• რეკლამა
  • კონტაქტი
23:33, ორშაბათი, 6 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რა მიზნით ჩამოვიდა ეს ხალხი საქართველოში? რას ამზადებს კრემლი და რაში გამოიყენებს ამ ხალხს, თუ დასჭირდა?“ – რას ეუბნება „ალიას“ კახა მიქაია

ალია ავტორი - ალია
17:31 10-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
377

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია.  

– რაც ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა რუსეთში, იქიდან უამრავი ადამიანი ჩამოვიდა და ეს პროცესი დღემდე არ ჩერდება. თან, მანამდეც ათეულ ათასობით რუსი უკვე იყო შემოსული ჩვენთან. რა საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს ამას?

– პირველ რიგში, მთავარი საფრთხე ის არის, რომ ამდენი რუსი ჩამოვიდა საქართველოში. მერე მათ მიერ ბინების ყიდვა, ბიზნესების ყიდვა, ახალი ბიზნესების  წამოწყება… ეს არის კრემლის პირდაპირი სპეცოპერაცია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ეს არის კრემლის მცდელობა, საქართველოში ჩაახშოს საზოგადოების სურვილი, იბრძოლოს  ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისათვის. რუსეთს სურს, მნიშვნელობით მეორე რიგის საკითხებად გაგვიხადოს ეს უმნიშვნელოვანესი საკითხები და პირველ საკითხად გვიქციოს ამდენი რუსი „ტურისტის“ ჩამოსვლა და დარჩენა ჩვენს სამშობლოში. მათთან ქართველების ურთიერთობა, მათ მიერ წარმოებული ბიზნესი და სხვა საქმიანობა და ამ პრობლემებზე ქართველი საზოგადოების გადართვაა მიზანი. ეს არის სპეცოპერაცია, რომელიც დაგეგმა კრემლმა და რომელსაც ხელს უწყობს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება.

– აქ ჩამოსული რუსებიდან, ყველა ბიზნეს და ბინებს ვერ იყიდის. ათასობით ადამიანი სამხედრო მობილიზაციას, უკრაინაში ომში წასვლას გამოექცა და მათი დიდი ნაწილი, ერთი ზურგჩანთით და მცირე თანხით არის ჩამოსული. ამ ხალხს ფული რომ გამოელევა, პოტენციური კრიმინალები არ გახდებიან? აქ რაღაცით ხომ უნდა ირჩინონ თავი? ესეც საფრთხე არ არის?

– ძალიან შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი. კი, რა თქმა უნდა, არსებობს კრიმინალის მატების  საფრთხე, ჩვენთვის არასასურველი დემოგრაფიული ცვლილებების საფრთხე. ბევრი სხვა საფრთხეც არის, რომ ჩავეძიოთ, მაგრამ მთავარი საფრთხე მაინც რუსების მასობრივად ჩამოსვლაა. რა მიზნით ჩამოვიდა ეს ხალხი საქართველოში? რას ემსახურება მათი ჩამოსვლა და აქ, ფაქტიურად, მათი დასახლება? რას ამზადებს კრემლი და რაში გამოიყენებს ამ ხალხს, თუ დასჭირდა? ეს მიმაჩნია მთავარ კითხვებად, მათ უნდა გაეცეთ უპირველესად პასუხები. ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი. ჩვენ, ჯერჯერობით, წინასწარ არ შეგვიძლია ყველაფერი ვთქვათ. ჯერ უნდა ვივარაუდოთ, თუ რა კონკრეტული გეგმები აქვს კრემლს. ფაქტი ერთია – კარგს რომ არაფერს მოგვიტანს ამდენი რუსის ჩამოსვლა საქართველოში.

– ბევრი რუსი მოახერხებს და საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს. მერე პოლიტიკურ და სხვა პროცესებში ჩაერთვებიან, არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას და შესაძლოა, პარლამენტისა და საკრებულოების წევრებიც გახდნენ.

– ამასწინათ, ერთ-ერთ ჩემს „ფეისბუკ-პოსტში“ დავწერე- ხომ რ აპირებს საქართველოს ხელისუფლება, რომ ამ რუს „ტურისტებს“ მოქალაქეობა მისცენ და მათ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა-მეთქი. ყველაფერია მოსალოდნელი. არ გამოვრიცხავ ყველაზე უარეს ვარიანტს, ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე არასასურველი სცენარით მოვლენების განვითარებას. იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა ჩვენი ხელისუფლებაა. რუსეთის მიერ საქართველოში დასმული ხელისუფლება, რუსეთის სპეცსამსახურებით გატენილი ხელისუფლება, ვერ და არ გაუწევს წინააღმდეგობას რუსეთს, კრემლის გეგმებს. პირიქით, მათ  ხელს შეუწყობს ამ გეგმების განხორციელებაში. მათ  გინდათ დეზერტირები დაარქვით, გინდათ დევნილები, გინდათ ოკუპანტები და გინდათ გასაჭირში მყოფი უფროსი ძმები, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პრობლება არის ამდენი რუსის ფაქტობრივი არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე.

თეგები: კახა მიქაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
არქი ჰორაიზონი
ახალი ამბები

„არქი ჰორაიზონის“ დიდი ფასდაკლების დღეზე 186 ბინა გაიყიდა

18:23 07-05-2026
თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved