• რეკლამა
  • კონტაქტი
12:50, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ფორმით და როგორ გაათავისუფლებენ გიორგი რურუას პატიმრობიდან?

ალია ავტორი - ალია
16:55 05-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

„მთავარი არხის“ დამფუძნებელს, გიორგი რურუას საპატიმრო ღონისძიებას შინაპატიმრობით შეუცვლიან. რამდენადაც რურუა ჯერ მსჯავრდებული არაა და მას პრეზიდენტი ვერ შეიწყალებდა პოლიტიკური ლიდერების, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას მსგავსად, ხელისუფლების, უფრო კონკრეტულად კი, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის სქემით, მას წინასწარი პატიმრობიდან სწორედ ამ ფორმით გაათავისუფლებენ და ელექტრო სამაჯურით სახლში „ჩასვამენ“. 

როგორც „2020NEWS“-ის წყარო აცხადებს, ამ ნაბიჯით, მმართველი ძალა საერთაშორისო არენაზე სკანდალს ჩააცხრობს, რადგან რურუას სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მისი ბრალეულობა დადასტურებული არაა, რომ რაიმე ფორმით მის სრულ გათავისუფლებაზე იყოს საუბარი. 

მედიამფლობელის გათავისუფლების ფორმა ნაპოვნია – ჯერი განხორციელებაზეა

როგორც უკვე ცნობილია, გიორგი რურუა აუცილებლად გასათავისუფლებელია პატიმრობიდან, რადგან იმ 4 პოლიტპატიმარშია, რომელთა გათავისუფლებაზე 8 მარტს ხელისუფლება-ოპოზიციას შორის მოხდა შეთანხმება – ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების თანდასწრებით. „მთავარი არხის“ დამფუძნებლის გათავისუფლების გარეშე კი, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობის მიღებას არც ოპოზიცია აპირებს. 
„გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე, არავინ იოცნებოს, რომ ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს, რაიმე საკონსტიტუციო ცვლილებებში ან სახელისუფლებო მანიპულაციებში“ , – ამის შესახებ ,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა და დაანონსა კიდეც, რომ დღეს, მისი პარტიის ოფისში ოპოზიცია რურუას საკითხთან დაკავშირებით შეიკრიბება.

„2020NEWS“ რურუას სამართლებრივი სიტუაციის შესახებ უკვე წერდა. არსებობს მისი სრულად გათავისუფლების სამი ვარიანტი, რომელთაგან ხელისუფლებას არცერთი აწყობს: 

1. რურუას გათავისუფლება გაიწელება მანამდე, ვიდრე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და ვიდრე არ მიუსჯიან, ანუ წაყენებულ ბრალში დამნაშავედ არ ცნობენ. აი, შემდეგ უკვე პრეზიდენტს მისი შეწყალება შეეძლება.

2. შეიძლება გათამაშდეს მეორე ვარიანტიც, ანუ ის წაყენებულ ბრალში სწორედ სასამართლო განხილვის დროს გამართლდეს.

3. მესამე ვარიანტი, თავად რურუამ უნდა აღიაროს დანაშაული და საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს მასთან, რაც ასევე ნაკლებად სავარაუდოა. “მთავარი არხის“ დამფუძნებელიც და მისი დაცვის მხარეც აცხადებენ, რომ რურუას იარაღი ჩაუდეს. თუმცა, საპროცესო შეთანხმება, რურუას გათავისუფლების პროცესს დროში აღარ გაწელავს.

თეთრი სახლის ჭერში შემონახული სანქციები სანქციის წილ 

მოკლედ, დროებითი თავისუფლებისა და უკმაყოფილების ჩაცხრობის ფორმა უკვე მოიძებნა. ახლა განხორციელების ჯერია. დღეს რურუას სასამართლო პროცესი იმართება. 
პროცესი კარგა ხანია, საგანგებო მდგომარეობის გამო, ონლაინჩართვის რეჟიმში იმართება. 

დაცვის მხარემ უკვე ორჯერ დააყენა რურუასთვის პატიმრობის ღონისძიების გაუქმების საკითხი, თუმცა ორივეჯერ უარი მიიღო მოსამართლისგან.

ერთ შემთხვევაში, მარტში, დაცვის მხარე რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა იმ მოსაზრებით, რომ მედიამფლობელის დაკავების დროს, ვაკის სასაფლაოსთან მისი ჩხრეკა არ ჩატარებულა. გამოკითხული პოლიციელი ლევან ადეიშვილი, რომელმაც რურუა დააკავა, ყველა კითხვაზე პასუხობდა „არ ვიცი, არ მახსოვს“ და ადვოკატების მტკიცებით, ამ დაკითხვისას დადასტურდა, რომ დაკავების მომენტში რურუას იარაღი არ ჰქონდა. დაცვის მხარის შუამდგომლობის მიუხედავად, მოსამართლემ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი პატიმრობაში დატოვა. 

მეორე შემთხვევაში, ადვოკატები იმიტომ ითხოვდნენ მედიამფლობელის გათავისუფლებას პატიმრობიდან, რომ პროცესზე ყველა მოწმე უკვე გამოკითხა და განსასჯელის მხრიდან მოწმეებზე ზეწოლა შეუძლებელი იყო. ამასთანავე, საგანგებო მდგომარეობის პირობებში მიმალვის რისკიც ფაქტობრივად, განულებული იყო და თანაც რურუას აქვს ქრონიკული დაავადება. ადვოკატების განცხადებით, ციხეში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების შემთხვევაში, პატიმრის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა. მოსამართლემ დაცვის მხარის არგუმენტები არ გაიზიარა და რურუა აპრილის ბოლოსაც პატიმრობაში დატოვა. 

ახლა კი, როცა პოლიტიკური გადაწყვეტილება მმართველ ძალას მიღებული აქვს, წინ აღარაფერი უდგას იმასაც, რომ ადვოკატებმა ხელახლა მოითხოვონ გიორგი რურუასთვის საპატიმრო ღონისძიების შეცვლა სასამართლო პროცესის დასრულებამდე. მოსამართლის თანხმობას, დიდი ალბათობით, ამჯერად ისინი უკვე მიიღებენ. 

შეგახსენებთ, გიორგი რურუას წაყენებული აქვს შემდეგი ბრალი, რომელზეც დაცვის მხარე აცხადებს, რომ შეთითხნილი და ტყუილი ბრალდებაა, მაგრამ ის საკმაოდ მძიმედ გამოიყურება: 
გიორგი რურუა 18 ნოემბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს. 

2020ნიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved