• რეკლამა
  • კონტაქტი
23:20, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ხდება ჩერნობილში და რატომ იმატა უკრაინაში რადიაციის დონემ?

ალია ავტორი - ალია
16:42 04-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Ukrainian President Volodymyr Zelenskiy, foreground, visits the "new safe confinement" shelter that spans the remains of the Chernobyl nuclear power plant's Reactor No. 4, in Chernobyl, Ukraine, Wednesday, July 10, 2019. A structure built to confine radioactive dust from the nuclear reactor at the center of the 1986 Chernobyl disaster was formally unveiled on Wednesday.(Ukrainian Presidential Press Office via AP)

Ukrainian President Volodymyr Zelenskiy, foreground, visits the "new safe confinement" shelter that spans the remains of the Chernobyl nuclear power plant's Reactor No. 4, in Chernobyl, Ukraine, Wednesday, July 10, 2019. A structure built to confine radioactive dust from the nuclear reactor at the center of the 1986 Chernobyl disaster was formally unveiled on Wednesday.(Ukrainian Presidential Press Office via AP)

Facebook-ზე გაზიარება
94

ჩერნობილის რეგიონი კატასტროფიდან 34 წლის შემდეგ, კვლავ ყურადღების ეპიცენტრშია.

ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარიის შემდეგ, ეს ზონა კრიტიკულად რადიოაქტიურია და კატასტროფის ცენტრი დღეს ტყის ხანძრებს ებრძვის. უკრაინელმა მეხანძრეებმა არ დაუშვეს, რომ ხანძარი რადიოაქტიური ნარჩენების საცავს მიახლოებოდა – მოახსენეს გუშინ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის, თუმცა მედია სხვა ინფორმაციებს ავრცელებს.

მასშტაბური ხანძარი სახიფათო ზონაში

როგორც ცნობილია, 4 აპრილს, 13:22 საათზე, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა მიიღო ინფორმაცია, რომ სოფელთან ვლადიმიროვკასთან ახლოს, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის განლაგების ზონაში, 20 ჰექტარის ფართობზე ცეცხლი გაჩნდა.

უფრო კონკრეტულად, ტყის ხანძარი 4 აპრილს კოტოვსკის სატყეო მეურნეობაში დაიწყო, მოგვიანებით კი, სოფელ რაგოვკას მახლობლად შეიქმნა კიდევ ერთი ხანძრის კერა, რომელიც დაახლოებით ხუთი ჰექტრის ფართობზე გავრცელდა.

13 აპრილის ჩათვლით ხანძარმა გაანადგურა ჩერნობილის მრავალი მიტოვებული სოფელი, ასევე წითელი ტყე და დახურული სამხედრო ქალაქი „ჩერნობილ -2“, ნაწილობრივ დაიწვა ქალაქი ჩერნობილი.

უკრაინული გამოცემა ,,ინტერფაქსი“ იუწყება, რომ კოროგოდსკისა და დენისოვეცკის ტყეებში სახელმწიფო სამსახურის ერთეულები სახელმწიფო სატყეო მეურნებასთან ერთად ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ .

” სიტუაცია სრულად კონტროლდება. მოზიდული იქნა ყველა საჭირო ძალა და საშუალება”, – ნათქვამია ამ სამსახურის პრესრელიზში.

სამუშაოები გრძელდება „ნოვი მირის“ დასახლებაშიც, სადაც ცეცხლი ბალახსა და ირგვლივ არსებულ ნარჩენებს ეკიდება.

კოტოვსკის სატყეო არეალში უპრეცედენტოდ ბევრი ადამიანი და ტექნიკაა მობილიზებული.

უკრაინელი ეკოლოგები აქტიურად საუბრობენ, რომ გაჩენილი ხანძრის საფუძველზე რადიაციის დონემ საგრძნობლად მოიმატა და კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია.

ჩერნობილში არსებული მდგომარეობის შესასწავლად გუშინ, პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდა და პირადად გაეცნო რადიოქტიულ ზონაში არსებულ მდგომარეობას.

როგორც შეხვედრისას საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელმა ნიკოლაი ჩეჩეტკინმა განაცხადა, ჩერნობილის შემოგარენში ხანძრის სრულად ლიკვიდაციისათვის მას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება. თუმცა ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სახელმწიფო მეთაურის პრესსამსახურმა გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, პრეზიდენტი ზელენსკი რეგიონში არსებულ მდგომარეობას ყოველდღიურად ეცნობა და ჩეჩეტკინმა მასთან აუდიენციის დროს დასძინა, რომ ხანძრის ქრობაში პრობლემა ამინდმა და ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

აღნიშნული სამსახურის უფროსის ცნობითვე, მეხანძრეებმა არ დაუშვეს, რომ ხანძრის გადატანა მომხდარიყო იმ უბნებში, სადაც ჩერნობილის ბირთვული სადგური იყო და სადაც დღეს რადიოაქტიული ნივთიერებები ინახება.

ჩერნობილი და მსოფლიო კატასტროფის ზღვარზე

თუმცა, რუსული მედია ჩერნობილში მიმდინარე პროცესებს განსხვავებული რაკურსით აშუქებს. „ГАЗЕТА.РУ“ აქვეყნებს სტატიას სათაურით – „კატასტროფის ზღვარზე: რას გამოიწვევს ტყის ხანძრები ჩერნობილში“.

სტატიაში საუბარია, რომ უკრაინელმა მეხანძრეებმა უკვე 10 დღეა ატომური ელექტროსადგურისკენ დაძრული ხანძრის ლოკალიზება ვერ შეძლეს. ცეცხლი ნელ-ნელა ქალაქ პრიპიატს უახლოვდება, სადაც ატომური ელექტროსადგურის ავარიის შემდეგ, რადიოაქტიული ნივთიერებების საცავია გაკეთებული.

გამოცემის ცნობით, უკრაინის სახელმწიფო ეკოლოგიური ინსპექცია დარწმუნებულია, რომ ხანძარმა, შესაძლოა, დიდ კატასტროფამდე მიგვიყვანოს. ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილია ორი პირი. უკრაინელმა სამართალდამცველებმა ისინი უკვე დააკავეს.

„ГАЗЕТА.РУ“-ს ინფორმაციით, უკრაინის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა იაროსლავ ემელიანენკომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ქარმა ტყეებში გაჩენილი ხანძარი ატომური ელექტროსადგურისკენ წაიღო.
ხანძარმა მოიცვა სარკინიგზო სადგური იანოვი, რომელიც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან ოთხ კილომეტრში მდებარეობს.

გამოცემის ინფორმაციითვე, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ირწმუნება, რომ მხოლოდ ბალახი იწვის. თუმცა, ენერგოანატომი ნატალია დეგტიარენკო ირწმუნება, რომ ხანძარი დიდ მასშტაბებზეა და მხოლოდ ბალახები არ იწვის. იგი მოუწოდებს მთავრობას იმის აღიარებისკენ, რომ ჩერნობილში სიტუაცია უკონტროლოა.

”ხალხო, ეს არ არის ხუმრობა. ჩვენ ახალი კატასტროფის ზღვარზე ვართ, თუ ახლა არ ვიმოქმედებთ. დღეს ქარის სიჩქარე წამში 15-20 მეტრს აღწევს და ეს მდგომარეობა როგორ დამთავრდება, არავინ იცის”, – ამის შესახებ სახელმწიფო ეკოინსპექციის პრესმდივანი იგორ ტიხოლოვი აცხადებს და მიიჩნევს, რომ ოფიციალურმა კიევმა „დუმილით“ გადაწყვიტა პრობლემის გადაჭრა.

უკრაინის გარემოს დაცვის ინსპექციის მოვალეობის შემსრულებელმა, იგორ ფირსოვმა კი განაცხადა, რომ ხანძრის ცენტრში რადიაციული ფონი უკვე 16,5-ჯერ მეტია, ვიდრე – ნორმა.

ქვეყნის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სახელმწიფო სამეცნიერო და ტექნიკური ცენტრში აღნიშნეს, რომ ჩერნობილის ზონის ხანძრებიდან დაბინძურებული ჰაერი უკვე კიევს უახლოვდება და ისეთი ნივთირებების გამოყოფამ იმატა, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სერიოზულ ნეგატიურ გავლენას ახდენს.

ცენტრი ასევე განმარტავს, რომ პოტენციური დაბინძურების საჰაერო მასების ტრაექტორია არა მარტო კიევს, არამედ სხვა რეგიონებსაც მოიცავს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის დეპარტამენტის უფროსი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი რაოდენობით ადამიანური თუ ტექნიკური რესურსებით ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას, ჩერნობილში არსებულ მდგომარეობას რთულს უწოდებს. ხანძრის მიერ გამოწვეული ზარალი კი, უკვე მილიონობით გრინვას აღწევს.

უკრაინული გამოცემა „DELO.UA” აქვეყნებს სტატიას იმის შესახებ, რომ უკრაინის ხელისუფლება გავრცელებული კორონავირუსის ფონზე, ჩერნობილის ხანძრის მასშტაბებს მალავს.

გამოცემა იუწყება, რომ მეხანძრეები ხანძარს ვერ უმკლავდებიან. ადგილობრივები და თვითმხილველები კი ამბობენ, რომ ეს ხანძარი დიდი ხანია კატასტროფაში გადაიზარდა.
ეკოაქტივისტებმა უკვე შემოკრეს განგაშის ზარები .

უკრაინის სახელმწიფო უწყებებში კი აცხადებენ, რომ ხანძრის მიუხედავად, არ არსებობს იმის საშიშროება, რომ ბირთვული ნარჩენების საცავიდან ნივთიერებები გაჟონავს.

ხელისუფლება მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რომ ხანძართან დაკავშირებით, ცრუ ინფორმაციები არ გაავრცელონ.

გამოცემის ინფორმაციით, ხანძართან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში იმაზე მძიმე ფოტო და ვიდეო მასალები გამოქვეყნდა, ვიდრე ამას ოფიციალურად ავრცელებენ.

https://www.facebook.com/natalia.degtyarenko/videos/2839281116192750/?t=34

გამოცემა ასევე წერს, რომ ჯერ კიდევ 5-6 აპრილს კიევში მცხოვრებნი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ჰაერის ხარისხის მკვეთრ გაუარესებაზე და იმაზე, რომ თვითიზოლაციაში მყოფნი ჰაერის ვენტილაციას ვერ ახდენდნენ.

„უკრაინის ხელისუფლება სრულად კონცენტრირებულია კორონავირუსზე, თუმცა მთავრობამ ჩერნობილის ხანძრის პარალელურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეზარდა ჯარიმები გარემოსთვის ზიანის მიმყენებელთათვის’, – წერს გამოცემა.

„DELO.UA” -ს ცნობით, ხანძრების მასშტაბის სირთულეს ცხადყოფენ „ნასას“ სატელიტური რუკებიც, რომლებიც მთავრობის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციებთან წინააღმდეგობაში მოდიან.

გამოცემის ინფორმაციითვე, ამინდის პირობები ხელს უწყობს ხანძრის სწრაფ გავრცელებას: ზამთარში თოვლი იყო და წვიმდა, ვიდრე საკმაოდ ქარიანი გაზაფხული არ დადგა, წინ კი, ძალიან საშიში სიცხის სეზონი იწყება.

ასეთია უკრაინული და რუსული მედიის შემაშფოთებელი ინფორმაციები ჩერნობილის კატასტროფასთან დაკავშირებით. ვნახოთ, რა მოხდება. როგორც აღვნიშნეთ, პრეზიდენტ ზელენსკის უკვე მოახსენეს, რომ რამდენიმე დღეში ხანძრის სრული ლოკალიზება მოხდება და მსოფლიო კიდევ ერთ კატასტროფას გადაურჩება.

2020NEWS

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved