“ალიას” მოაწოდეს ვიდეოები, რა ხდება ამ წუთებში კახეთისკენ მიმავალ გზაზე:
როგორც ვიდეოდან ჩანს, დედაქალაქს ამ მიმართულებითაც ბევრი ადამიანი ტოვებს და მანქანებით კახეთისკენ მიიჩქარიან.
მართალია, დიდი ქალაქებში ხალხის ნაკადი შემცირდება, მაგრამ რა ბედი ეწევა რეგიონებს? სადაც არც ძალაა ამდენი ხალხის გასაკონტროლებლად და ვერც მაღაზიები, რომლებიც არ იყო ამდენ ადამიანზე გათვლილი, დაიცავენ დისტანცირებას.
და რა მოხდება, თუ ვირუსი გავრცელდება და რაიონები ჩაიკეტება? რამდენი ხნით დატოვებენ ამ ადამიანებს რაიონებში? როგორ გააკონტროლებენ და დაინფიცირების შემთხვევაში, ვინ უმკურნალებს?
აჭარის კლინიკაშივე დაფიქსირდა ვირუსის გადაცემა, რაიონებში ყველაზე მეტი შიდაგავრცელების შემთხვევები გვაქვს – რამდენად მზად არიან რაიონები ამდენი ადამიანის მისახედად და მოსავლელად? – ამ კითხვაზე პასუხი ამ მომენტისათვის მთავრობას არა აქვს, სამწუხაროდ!
კომენტარები