• რეკლამა
  • კონტაქტი
23:13, ორშაბათი, 15 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა კვლევებია საჭირო გასტროენტეროლოგიური დაავადებების გამოსავლენად? – “წითელი დროშები” – საყურადღებო სიმპტომების სია

ალია ავტორი - ალია
15:50 08-29-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
229

ბოლო წლების მანძილზე გახშირდა გასტროენტეროლოგთან მიმართვიანობა მათ შორის ახალგაზრდა ასაკში. გასტროენტეროლოგია მედიცინის ის დარგია, რომელიც შეისწავლის საჭმლის მომნელებელi სისტემის დაავადებებს, დიაგნოსტიკას და მკურნალობას.

„ალიასთან“ „ნიუჰოსპიტალსის“ ექიმი, თეონა ჯანაშია, გასტროენტეროლოგი, საუბრობს
გასტროენტეროლოგიურ სიმპტომებზე და ექიმთან მომართვის მიზეზებზე.

– უპირველესად პრევენციულ კვლევებზე გკითხავთ, იმ შემთხვევაში, თუ არაფერი მაწუხებს, არ მაქვს გენეტიკური წინასწარგანწყობა – რა პერიოდში ერთხელ მჭირდება გეგმიური კონსულტაცია?

– პირველ რიგში ვიტყვი, რომ გასტროენტეროლოგია არის მედიცინის უდიდესი დარგი, რომელიც შეისწავლის საჭმლის მომნელებელ ორგანოებს და მათ პრობლემებს. დიაგნოსტიკური საშუალებებით: ინსტრუმენტული და ლაბორატორიული, სვამს დიაგნოზს და მკურნალობს დაავადებას.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, კარგი კითხვაა, რადგან დღეს ძალიან მომრავლდა და გაახალგაზრდავდა გასტროენტეროლოგთან მომართვის ასაკი და და დაავადებები. ეს დაკავშირებულია ჩვენი ცხოვრების სტილთან, კვების რაციონთან. გადატვირთულ გრაფიკთან. არსებობს check up–ის ცნება, რომელიც მოიცავს პროფილაქიკურად ვიზიტს ექიმთან, რამოდენიმე ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევით,
სუბიექტური და ობიექტური მონაცემების შეფასებით ექიმი შეჯერდება და გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა დამატებითი კვლევები, არის თუ არა საფრთხე, რამდენ ხანში ერთხელ უნდა გაკონტროლდეს პაციენტი, რა დანიშნულება უნდა მიეცეს და რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება.

იმ შემთხვევაში თუ პირს აქვს გენეტიკური წინასწარგანწყობა, აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს გეგმიურ დიაგნოსტიკაზე და ვიზიტზე.
კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გეგმიური კვლევისას ძალიან ბევრი და საინტერესო დიაგნოზები დაგვისვამს და ძალიან სწორი მიმართულება მიგვიცია პაციენტისთვის. პროფილაქტიკა, ცნობიერების ამაღლება არის ხელშემშლელი ფაქტორი დაავადების განვითარების, დაგვიანებულად მომართვის.

– რა სიმპტომების დროს უნდა მივმართოთ გასტროენტეროლოგს გადაუდებლად?

– არსებობს რამოდენიმე სიმპტომი, წითელი დროშები, ასე ვთქვათ, როცა გადაუდებლად უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს:

  • სისხლიანი ღებინება და შავი განავლოვანი მასები;
  • ხანგრძლივი გულძმარვა;
  • მუცლის ხანგრძლივი ტკივილი;
  • ხანგრძლივი დიარეა;
  • წონის სწრაფი, უმიზეზო კლება;
  • განავლის ფორმის და ფერის ნებისმიერი ცვლილება, განავალი არ შეიძლება მხოლოდ გაშავდეს, შეიძლება გათეთრდეს კიდეც.

ნიუ ჰოსპიტალსში, პირველადი ვიზიტი ყოველთვის არის „ოფლაინ“, ანუ პაციენტი უნდა ნახო, გასინჯო, შეაფასო, მაგალითად, უნდა ინახოს ენა, რომელსაც უდიდესი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს, შემოწმდეს მუცელი, დაიგეგმოს კვლევები.

ნებისმიერი სიმპტომი, რომელიც ხანგრძლივდება დროში, პაციენტისთის არის შემაწუხებელი, და დინამიკაში ძლიერდება, – არის საყურადღებო!

მომრავლდა მომართვიანობა ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა გასტრიტი, წყლული, ნაწლავური დაავადებები, ძალიან გახშირებული და გაახალგაზრდავებულია კუჭის დაავადებები. სიმპტომებს ზოგჯერ სხვადასხვა მოვლენებს აბრალებენ, ან ფიქრობენ, არა უშავს, გადამივლის და ასე შეიძლება დაიკარგოს უძვირფასესი დრო. ცხადია, ერთჯერადი გულმარვა არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე დაავადება გაქვთ. ხანგრძლივი სიმპტომებისას, სჯობს პროფილაქტიკურად მიმართოთ ექიმს, ვიდრე შემდგომ დაგვიანებით დაიწყოთ მკურნალობა.

– საჭიროა თუ არა რაიმე წინასწარი მომზადება გასტროენტეროლოგთან ვიზიტამდე?

– როგორც უკვე ვთქვი, გასტროენტეროლოგია არაერთ ორგანოს შეისწავლის კომპლექსურად, არაერთი დაავადების გამორიცხვა, ან დიაგნოსტირებაა შესაძლებელი. წინასწარი მომზადება, ექიმთან ვიზიტამდე საჭირო არ არის, თუმცა, ყველა ჩემს პაციენტს, პირველ ვიზიტზე, ვთხოვ, იყოს უზმო. ეს პირველ რიგში, დროის მენეჯმენტში გვეხმარება. გასინჯვის, პაციენტის ჩივილების მოსმენის, ანამნეზის დეტალების გარკვევის შემდეგ, თუ საჭირო გახდება რომელიმე ლაბორატორიული კვლევა, ან მუცლის ღრუს ექოსკოპია, ან გასტროსკოპიული კვლევა – ან სხვა ისეთი კვლევები, რომლის დროსაც უზმო უნდა იყო, პაციენტს არ დასჭირდება შემდეგ დღეს
მოსვლა, იმავე დღესვე იქნება შესაძლებელი კვლევების დაგეგმვა.

– ყველაზე ხშირად რომელი კვლევის ჩატარება გჭირდებათ დიაგნოზის დასასმელად და რა დიაგნოსტიკური საშუალებები არსებობს კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“?

– დიაგნოსტირებისთვის შეიძლება დაგვჭირდეს როგორც ლაბორატორიული, ასევე
ინსტრუმენტული კვლევები, გასტროსკოპია, კოლონოსკოპია, კონკრეტული
ტომოგრაფია, მაგნიტო–რეზონანსული კვლევა, კუჭ–ნაწლავის რენტგენული კვლევა ბარიუმით და ასევე კაფსულური ენდოსკოპია.

კაფსულური ენდოსკოპია „ნიუჰოსპიტალსშია“ დანერგილი და ყოველდღიურ პრაქტიკაში დიაგნოსტიკისტვის წარმატებით გამოიყენება.

„ნიუჰოსპიტალს“ აქვს გასტროენტეროლოგიური მიმართულებით ყველა ინსტრუმენტულ–ლაბორატორიული კვლევა, რომელიც სჭირდება ექიმს დიაგნოზის დასასმელად, რადგან დროულად, სწორად და ადეკვატურად ვუმკურნალოთ პაციენტს. ენდოსკოპიური და გასტროენტეროლოგიური სამსახურების ერთობლივი, გუნდური მუშაობით არაერთი რთული, საინტერესო და საყურადღებო დიაგნოზები დაგვისვამს, მადლობა ჩვენი კლინიკის გუნდს, ჩემს კოლეგებს ამისთვის.

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით

13:49 12-15-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved