საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს – ოპოზიციონერი ლიდერი, რომელსაც ამჯერად მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან, პროცესს არ ესწრება, მეტიც, ადვოკატის თქმით, ის საერთოდ არ სცნობს ამ პროცესს და შესაბამისაც, არც მტკიცებულებები წარუდგენია და არც განხილვაში შესულა, თუმცა, იურიდიულად, ეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების უდაოდ ცნობად კვალიფიცირდება.
საქმე ეხება იმ პროცესს, როცა ნიკა მელია უკანონო გატაცების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სამართალწარმოება და ნაცვლად იმისა, რომ პოლციიელების მხრიდან გამოვლენილი დანაშაულებრივი ქმედების გამო მოსამართლეს მოეხდინა რეაგირება ნიკა მელია დააჯარიმეს 5000 ლარით. ამიტომაც, არ მიგვაჩნია, რომ ნიკასთან მიმართებით მორიგ ჯერზე მიმდინარეობს სამართალწარმოება. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი. უკვე სათვალავიც აგვერია, რომელ დღეს რომელ საქმეს იხილავენ ნიკა მელიასთან მიმართებით. ნიკა მელია თვითონ ამ საქმეს არ დაესწრება. ჩვენი ინტერესია, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს აღნიშნული პროცესის შეკვეცა, რომ გავიგოთ, საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული მორიგ ჯერზე ხელისუფლებას, ნიკას დამატებით ტოვებენ საპყრობილეში, თუ გამოიყენებენ სხვა ალტერნატიულ სასჯელს. საქმის განხილვას არაფერი არ აქვს საერთო სამართლებრივ პროცესთან”, – ამბობს ტვ პირველთან ადვოკატი.
მელიას ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან. ქოჩქიანი 2025 წლის ნოემბერში ნიკა მელიას ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავდა. მან ლისის ტბის ასახვევთან დაკავებისას პოლიციელის შეურაცხყოფის საბაბით მელია 5 000 ლარით დააჯარიმა.














კომენტარები