უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქში უკან დახევისას უამრავი ასაფეთქებელი მოწყობილობა და დანაღმული ტერიტორია დატოვეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
როგორც ზელენსკის ოფისის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, ერთ-ერთი ხაფანგი, რომელიც რუსებმა დატოვეს, მიტოვებული სახლების კარებში და კარადებში ასაფეთქებელი მოწყობილობებია. ანუ რუსები სახლის კარადაში აყენებენ ნაღმს, იქ სვამენ კატას, რომელიც კნავის. ადამიანს უნდა, რომ ცხოველი გადაარჩინოს და კარის გაღებისას ხდება აფეთქება. არესტოვიჩი მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებით ბავშვებს, რომ ამ თვალსაზრისით ძალზე ფრთხილად მოიქცნენ.
კომენტარები