• რეკლამა
  • კონტაქტი
21:15, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ჯილდოს ითხოვს ივანიშვილისგან 84 პარლამენტარი?

ალია ავტორი - ალია
23:09 06-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17,731

ანი დვალიშვილი

არეულობაა მმართველ გუნდში. „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ, ყველა დეპუტატს ჯილდო სურს და „ჯილდოდ“, როგორც მინიმუმ, მომავალ საპარლამენტო სიაში ყოფნას ითხოვს. რა თქმა უნდა, ამ შემადგენლობით პარლამენტი აღარ იქნება და აუცილებლად გამოჩდნებიან ახალი სახეები, თუმცა, იმედი აქვთ, რომ მამა-მარჩენალი ბიძინა, 84 მოქმედ დეპუტატს უსამსახუროდ არ დატოვებას და მათ სამსახურები აუცილებლად ექნებათ, მაგრამ… რა ვქნათ, რომ კარგ და უზრუნველ ცხოვრებას შეჩვეულებს სხვაგან გადასვლა არ სურთ და ისევ დეპუტატის მანდატს ითხოვენ? სწორედ ამის გამო, დაძაბულობა პიკს აღწევს და მოქმედი პარლამენტარები, თუ იქ მოხვედრის მსურველები, ერთმანეთზე იმდენ კომპრომატს დებენ, ყველას გამოძიება რომ დაიწყოს, სამართალდამცავ ორგანოებს სხვა საქმე კარგა ხანს აღარ ექნებათ. მოკლედ, სანამ ამათ „პასტას ვერ აგდებინებენ ხელიდან“, საქართველოში ყველაზე სარფიან ბაზარზე, ანუ პარლამენტში მოხვედრის მსურველთათვის, გამოკვეთილი მოთხოვნები გამოჩნდა –  გარდა პოლიტიკური დამსახურებისა, დიდი მნიშვნელობა ექნება სიაში მოსახევდრთა ფინანსურ შესაძლებლობას, რადგან მხოლოდ პარტიული ფული არჩევნებისთვის საკმარისი რომ არ იქნება, ყველა ხვდება და ამიტომ, ადგილებზე დეპუტატობის კანდიდატებმა, თავად უნდა მოახერხონ მთელი შტაბის შენახვა თუ არა, კოორდინატორებისა და აქტივისტებისთვის გარკვეული თანხის მიცემა მაინც. საუბარი 300 ათასიდან 500 ათას ლარამდეა და ბარემ ისიც ვაღიაროთ, რომ თითქმის არც ერთ მოქმედ დეპუტატს, ამ თანხის მოძიება არ გაუჭირდება, თან მე თქვენ გეტყვით და, თუ გაარტყეს მიზანს, ვერ ამოიღებენ ამ ფულს პროცენტებით, თუ ჯერ არ უქნიათ?!

გუნდში დაძაბულობას ისიც ემატება, რომ  ამერიკელებმა სანქციების პირველი პაკეტი წარადგინეს და უბედურების ზარმაც ჩამოკრა. ერთი შეხვედით, გაუგებარმა და ვითომ არაფრისმთქმელმა სავიზო შეზღუდვებმა, ქოცებში ისეთი ეფექტი გამოიწვია, მძინარე ქათმებში მელა რომ შეიპარება და კრიახი ატყდება, „მტერი“ ხილულია, მაგრამ ვის შეჭამს, რომ არ იციან… როგორც მოსალოდნელი იყო, ბობოლა ქოცებმა, კალაძის თამადობით, უდარდელი სახე მიიღეს და სულაც არ გვინდა ამერიკებში წასვლა, აი, დარდიო, განაცხადეს. მაგრამ ყველამ ხომ კარგად იცის, რომ ეს მხოლოდ აშშ-ს ახირება და ამერიკაში წასვლა-არ წასვლის ამბავი არ არის და გაცილებით დიდი უბედურება ტრიალებს მათ თავს. პოლიტიკიდან „მგლის ბილეთით“ წასვლა რომ მოუწევთ, შეიძლება, ვინმემ იფიქროს, ახლა მაგაზე სულ არ დარდობენ, რადგან მათთვის რაც მთავარია – ფული და დიდძალი ქონება დაგროვილი აქვთო და თუ ამერიკებში და ევროპებში არ დახარჯავენ, აგერ, გარშემო სამეზობლოში „იგულავებენ“ და „ჭიას“ გაიხარებენო. მაგრამ როგორც კი ფინანსურ სანქციებზე მიდგება საქმე და დიდი ალბათობით, ეს დრო მალე მოვა, ბიძინასავით აწრიალდებიან, თუმცა თავის გადარჩენის რისი გაქანება და შესაძლებლობაც აქვს ივანიშვილს, მათ ეს არ გააჩნიათ. როგორ წარმოგიდგენიათ, ვინ ჩაიგდებს თავს საფრთხეში, მაგალითად, „რიგითი კალაძის“ გადასარჩენად?! სხვათა შორის, როგორც გვიყვებიან, ზარქუების დონეზე ცოტა მაღლა მდგარ პარლამენტარებს, უცნაური შფოთვა დაწყებიათ – ბიძინას კი ვერ უბედავენ, მაგრამ ერთმანეთთან ღიად ამბობენ, აკი გვპირდებოდა მამა-მარჩენალი, სანქციები არ იქნება და ეგ „ტრუხა“ მუქარააო. მოკლედ, ჯერ არ იმჩნვენ ასე ხილულად, მაგრამ ბიძინას სიტყვას მათთვის ფასი ეკარგება და მისი უძლეველობის მითიც იმსხვრევა ნელ-ნელა, მაგრამ რაღა დროს?! მიჰყვებიან პოლიტიკურ სამარეში ბელადს და ახლა მათ რამე ხილული სასწაული თუ გადაარჩენთ, მაგალითად ისეთი, როგორიც არის სამოქალაქო დაპირისპირება, რაც ხელისუფლებას ცოტა ხნით გაუხანგრძლივებთ და მღვრიე წყალში მტყუან-მართალს არევს. სწორად ამბობენ ჩვენი რესპონდენტები, ახლა თუ ვინმეს აწყობს არეულობა და დაპირისპირება, ეს ხელისუფლებაა. თორემ პროტესტანტი ხალხი თითქმის არასდროს ყოფილა ასეთი ერთიანი, მიზანდასახული და გაუტეხელი როგორც ახლა. და ვისაც იმედი აქვს, რომ ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქციები რაიმე სახით უკანდახევას ნიშნავს, იმას არც პოლიტიკისა გაეგება არაფერი და ახალგაზრდაც არ ყოფილა, პირდაპირ „მკვტარი“ დაიბადა.

თეგები: ბიძინა ივანიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved