სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისთვის წარდგენილ ბრალდებაზე, მათ შორის თბილისის ბაგა-ბაღების ყოფილი დირექტორის, კახა გვანცელაძის ნაწილზე დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არ იცის, რატომ ადევს საქმეს გრიფით საიდუმლო. თუმცა, ამტკიცებს, რომ გრიფით საიდუმლო საქმის დეტალები იცის და კალაძე “არაფერ შუაშია.”
“მე მაქვს ინფორმაცია, რომ კახი კალაძეს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია ამ ფაქტთან მიმართებით. არ ჰქონდა, ამ ფაქტთან მიმართებით, გამოძიება რასაც ავლენს, წინასწარი მონაცემებით არავითარი შემხებლობა არ ჰქონია კახი კალაძეს ამ ფაქტთან“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს „ატკატების“ აღებისთვის ბრალი წარუდგინეს. პროკურორის განცხადებით, კახა გვანცელაძეს დიდი ოდენობით ფულადი თანხების აღებაში გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.














კომენტარები