• რეკლამა
  • კონტაქტი
06:08, სამშაბათი, 5 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა კავშირი აქვთ 10 000 კილოგრამი საბრძოლო მასალის აფეთქებასთან ГРУ-ს ჯაშუშებს და რომელი ქვეყნიდან აძევებენ 18 რუს დიპლომატს

ალია ავტორი - ალია
17:29 04-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

ჩეხეთმა უპრეცედენტო რაოდენობის რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის საელჩოს 18 წარმომადგენელი პერსონა ნონ გრატად უკვე გამოაცხადეს და ქვეყნის დატოვებისთვის 48 საათი მისცეს. საგარეო საქმეთა მინისტრის იან ხამაჩეკის განცხადებით,  რუსეთის დიპლომატიური მისიის ყველა  ეს თანამშრომელი კრემლის სპეცსამსახურებზე მუშაობაშია ეჭვმიტანილი. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას  დადასტურებული ეჭვი გააჩნია და მათი მავნებლური მუშაობის შედეგად სახელმწიფოს „უზარმაზარი ზიანი“ მიადგა. „ამ საქმესთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია პრეზიდენტ მილოშ ზემანს მივაწოდეთ და  ჩვენს მიმართ მან აბსოლუტური მხარდაჭერა აღგვითქვა“-განაცხადა პრემიერმა. დასავლური მედია განვითარებულ მოვლენებს 1968 წლის მოსკოვის და პრაღის დაძაბულ ურთიერთობებს ადარებს.

ჩეხების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება არ დააყოვნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.  ამ გადაწყვეტილებას მან „ფოკუსები“ უწოდა და მუქარებიც არ დაიშურა.

თუმცა, საქმე მხოლოდ 18 რუსი დიპლომატის მიმდინარე მავნე ჯაშუშურ საქმიანობაში არის. რუსების ამ მორიგი საერთაშორისო მარცხის და წარუმატებლობის მიზეზები ახლო წარსულის გამოძახილად შეიძლება ჩაითვალოს, რადგანპარალელურად, 17 აპრილს ჩეხმა სამართალდამცველებმა ოფიციალური ძებნა გამოაცხადეს სკანდალურად ცნობილ რუს ჯაშუშებზე-„ალექსანდრე პეტროვზე“ და „რუსლან ბოშიროვზე“. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის პოლიცია რუსეთის მოქალაქეებს „პეტროვს“ და „ბოშიროვს“2018 წლის მარტში, სოლსბერიში სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. ფართო საზოგადოებისთვის კი უკვე კარგად არის ცნობილი, რომ ეს ორი ადამიანი სინამდვილეში რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლები ჩეპიგა და მიშკინი არიან. და რატომ მოხვდნენ ისინი ჩეხების სამართლებრივი დევნის ობიექტები?  ჩეხმა სამართალდამცველებმააღმოაჩინეს, რომ იგივე პირები, 2014 წლის 13 ოქტომბერს პრაღაში იმყოფებოდნენ, თანაცმოლდავური და ტაჯიკური პასპორტებით ნიკოლაი პოპას და რუსლან ტაბაროვის სახელებზე.  ხოლო სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ეს ორი რუსი ჯაშუში ჩეხეთს ყალბი პასპორტებით ესტუმრა, სოფელ ვრბეტიცაში, საბრძოლო მასალების 2 საწყობი აფეთქდა. 16 ოქტომბერს აფეთქდა საწყობი №16 , ხოლო საწყობი №12 აფეთქდა იმავე წლის 3 დეკემბერს.

კომპანია Imex Group, -ის მიერ იჯარით აღებულსაწყობებში 12,8 ტონა სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა ინახებოდა. 2014 წლის 16 ოქტომბერს  მომხდარმა პირველმა მძლავრმა აფეთქებამ  ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. არსებული ინფორმაციით, აფეთქდა 10 000 კილოგრამი საბრძოლო მასალა. მაშინ გამოძიებამ დამნაშავეების კვალზე გასვლა ვერ შეძლო. თუმცა, ახლა დგინდება, რომ აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე ამ ობიექტის ტერიტორიაზე, საქმიანი ვიზიტის საფარველ ქვეშ, სწორედ ჩეპიგა და მიშკინიიმყოფებოდნენ . 

ასევე, ჩეხეთის პოლიციის ინფორმაციით, ჩეპიგას და მიშკინის 2014 წლის ვიზიტი დაემთხვა პერიოდს, როდესაც ბულგარელი იარაღით მოვაჭრე ემელიან გებრევი კომპანია Imex Group-სგან დიდი ოდენობის საბრძოლო მასალების შესყიდვას აპირებდა, რომელიც უკრაინაში საექსპორტოდ უნდა გაეტანა.გებრევი რამდენიმე თვეში „გრუ“-მ მოწამლა. მისსავარაუდოდ „ნოვიჩოკით“ მოწამვლის საქმის გამოძიების შედეგად ბულგარელმა სამართალდამცველებმა დაასკვნეს, რომ ეს დანაშაული ჩაიდინა ГРУ-ს თანამშრომელმა ფსევდონიმით „სერგეი ფედოტოვი“. ირკვევა, რომ ეს ადამიანი 2014 წელს ჩეხეთსაც სტუმრობდა. ამას გარდა, მას სკრიპალების მოწამვლის ოპერაციის ხელმძღვანელადაც ასახელებენ. 

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, რომელსაც ჩეხი სამართალდამცველები საზოგადოებას უმხელენ. მათი აზრით, საწყობში აფეთქება ნაადრევად მოხდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა იან გამაჩეკმა განაცხადა, რომ ეს აფეთქება ჩეხეთის ტერიტორიაზე არ უნდა მომხდარიყო. მინისტრის თქმით, რუსული დაზვერვა  აფეთქების ორგანიზებას მას მერეაპირებდა, რაც საბრძოლო მასალების ბულგარეთში გადატანა მოხდებოდა, მაგრამ რაღაცამ ეს გეგმა თავდაყირა დააყენა. გამაჩეკმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ საქმის მიმართ რუსეთის შემხებლობის თაობაზე მტკიცებულებები საკმარისზე მეტია. ჩეხეთი გეგმავს  რუსეთის ფედერაციას მიმართოსმოთხოვნით დაიკითხონ ГРУ-ს  ჯაშუშები ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა. „პოლიცია ეცდება ისინი დაკითხოს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ უდგებოდა მსგავს საკითხებს რუსული მხარე წარსულში, არ მგონია, რომ ეს თანამშრომლობა შედგეს.“-განაცხადა გამაჩეკმა.

და კი, კრემლის პოზიცია ამ ორ საერთაშორისო დამნაშავესთან და კრემლის ჯაშუშთან დაკავშირებით კარგად არის ცნობილი. ვლადიმერ პუტინმა დიდი ხნის წინ დააფიქსირა თავისი აზრი. მან თქვა, რომ „ბოშიროვი“ და „პეტროვი“სამოქალაქო პირები არიან. ამ განცხადებიდან მეორე დღეს, „პეტროვმა“ და „ბოშიროვმა“ ინტერვიუ მისცეს RT-ს მთავარ რედაქტორს მარგარიტა სიმონიანს და განაცხადეს, რომ სოლსბერიში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ. სკოტლენდ იარდის ბრალდებები „ნოვიჩოკით“ მოწამვლასთან კავშირის შესახებ, უარყვეს.

რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელს ჩეხეთში ყოფნის ვადა დღეს საღამოს ეწურებათ, წესით ჩემოდნებიც უკვე ჩალაგებული უნდა ჰქონდეთ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცოტა ხნის წინ რუსი დიპლომატები ბულგარეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან და სხვა არა ერთი ქვეყნიდან გააძევეს, 2021 წელი შეიძლება ГРУ-ს დიდი ფიასკოს წლად მივიჩნიოთ.

ლექსო გეგენავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები
ახალი ამბები

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები

23:32 05-04-2026
სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?
ახალი ამბები

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?

21:03 05-04-2026
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved