• რეკლამა
  • კონტაქტი
16:21, ორშაბათი, 16 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ორ ვარიანტზე საუბრობს ვალერი გელბახიანი – „სააკაშვილი ციხეში იქნება, უკრაინაში, თუ, ჯვარი სწერია და, მიწაში, მაინც დაამარცხებს ივანიშვილს!“

ალია ავტორი - ალია
21:25 02-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,942

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება იურისტი, სააკაშვილის ადვოკატი ვალერი გელბახიანი.

– ბატონო ვალერი, თქვენ სააკაშვილის საქმეში ღრმად ჩახედული ხართ და გჯეროდათ, რომ მას  გადაუვადებდნენ  სასჯელის მოხდას და უცხოეთში სამკურნალოდ წასვლის ნებას მისცემდნენ. თუმცა, მოსამართლე გიორგი არევაძემ ეს არ გააკეთა, რისი მოლოდინიც უმეტესობას გვქონდა. რატომ დატოვეს სააკაშვილი პატიმრობაში? რა არის ხელისუფლების მიზანი?  სამართლინობის აღსრულება და კანონის დაცვა, როგორც თავად აცხდებენ თუ სხვა რამ?

– პირველ რიგში, ვიტყვი, რომ როგორი წინათგრძნობაც არ უნდა მქონოდა, მე ადვოკატი ვარ, სამართლის სფეროში მიწევს საქმიანობა. მე რომ ვთქვა, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, მაშინ რაღა მინდა იმ სასამართლოში?! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თუმცა, როდესაც პოლიტიკა სჯაბნის სამართალს,  მერე ეს ხდება, რაც მოხდა. ეს იყო კონკურენცია  სამართალსა და ზეწოლას, ძალადობას შორის. ზეწოლამ და ძალდობამ გაიმარჯვა, არასამართლიანმა გადაწყვეტილებამ გაიმარჯვა. ახლა რა მოხდება და რას ვაპირებთ. პირველ რიგში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გვასაჩივრებთ სააპელციოში. ასევე, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე – სააკაშვილისთვის  სასჯელის გადავადებაზე. თუ სააპელაციომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, იმასაც გავასაჩივრებთ სტრასბურგში. იმედია, სტრასბურგში მაინც  გაიმარჯვებს სამართალი.

– ცენტრ „ემპათის“ ხელმძღვანელმა, ექსპერტმა  მარიამ ჯიშკრიანმა დაახლოებით ასეთი რამ თქვა – ხელისუფლებას სურს,  სააკაშვილი იქამდე მიიყანოს, რომ ფსიქიკური პრობლემები შეექმნას და შურაცხადად გამოაცხადონო. 

– კი,  მართალია მარიამ ჯიშკარიანი. ზუსტად  ეგ არის ხელისუფლების მიზანი. უნდათ, რომ მიხეილ სააკაშვილი მოხვდეს ფსიქიატრიულ კლინიკაში, გიჟად გამოაცხადონ და მერე თქვან, რომ გიჟია და გიჟებისთვის გარეთ ადგილი არ არის, მისი გარეთ ყოფნა მისთვისაც და საზოგადოებისთვისაც საფრთხის შემცველიაო, ეს ერთი ვარიანტია. მეორე ვარიანტი ის არის, თუ დაინახეს, რომ მიშას ჯანმრთელობის მდგომრეობა უკიდურესად კრიტიკული გახდა, სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე იქნა, მერე დაგვაბრალებენ ყველაფერს, ადვოკატებს, ოჯახის წევრებს, რომ ჩვენ მივიყვანეთ ამ მდგომარეობამდე, ჩვენ და ყველას დაგვაბრალებენ, გარდა ექიმებისა. ამით მოიშორებენ, როგორც პოლიტიკურ მიწინააღმდეგეს, გაანეიტრლებენ.  ეს საბჭოთა კგბ–ს ცნობილი მეთოდია, სხვა არაფერი. ვინც საბჭოთა რეჟიმს ებრძოდა, უმეტესობას გიჟად აცხადებდნენ და  ფსიქიატრიულ კლინიკებში ამწყდევდნენ.

– მაშინ გამოდის, რომ ხელისუფლებს ეშინია სააკაშვილისა, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ, კომიკურად წარმოაჩინონ ისიც, ყველაფერიც, რაც მას უკავშირდება და აცხადებენ, რომ სააკაშვილი მათთვის აღარანაირ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ასეა?

– ეშინიათ და ერთადერთ რეალურ მოწინააღმდეგედ თვლიან მიშა სააკაშვილს. რასაც აკეთებენ, ეს მიშას კომიკურად გამოყვანა და სხვა დანარჩენი, ამ შიშის გადაფარვას ემსახურება. აბა, იმას ხომ არ იტყვიან, პატიმრობაში მყოფი და უმძიმესი ავადმყოფი სააკაშვილისა  გვეშინიაო?!

– ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიულმა ბანკმა „სვის კაპიტალმა“  ანგრიშები დაუყადღა, საკუთარ ფულს არ აძლევს. ივანიშვილი ამას განიხილავს, როგორც მის წინააღმდეგ განხორციელებულ არაფორმალურ სანქციას. შეიძლება ითქვას, რომ ბანკის  ეს გადაწყვეტილება სააკაშვილის  ფაქტორმაც  განაპირობა?

– ეს ბევრმა ფაქტორმა გამოიწვია, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარიზმმა. მიშა სააკაშვილი ციხეში იქნება, უკრაინაში იქნება, თუ, ჯვარი სწერია და, მიწაში იქნება, მაინც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს. ასე მოხდება, აგერ მე და აგერ თქვენ. ბიძინა ხაფანგშია, ვერ  გამოძვრება აქედან. მიშას გამო მთელი მსოფლიო დაიპირისპირა. მაგისი არავის არაფერი სჯერა.  მისმა ადვოკატმაც კი თქვა ახლახანს, რომ  უცხოეთის პრესაში სტატია ვეღარ გამოგვიქვეყნებია, არ გვიბეჭდავენო. უკვე იქამდეა  მისული ივნიშვილი, განცხადება რომ გააკეთოს და საერთაშორისო საზოგადოებას თავისი პოზიცია გააცნოს, ამასაც ვეღარ ახერხებს. რატომ? იმიტომ, რომ დასავლეთში მიაჩნიათ,  რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც  კრიმინალური გზით ნაშოვნი ფული გამოიყენა  ხელისუფლებაში მოსასვლელად. ბიძინა ივანიშვილს  უცხოეთის ბანკები  ედავებიან ფულის გათეთრებას იარაღით ვაჭრობაში, უკანონო გზით ნაშოვნ ფულთან წვდომას და გამოყენებას. ეს კაცი იქ  კრიმინალად ჰყავთ მონათლული და ჩვენთან მარტო ბატონი კი არ არის, გარკვეული კასტისთვის ღმერთიც არის. დიდ ხაფანგშია ივანიშვილი  და ერთადერთი შანსი რჩება, თუ პუტინი გადარჩა, მას ხელი დააფაროს. მეტი არაა  ჩემი მტერი,  ეგ ამბავი მოხდეს. პუტინის საქმე წასულია. როგორც იტყვიან,  სხვა ასაფრენი და დასაფრენი ბილიკი ივანიშვილს აღარ დარჩა.

– ირაკლი კობახიძის განცხადებაზე რას იტყვით, თუ სააკაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულებებს, მაშინ შესაძლოა, ამნისტიით გამოვუშვათ ციხიდანო. რამდენად მისაღებია ეს ვარიანტი თქვენთვის?

– ჩემთვის არ რის მისაღები ეს ვარიანტი. სააკაშვილმა არაერთხელ  თქვა, რომ  რაც უნდა მტანჯონ, მაწამონ, შეიძლება მომწამლონ კიდეც,  ფიზიკურად შეიძლება გამტეხონ, მაგრამ სულიერად ვერ გამტეხენ,  მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ და ამათ სასურველ საქმეს არ გავაკეთებო. კობახიძის ეს შემოთავაზება ღია პოლიტიკური ვაჭრობაა.  მიშას აღიარება იმისთვის სჭირდებათ, რომ ეს თუ მოხდა, მან პოლიტიკისკენ აღარ უნდა გაიხედოს,  ამის მერე პოლიტიკისკენ მიმავალი ყველა კარი ჩაეკეტება. ეს კი იმას ნიშნავს, რაც ზემოთ ვთქვი – დიახ, ხელისუფლებას ეშინია სააკშვილისა, ეშინია მისი პოლიტიკაში დაბრუნებისა და მთავარ მოწინააღმდეგედ თვლის. ამიტომაც  უნდათ, აღიაროს ის დანაშულებები, რაც არ ჩაუდენია.

– სალომე ზურაბიშვილმა განცხადა, რომ მის მიერ სააკაშვილის შეწყალებას აზრი არ აქვს, რადგან რომც შეიწყლოს, მის წინააღმდეგ 2 სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს და ციხიდან მაინც არ გამოუშვებენო.

– პრეზიდენტმა შეიწყალოს და მადლობას ვეტვი, მერე არ დარჩება სააკაშვილი პატიმრობაში. კი, გამოძიება მიდის ორ საქმეზე, მაგრამ ბრალი არ  აქვს ჯერ წაყენებული. თუ ბრალის  წაყენება უნდოდათ, ერთი წელი გავიდა და წაუყენებდნენ. ეს ორი საქმე, ყურით არის მოთრეული და იმ პერიოდშია აღძრული, როდესაც სააკაშვილი უკვე ციხეში იყო. ციხეში ჩადენილ ორ ვითომ დანაშაულს ედავებიან.

– ასეთი ვარიანტი განვიხილოთ – დავუშვათ,  პრეზიდენტმა შეიწყალა სააკაშვილი, მაგრამ  ვიდრე ციხიდან გამოვა, ვიდრე მისი გაასათავისუფლებელი  ბიუკრატიული პროცედურები დასრულდება, ამასობაში ბრალსაც წაუყენებს პროკურატურა,  სასამართლოც   აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარ  პატიმრობას  მიუსჯის და ციხეში  დატოვებენ. არ იზამენ ასე?

– ამათგან არაფერი მიკვირს კარგა ხანია, მაგრამ თუ ასეთი რამ იკადრეს, გამოდის, მთელ  სამყაროს სძინავს, რომ ეს დააშვებინოს? მე არ ვფიქრობ, რომ ამაზეც  წავლენ. ეს თუ გააკეთეს, ამას სამოქალაქო  დაპირისპირება მოჰყვება, ძალადობა პირდაპირ და  ხელისუფლებისთვის ცუდი შედეგებით. ამის შიშით არ გააკეთებენ, თორემ კი არიან ყველაფერზე წამსვლელები.

–„ნაცმოძრაობამ“ სააკაშვილის  გასათავისუფლებელი  პერმანენტული აქციები დაიწყო. რა შედეგს გამოიღებს ეს აქციები?

– შედეგს ვნახავთ, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ სხვა გზა დატოვეს? ძალადობენ, არც სასამართლო, არც სხვა სამართლებრივი მექანიზმები არ მუშაობს ამ ქვეყანაში. ქუჩის, საპროტესტო  აქციების გარდა, სხვა გზა აღარ დატოვეს. სულ მცირე, ეს აქციები საჭიროა,  რადგან აქ ხალხმა და დასავლეთმა დაინახოს, რომ მიშას გასათავისუფლებად, ყველაფერი კეთდება და არავინ ეგუება სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილებას.

– რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რომ ეს ხელისუფლება გაუშვას სახლში?

– ოპოზიციამ სულ არაფერი რომ არ გააკეთოს, ივანიშვილის საქმე დამთავრებულია, ხელს აიღებს ქვეყნის არაფორმალურ მმრთველობაზე,  დაკარგავს ძალაუფლებას. რადგან  დასავლეთი არ აპატიებს არც კრინინალური გზით ნაშოვნი ფულით ხელისუფლებაში მოსვლას, არც ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას. ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და ერთიანი ოპოზიციის აქტიურობამ ხელი უნდა შეუწყოს ამ რეჟიმის დასრულებას.  ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა განაცხადოს,  რომ პარტიულ ინტერესებს გვერდზე დებენ,  ერთიანდებიან და იწყებენ ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომ საქართველო გასათავისუფლებელია ამ დანაშაულებრივი კლანისგან, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია . ეს არის გამოსავალი და ამას დასავლეთი ტაშს დაუკრავს და ყველანაირად მიეხმარება. თუ ეს არ მოხდა, დროში გაიწელება ივანიშვილის წასვლა, თუმცა ეს გარდაუვალია.

– 24 თებერვალს დაანონსებულ აქციაზე რას იტყვით, რომელიც, როგორც ამბობენ, სამმა პოლიტიკურმა პარტიამ  დაანონსა? იქცევა სოლიდურ საპროტესტო მოძრაობად, რომელიც სულ მცირე, შეანჯღრევს ხელისუფლებას?

– არ არის  სამი  პარტიის აქცია.  ეს აქცია როდესაც დააანონსეს, იქ სხვა და სხვა  საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომდგენლებიც იყვნენ, საზოგადოების ინდივიდუალური წარმომადგენლებიც. გარდა მაგისა, ამ აქციას სხვა პარტიები შეურთდებიან. მნიშვნელოვანი თარიღია, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღე, დრო სწორედ არის შერჩეული.  ამასთან, ეს არის სიმბოლური სოლიდარობა უკრაინისადმი, რომელიც სჭირდება უკრაინას. ძალიან ბევრი ხალხი მოვა ამ აქციაზე და ეს იქნება ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა. საბოლოოდ, უნდა დავანახოთ ევროპას, რომ არ ვემონებით ბიძინა ივანიშვილს,  არ გავხდებით რუსეთის კოლონია და ევროპაა  ქართველი ხალხის არჩევანი, რომელსაც ვერავინ შეგვიცვლის.

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved