• რეკლამა
  • კონტაქტი
15:59, ორშაბათი, 16 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ ინსულტი? – მითები, დიაგნოსტირება, მკურნალობა – ყველაფერი ინსულტზე

ალია ავტორი - ალია
16:09 04-30-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
694

რიგი დაავადებებისას, დროულ რეაგირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ასეთია ინსულტი, რომლის დროსაც ყოველი წუთი ძვირფასია და გადამწყვეტია მკურნალობა რამდენად სწორად იგეგმება.

როგორია ინსულტის სიმპტომები, რას ვაკეთებთ პირველ რიგში, ექიმის მოსვლამდე, პრევენციის რა გზები არსებობს და რას მოიცავს მკურნალობა? – “ალიას” ამ და სხვა კითხვებს, ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი, ნევროლოგი თამარ შენგელია პასუხობს

– რა არის ინსულტი და როგორია მისი სიმპტომები?

– ინსულტი არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა ირღვევა. სისხლმომარაგების შეწყვეტისას ტვინი ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების გარეშე რჩება, რაც უჯრედების სიკვდილს იწვევს. ინსულტის სიმპტომები დაკავშირებულია დაზიანებული უბნის ლოკალიზაციასთან, მდგომარეობის სიმძიმე კი – უშუალოდ დაზიანების ხარისხთან.

იმის მიხედვით, თუ რომელი სისხლძარღვია დახშული, ტვინის რა ნაწილის სისხლმომარაგებაა შეწყვეტილი, –  გამომდინარეობს პაციენტის ჩივილებიც და სიმპტომოკომპლექსიც. ეს შეიძლება იყოს სახის ასიმეტრია, სისუსტე კიდურებში, მეტყველების გაძნელება, მხედველების გაუარესება, წონასწორობის დარღვევა, მხედველობის გამოსახულების გაორება და ა.შ.

– ვინ მოიაზრება ინსულტის რისკ-ჯგუფში?

– ინსულტის განვითარების რისკი აქვთ ადამიანებს რომელთაც აქვთ არტერიული ჰიპერტენზია, ლიპიდური ცვლის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი, კარდიოვასკულარული დაავადებები, მაგალითად არითმიები, რისკს ზრდის ასევე სიმსუქნე, თამბაქოს ხშირი მოხმარება.

– რამდენი ტიპის ინსულტი არსებობს, რომელი გვხვდება ყველაზე ხშირად და რომელი მათგანია განსაკუთრებით ვერაგი?

– არსებობს ორი ტიპის ინსულტი, იშემიური და ჰემორაგიული. იშემიური ინსულტის დროს ტვინის კონკრეტულ უბანს არ მიეწოდება სისხლი. ჰემორაგიული ინსულტის დროს ტვინის პარენქიმაში სისხლძარღვის დაზიანება იწვევს  სისხლჩაქცევას, რაც  უმეტესად მაღალი წნევითაა განპირობებული.

იშემიური ტიპის ინსულტები უფრო ხშირად გვხვდება პრაქტიკაში, პროცენტულად – 85%-ით. ორივე ტიპის ინსულტი საკმაოდ ვერაგია, ვინაიდან შესაძლებელია გამოიწვიოს ინვალიდიზაცია .

– რა არის გარდამავალი იშემიური შეტევა და რა იწვევს იშემიურ ინსულტს?

– გარდამავალი იშემიური შეტევა არის ტვინის კეროვანი იშემია, რომელიც იწვევს უეცარ, მაგრამ გარდამავალ და არა პერმანენტულ ნევროლოგიურ დეფიციტს. იგი ჰგავს იშემიურ ინსულტს მაგრამ მისგან განსხვავებით ნევროლოგიური დეფიციტი დაახლოებით 1 საათამდე დროში, ხშირად კი,  5-15 წუთამდე პერიოდშიც კი ქრება პაციენტებში. ეს პროცესი მომავალში შეიძლება ასოცირებული იყოს ინსულტის განვითარებასთან, ასე რომ მსგავსი შემთხვევა პაციენტის ისტორიაში კლინიკურად ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, მისი გარდამავლობის მიუხედავად.

რაც შეეხება იშემიური ინსულტს, მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზებია  არტერიის ათეროთრომბოზული ოკლუზია, ემბოლია და ა.შ. დაავადებები, რომლებიც იწვევს  სისხლძარღვების დახშობას და შემდეგ უკვე თავის ტვინის შესაბამისი უბნის  სისხლმომარაგების მოშლას/დარღვევას.

– რადგან ინსულტისას ყოველი წუთი მნიშვნელოვანია,  რომელი უნივერსალური ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ, რათა დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს?

– თუ პაციენტს აღენიშნება თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სახის ასიმეტრია, სისუსტე კიდურებში, მეტყველების გაძნელება, მხედველების გაუარესება, წონასწორობის დარღვევა, მხედველობის გამოსახულების გაორება, გახდა დეზორიენტირებული და არაადეკვატური – უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით და მივმართოთ სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას. სამედიცინო ჯგუფი
პაციენტს გადაიყვანს ინსულტის უახლოეს ცენტრში. გვახსოვდეს, ინსულტის მართვისას მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დრო, თუ რამდენად სწრაფად მოხდება მასზე რეაგირება.

– რა შეიძლება გავაკეთოთ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე?

– სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე, რაც შეიძლება გაკეთდეს, ესაა არტერიული წნევის გაზომვა. მაღალი არტერიული წნევის შემთხვევაში, პაციენტს უნდა მივცეთ ანტიჰიპერტენზიული საშუალება. ხოლო გენერალიზებული კრუნჩხვის შემთხვევაში (რომელიც ასევე შეიძლება იყოს ინსულტის ნიშანი), პაციენტს ვაბრუნებთ გვერდზე, იმისათვის, რომ არ მოხდეს სასუნთქი გზების დახშობა.

– ინსულტის მკურნალობის რა გზები არსებობს ნიუ ჰოსპიტალსში?

–  მკურნალობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია ზუსტი დიაგნოსტიკა, თუ რა ტიპის ინსულტთან გვაქვს საქმე, თითოეულ შემთხვევას სჭირდება შესაბამისი მკურნალობა. ნიუ ჰოსპიტალსში დიაგნოსტიკა ხდება მაღალტექნოლოგიური კვლევებით, როგორიცაა, მაგალითად, თავის ტვინის CT და MRT.

რაც შეეხება მკურნალობას, კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსში, ინსულტს ვმკურნალობთ  საერთაშორისო გაიდლაინებსა და პროტოკოლებზე დაყრდნობით. იშემიური ინსულტის შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია პაციენტი დროულად იყოს ჰოსპიტალიზებული. ჯანმრთელობის კრიტერიუმების გათვალისწინებით, იგეგმება მკურნალობის ინდივიდუალური გზები. იქნება ეს, თრომბოლიზია (თრომბის დამშლელი მედიკამენტებით მკურნალობა), თუ თრომბექტომია (თრომბის მექანიკური ექსტრაქცია), ამას კონკრეტული მაჩვენებლების შესაბამისად ვწყვეტთ.

რაც შეეხება ჰემორაგიულ ინსულტს, გააჩნია სისხლის რა მოცულობაა ჩაღვრილი თავის ტვინში, შესაძლებელია, იყოს საჭიროება ოპერაციული ჩარევის.

-არსებობს პრევენციული კვლევები, რისკ ჯგუფში მყოფი პაციენტებისთვის?

– ცხადია. ოჯახის ექიმის დახმარებით, დროულად და ადეკვატურად უნდა ამოვიცნოთ რისკ ფაქტორების, უნდა შევამციროთ რისკები და შესაბამისად, ეს იქნება ინსულტის პრევენცია. აქვე აღსანიშნავია, რა თქმა უნდა ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფიზიკური აქტივობა.

პრევენციულ კვლევებს რაც შეეხება, სპეციალისტის მიერ უნდა იქნას დანიშნული, ეს შეიძლება იყოს – ექსტრაკრანიალური დუპლექს სკანირება, ჰოლტერის 24სთ-იანი მონიტორინგი, გულის ულტრასონოგრაფია, ლიპიდური პროფილის განსაზღვრა და ა.შ. ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია და კვლევებს, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმი ინდივიდუალურად დანიშნავს.

– ინსულტი საკმაოდ გავრცელებული, საშიში დაავადებაა, შესაბამისად, მასზე ყველაზე მეტი მითი გვსმენია, მაგალითად, ის, რომ ძილის წინ 1 ჭიქა წყლის დალევა, ინსულტს აგაშორებს, ან ინსულტზე ეჭვისას, თითქოს, პაციენტს თითი ან ყური უნდა გაუჭრა. ცხადია, მსგავსი მითები, ხშირად უკუკავშირს იწვევს, ცრუ იმედს. წყლის დალევა კარგია, მაგრამ ის ინსულტს ვერ აგარიდებს. თქვენ რა მითი გსმენიათ და როგორია რეალობა?

-მითები ძალიან მრავალფეროვანია ქართულ რეალობაში, მაგალითად, გვეკითხებიან ხოლმე, მე-7 ან მე-9 დღეს ინსულტმა განმეორება იცის???
არავითარი თითის და/ან ყურის გაჭრა, არც 1 ჭიქა წყლის დალევა ყოველ საღამოს ინსულტს ვერ აგვაშორებს და ვერ დაგვიცავს ინსულტის განვითარებისგან, რეალობა არის ის, რომ ინსულტის განვითარების რისკები უნდა იქნას სწორად შეფასებული და ადეკვატურად მოხდეს პრევენცია სპეციალისტის მიერ.

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved