული მხარის შეზღუდული რესურსების გამო. ამ დროს კი რუსეთი უკვე დიდი ხანია, ამჟღავნებდა, რომ ბრძოლისთვის აბსოლუტურად მზად იყო. სულ რამდენიმე საათის განმავლობაში კრემლმა საქართველოსკენ თავისი ტანკები გადმოისროლა, მერე კი საჰაერო-სადესანტო ძალები მოაყოლა. მეორე ფრონტი აფხაზეთია, სადაც აფხაზები უკვე უტევენ ქართველებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved