• რეკლამა
  • კონტაქტი
23:13, ოთხშაბათი, 29 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

რითია გამორჩეული სტომატოლოგიური ცენტრი ,,ჯი თი სი’’ და რატომ ირჩევენ პაციენტები გოჩა თავართქილაძის კლინიკას

ალია ავტორი - ალია
10:00 03-29-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
690

სილამაზე და თავის მოვლა პირის ღრუდან იწყება, სწორედ ჩვენი კბილები მეტყველებს ჩვენს ჰიგიენაზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ სტატუსზეც კი. შესაბამისად,  გაიზარდა მოთხოვნა სხვადასხვა სახის სტომატოლოგიურ მომსახურებაზე, თუმცა კვალიფიციური სტომატოლოგის პოვნა ისევ აქტუალურ პრობლემად რჩება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ გაგაცნოთ ბევრისთვის უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი პროფესიონალი,  წარმატებული ყბა სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი –  ბატონი გოჩა თავართქილაძე, რომელიც სტომატოლოგიური კლინიკა ,,ჯი თი სი’’-ს  დამფუძნებელია. ბატონი გოჩა  თქვენთვის  საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე გვპასუხობს.

– ბატონო გოჩა, თქვენი სახელი და გვარი ლამაზ ღიმილთან ასოცირდება, რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

– ვფიქრობ, წარმატებისთვის საჭიროა იმ საქმის სიყვარული, რასაც ემსახურები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შრომისმოყვარეობა.  ჩვენს სფეროში მუდმივად მაქსიმალურად მომართული უნდა იყო, ფეხი აუწყო მიმდინარე პროცესებს,  ეს სფერო არც ერთი წუთით მოდუნებას არ გაპატიებს.  

– მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებთ?

– ჩემი მიზანი ერთია, თითოეული პაციენტი კმაყოფილი წავიდეს ჩვენგან. ამისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ.

– თქვენი სფერო ბევრად განვითარდა, პაციენტები დღეს დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარი პირის ღრუს ჯანმრთელობას და სილამაზეს, მეთანხმებით?

– 11 წელია რაც საქართველოში ვმუშაობ, ბევრ კლინიკაში მიმუშავია, მათ შორის რეგიონებშიც გასვლითი პროგრამებით და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს პაციენტები ბევრად უფრო სერიოზულად უყურებენ ჩვენს სფეროს, რა თქმა უნდა,  ანალოგიური დამოკიდებულება უნდა იყოს ჩვენი კოლეგების მხრიდანაც.

– საკუთარი  კლინიკა როდის გახსენით და როგორ განვითარდით?

– დაახლოებით 4 წლის წინ დავიწყეთ ამ კლინიკის შექმნა და დროთა განმავლობაში პაციენტების მომართვიანობის გაზრდიდან გამომდინარე გავფართოვდით, დღეს  20 მდე თანამშრომელი გვყავს, თითოეული მათგანი გამორჩეული პროფესიონალი და ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი რგოლია.  ასევე ჩვენთან პრაქტიკებზე დადიან სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, რომლებიც ძალიან მონდომებულები არიან, გამოცდილებას იღებენ სტომატოლოგიის ყველა სპეციალობაში, რაც მათ გაუმარტივებთ შემდგომ რეზიდენტურაში ვიწრო  სპეციალობის  არჩევას, მე მათ წარმატებებს ვუსურვებ.  

– დღეს შესაძლებელია საქართველოში ისეთი დონის სტომატოლოგიური მომსახურებების მიღება როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში?

– ძალიან გაგვიმართლა რომ დღეს თითქმის ყველა ბრენდული კომპანია საქართველოს ბაზარზეა და გვამარაგებენ  საჭირო მასალებით. რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის კიდევ  უფრო მეტად დასახვეწი მაგრამ უმოკლეს პერიოდში სტომატოლოგიამ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა განვითარებისკენ და მინდა ყველა კომპანიას მადლობა გადავუხადო ვინც შექმნა ეს ხიდი ჩვენსა და ევროპასა და ამერიკა შორის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციას და სხვა ასოციაციებსაც.

რაც შეეხება მომსახურების ხარისხს, დიახ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ისეთი დონის და ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურებების მიღება რაც ევროპასა და ამერიკაში.

– კონკრეტულად რა მიმართულებებს მოიცავთ?

– ჩვენთან ნებისმიერი სახის და სირთულის სტომატოლოგიური  და ასევე ყბა სახის ქირურგიის მომსახურების მიღებაა შესაძლებელი.

– ყველაზე დიდი მოთხოვნა რა მომსახურებებზეა?

– ჩვენი კლინიკა უფრო მეტად დატვირთულია ქირურგია-ორთოპედიის მიმართულებით. მე დავიწყე ამ კლინიკაში პირველმა ამ სფეროში მუშაობა და დიდი წარმატებით ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს  თანამშრომლებს რომლებიც პანდემიის პირობებშიც დღე და ღამ მუხლჩაუხრელად მუშაობენ.

– ძირითადი აქცენტი უცხოელ პაციენტებზე გაქვთ, როგორ მოაწონეთ თავი მათ?

– ყველას სურს მაღალი ხარისხის მომსახურება ადეკვატურ ფასად, რასაც ჩვენ ნამდვილად ვთავაზობთ დაწყებული დიაგნოსტიკით (კომპიუტერული ტომოგრაფიით), დასრულებული კბილები ერთ დღეში (CEREC სისტემით). კლინიკას აქვს საკუთარი აპარტამენტები, სადაც ცხოვრობენ  ჩვენი უცხოელი პაციენტები, ფაქტობრივად ერთ სივრცეში მოძრაობენ, რაც დიდი კომფორტია მათთვის. ეს ზოგავს მათ დროსაც და ფინანსებსაც, რამდენიმე დღეში იტარებენ ძალიან დიდ სამუშაოებს. სწორედ ჩვენთან მოსულმა უცხოელი პაციენტების დიდმა ნაკადმა შეგვიქმნა იმის საჭიროება, რომ აბსოლუტურად ყველა მომსახურება გვქონდეს ადგილზე და არ გვიწევდეს პაციენტის სხვა კლინიკაში გაგზავნა.  

– დღეს ძალიან აქტუალური გახდა ბრეკეტსისტემა, რა ასაკამდეა შესაძლებელი ჩვენი პრობლემების ბრეკეტებით მოგვარება?

– ძალიან განვითარდა ორთოდონტია. ბრეკეტ სისტემა, რომელიც საერთოდ არ იყო აქტუალური საშუალო ასაკში, ახლა პირიქით არის. შეიძლება ბევრმა ჩემმა  კოლეგამ არ დაიჯეროს მაგრამ ამ მხრივ ჩვენი ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი 24 წლისაა და ბრეკეტებს ძირითადად საშუალო ასაკის პაციენტებს ვუკეთებთ, რადგან მოხდეს საკუთარი კბილების შენარჩუნება და კბილებზე შემდგომი დეფექტების  წარმოქმნის პრევენცია. ყველზე მაღალი ასაკის 65 წლის პაციენტი გვყავს. ამ მხრივ ასაკი ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

– თქვენი აზრით, რით დაიმსახურეთ პაციენტების ნდობა და აღიარება?

– გამიჭირდება საკუთარ თავზე საუბარი და იმ მიზეზების დასახელება თუ რატომ  მირჩევენ, ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ ჩვენთან პაციენტები ძალიან თავისუფალი და ლაღები არიან, მოსწონთ ჩვენი კლინიკის გარემო და არ აქვთ ის დისკომფორტი რასაც როგორც წესი, პაციენტი სტომატოლოგებთან ვიზიტის დროს განიცდის.  ჩვენი მხრიდან  ვცდილობთ მაქსიმალურად მშვიდი გარემო შევუქმნათ პაციენტს რაც იმ კონკრეტულ მომენტში დადებითად აისახება მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

– არაერთ ქვეყანაში აიმაღლეთ კვალიფიკაცია, როგორ ფიქრობთ რაში დაგეხმარათ ეს?

– სხვადასხვა დროით ვიყავი სხვადასხვა ქვეყნების წამყვან კლინიკებში, ვესწრებოდი ასევე კონგრეს-კონფერენციებს, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში,  ვფიქრობ ცოდნა და გამოცდილება შემძინა ამ ვიზიტებმა, რასაც სჭირდება საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა  და უწყვეტი განათლების მიღება. კონკრეტული დიაგნოზების სამკურნალოდ არსებობს კონკრეტული მსოფლიო სტანდარტები.  სტომატოლოგიური სფეროს განვითარებასთან ერთად მარტივდება მკურნალობის მეთოდები, რაც  თითოეული  ექიმისთვის კომფორტია მუშაობაში, რაც უფრო მეტ განსხვავებულ მეთოდს აითვისებ, უფრო კომფორტულს გახდით მუშაობის პროცესს.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოში რეგისტრირებულ ყველა ქართულ და უცხოურ კომპანიას, ასევე ასოციაციებს უწყვეტი განათლების მხარდაჭერაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

15:56 10-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved