ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ჰკითხა – იყო თუ არა უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ნატოში გაწევრიანების სურვილი. “მთავარი არხის” ჟურნალისტმა მას უპასუხა, რომ რუსეთს სამხედრო აგრესიისთვის მიზეზები არ სჭირდება.
ირაკლი კობახიძის პასუხი ჟურნალისტს:
“მარტივ ლოგიკურ კითხვას გისვამთ და პასუხს ვერ სცემთ. ნაცობა ნიშნავს გონების დაბინდვას, ამიტომ გაქვთ დაბინდული გონება და მარტივ კითხვაზე გიჭირთ პასუხის გაცემა”
კომენტარები