• რეკლამა
  • კონტაქტი
01:34, შაბათი, 24 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა მნიშვნელობა აქვს ზიზღი საიდან მოდის, ნაცურია თუ ქოცური. ზიზღი ზიზღია, ის გვანადგურებს, გვკლავს – ეკა კვესიტაძე

ალია ავტორი - ალია
10:57 04-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ჟურნალისტი, “მთავარი არხის” წამყვანი ეკა კვესიტაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, სალომე სამადაშვილს სოლიდარობას და თანადგომას უცხადებს. 

მისი შეფასებით, სამადაშვილი ყოველთვის უშიშრად იცავდა თავის პოზიციას არასოდეს უღალატია მისთვის. 

“თავზარდამცემია ის კომენტარები, რომელსაც სალომე სამადაშვილის მისამართით ვკითხულობ. რა მნიშვნელობა აქვს ზიზღი საიდან მოდის, ნაცურია ის თუ ქოცური. ზიზღი ზიზღია, ის გვანადგურებს, გვკლავს, ადამიანურ სახეს გვიკარგავს, ბარბაროსებად გვაქცევს და ნორმალურ საზოგადოებად ჩამოყალიბების შანს გვართმევს. ჩვენ კი სწორედ იმისთვის ვიბრძვით, რომ ნორმალური საზოგადოება გავხდეთ, სადაც ერთმანეთთან ცივილურ დისკუსიას შევძლებთ, სადაც არ შეგვზიზღდება ერთმანეთი მხოლოდ იმის გამო, რომ განსხვავებული პოლიტიკური თუ იდეოლოგიური პოზიცია გვაქვს და რაც მთავარია, სადაც თავისუფლად შევძლებთ საკუთარი აზრის გამოხატვას და იმის შიში არ გვექნება, რომ ამ აზრის გამო ვირტუალური ქვებით ჩავიქოლებით. წლებია ამ სივრცეში ამ უკიდურესად საშიში ტენდენციას ვაკვირდებით, შეშინებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ ზიზღის შიშმა მძევლებად აქცია. მე მძულს ეს შიში, რადგან ის გაიძულებს საკუთარ თავს უღალატო. ამიტომ თანადგომა ყველას, ვინც ამ შიშის დაძლევას ახერხებს და პირველ რიგში, ჩემი თანადგომა Salome Samadashvili -ს, რომელიც ყოველთვის უშიშრად იცავდა თავის პოზიციას და არასდროს არ უღალატია თავის თავისთვის” – წერს კვესიტაძე სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა. “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ევროპულმა საქართველომ” და “ლეიბორისტულმა პარტიამ ხელმოწერაზე უარი თქვეს.

სალომე სამადაშვილმა, პარტიის გადაწყვეტილების მიუხედავად, შეთანხმებას ხელი ინდივიდუალურად მოაწერა, რასაც მისი თანაგუნდელების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “ამ გაუგებრობაში მისი ადგილი აღარ არის”. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved