• რეკლამა
  • კონტაქტი
05:20, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ინფორმაციას ფლობდა შს მინისტრი დახურული წყაროებიდან? – “აგრესიული ჯგუფები მოედნენ მთელ ქალაქს, დაშავებულები არიან პოლიციელები” – შსს

ალია ავტორი - ალია
15:29 07-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, ამბობს, რომ პრაიდის ღონისძიებებთან დაკავშირებით ყველა მხარეს შეხვდა შსს. ღონისძიებას ესწრებოდა სახალხო დამცველიც. მინისტრის მოადგილის თქმით, შსს მათ დაპირდა პირველ და სამ ივლისს ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველჰყოფას, მაგრამ 5 ივლისთან დაკავშირებით, მხარეები წინასწარ გააფრთხილა, რომ რთული იქნებოდა უსაფრთხოების დაცვა.

“შეხვედრა შედგა შს მინისტრსა და დიპლომატებს შორის და შს მინისტრისგან იქნა გაცხადებული, რომ 1-3 ივლისს სრულად იქნებოდა დაცული შეკრების უფლება, ხოლო 5 ივლისთან დაკავშირებით, დაუხურულ წყაროებიდან ჰქონდა შსს-ს ინფორმაცია, რომ არსებობდა რისკი მონაწილეებზე თავდასხმის. მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, ღონისძიების ორგანიზატორები არ განიხილავდნენ ღონისძიების მასშტაბის შეცვლას. ვთავაზობდით ალტერნატივას. 1 ივლისს გამოყვანილი გვყავდა 450 პოლიციელი, ღონისძიებამ ჩაიარა უსაფრთხოდ და პრაიდიდან მოწონება დაიმსახურა. 3 ივლისს, ლისის ტბაზე ტერიტორია იყო გაშლილი, მიუხედავად ამისა, 850-მდე პოლიციელი გვყავდა მობილიზებული, არც ერთი ინციდენტი არ მომხდარა.

რაც შეეხება 5 ივლისის ღონისძიებას, გაეროს სახლში შევხვდით წინა საღამოს ორგანიზატორებს, უკვე გვქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა კონტრაქცია და საფრთხის შემცველი იყო ღონისძიების ჩატარება. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ დილომატიური კოპუსის წარმომადგენლები. პრაიდის ორგანიზატორების მხრიდან, ღონისძიების გადადებაზე თანხმობა არ მიგვიღია. ველოდით, რომ გვეტყოდნენ ლოკაციას, საიდან დაიწყებოდა ღონისძიება. 3200 პოლიციელი გვყავდა მობილიზებული, ისინი იყვნენ ქალაქში გადანაწილებული. დამატებით გამოყვანილი იყო სპეციალური დანიშნულების, სარეზერვო ძალები.

დილის 10 საათზე, პრაიდის მოწინააღმდეგე ჯგუფი გახდა აგრესიული, დაიწყეს პარლამენტთან კარვების დაშლა. ჯგუფი გახდა უმართავი და აგრესიული, დავამატეთ საპოლიციო ძალები, გავიყვანეთ ჟურნალისტები. რამდენიმე წუთში, ჯგუფმა გადაინაცვლა “სირცხვილიას” ოფისთან, გვყავდა რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი სირცხვილიას ოფისთან, თუმცა, ისინი ვერ გააკონტროლებდნენ ამ მასას. მოხდა სარეზერვო ძალების გამოძახება და გამოვიყვანეთ ჯგუფი სადარბაზოდან.

პრაიდის მოწინააღმდეგეთა დაჯგუფება იყო აგრესიული, გაიშალა მთელ ქალაქში და პოლიციას უწევდა რეაგირება უკვე მომხდარ ინციდენტებზე. გადაადგილდებოდნენ მთელი ქალაქის მასშტაბით. შემოდიოდა შეტყობინება ტელევიზიებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. მთელი პოლიციის ძალები გაიშალა მთელ ქალაქში. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები თავს ესხმოდნენ პარკებში ადამიანებს. შეტყობინებები შემოდიოდა ევროკავშირის ოფისიდან, სახალხო დამცველის ოფისიდან.

უკვე დაკავებული გვყავს 7 პირი სისხლის სამართლებრივი მუხლით, 24/7-ზე ვაწარმოებთ საგამოძიებო მოქმედებებს და ჩანაწერების იდენტიფიცირებას. ჟურნალისტებს თუ აქვთ ჩანაწერები, მოგვაწოდონ და მოვახდენთ დამნაშავეების იდენტიფიცირებას.

რაც შეეხება 6 ივლისს, 3 000 მდე თანამშრომელი იყო გამოყვანილი და ჰქონდათ მიცემული დავალება, არ დაეშვათ აქციის მონაწილეებსა და კონტრაქციას შორის დაპირისპირება. სისხლის სამართლის წესით დავაკავეთ კიდევ 2 პირი, რომელიც ჟურნალისტს დაესხა თავს. ადმინისტრაციული წესით დავაკავეთ 10-მდე ადამიანი.

მინდა კიდევ ერთხელ დავგმო, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენ პოლიციელებს. გვყავს რამდენიმე დაშავებული პოლიციელი და მინდა მათ გამოჯანმრთელება ვუსურვო.

თეგები: ვახტანგ გომელაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved