• რეკლამა
  • კონტაქტი
07:01, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რა ჯანდაბა უნდა ამას მანქანაში-მეთქი და გადავაგდე“ – უცნობი მძღოლის ისტორია

ალია ავტორი - ალია
18:09 12-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
327

„მაღალმთიან სოფელში ვცხოვრობ და ავტომანქანაც შესაფერისი მყავდა ყოველთვის. ამ რამდენიმე წლის წინ, “ნისანის” ჯიპი ვიყიდე, აი, ისეთი, გაეროს წარმომადგენლები რომ დადიან. ჰოდა, სახლში რომ მოვიყვანე, საბარგულში სამშენებლო ბლოკი დავინახე. ძალიან არ მიყვარს მანქანაში ზედმეტი ნივთები. რა ჯანდაბა უნდა ამას მანქანაში-მეთქი და გადავაგდე.

გავიდა რამდენიმე თვე, სადღაც მივდივარ ჩემი “ნისანით”, უცებ საბურავი გასკდა, “ზაპასკა” გადმოვიღე, “დომკრატი” მოვამზადე, მაგრამ რად გინდა, “დომკრატი” გაცილებით პატარა აღმოჩნდა, მაშინ კი მივხვდი, რატომაც იყო საბარგულში ბლოკი.

მალე ეს მანქანა გავყიდე და “ვილისი” ვიყიდე. ვხედავ, საბარგულში დევს აგური. მაშინვე ამოვიღე “დომკრატი”, ოთხივე მხარეს დავუარე, მაგრამ ოთხივეს მოერგო. მაშინ რაღად მინდა-მეთქი და ისიც გადავაგდე.

მეორე დღეს მეზობელ სოფელში წავედი ძმაკაცთან ერთად. დიდი მინდორი უნდა გამევლო. აღმართში მანქანამ ერთი დააცემინა და გაჩერდა. მაშინვე ხელის “ტორმუზი”ამოვწიე, ქვემოთ რომ არ დაგორებულიყო, მაგრამ სადაა “რუჩნოი”? მიდი, ძმურად, ქვა ნახე და დაუდე-თქო, ვუთხარი მეგობარს. ჩავიდა, ბევრი ეძება ქვა, მაგრამ ვერ იპოვა. აი, მაშინ მივხვდი, რატომ იყო საჭირო საბარგულში აგური.

აქ თითქოს კურიოზული არაფერია, მაგრამ “ვილისი” რომ გავყიდე და “პაჯერო” ვიყიდე, სწორედ მაშინ მოხდა კურიოზი… საბარგული ავხადე და შიგნით ერთი ცალი მეტლახი ეგდო. ჰოდა, მთელი წელია დავდივარ ამ მეტლახით. მეკითხებიან, რატომ დაგაქვს აქეთ იქითო, მაგრამ შიშით ვერ ვაგდებ, რა ვიცი, რაში დამჭირდება…“

ავტორი უცნობია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved