ცესკოს შენობასთან, სადაც ამ წუთებში შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს, სამოქალქო აქტივისტები არიან შეკრებილი.
ისინი ცესკოს ეზოში ქაღალდებს ისვრიან, რომლებზეც “ქვა” აწერია. მათი თქმით, ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს, რადგან 8 ნოემბერს ცესკოსთან შეკრებილი ადამიანების წყლის ჭავლით დაშლის ერთ-ერთ მიზეზად ხელისუფლებამ მათ მიერ ქვების სროლა დაასახელა.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ თამარ ჟვანია დღეს ბიძინა ივანიშვილს მიტაცებულ არჩევნებს საბოლოოდ გაუფორმებს.
კომენტარები