• რეკლამა
  • კონტაქტი
03:22, სამშაბათი, 15 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა იარაღი წაიღო?! გაფორმებული იარაღით დადიოდა” – “კანონიერი ქურდის” ძმის მკვლელობაში ბრალდებულის დედა

ალია ავტორი - ალია
22:02 03-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
486

ფოტო – ტვ პირველი

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებულის, 50 წლის გელა უძილაურის დედა ტვ პირველთან, შაბათის ეთერთან საუბრობს.

გელა უძილაური გამოცდილი სპეცრაზმელი იყო და უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. რამ გადააწყვეტინა მას, კამერების წინ, შუა ქუჩაში მკვლელობა – უცნობია. მედიაში საუბრობენ იმაზეც, რომ მკვლელობა დაკვეთილი იყო, თუმცა, ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს. ვიდეოკადრების მიხედვით, ის ხედავს მისკენ მომავალ პირებს, ანუ უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს, თუმცა, როცა უკნიდან უახლოვდება, უკან მაინც ახედებს, თითქოს რაღაცის სათქმელად, ან თითქოს უნდოდა სცოდნოდა, ვინ ესვრის.

არა არა, ეს არის დაუჯერებელი. არ მჯერა… შუაღამისას მოვიდნენ პოლიციელები, საკვამური გამოიღეს, რას ეძებდნენ იქ ვერ გავიგე, არ ვიცით, გელას ვეძებთო…

ალბათ ეჭვი ჰქოდნათ იარაღზე, რომ გამოყარეს ყველაფერი, ყველგან ჩხრეკა იყო ქვედა და ზედა სართულებზე. 

საბოლოოდ, არაფერი არ წაიღეს. მარტო ტყვიები წაიღეს და ტელეფონები ჩამოგვართვეს, მეზობელი გვყავდა და იმასაც ჩამოართვეს, დაათვალიერეს, ყველა გაოცებულები ვიყავით.

იყო ჩამოსული, დედის სანახავად იყო ჩამოსული, დარჩა, რა უნდა ეთქვა არაფერი, ჩვეულებრივ სახლის საქმეს ვაკეთებდით დედა-შვილი…  რა იარაღი წაიღო აქედან?! – ის გაფორმებული იარაღით დადიოდა სულ…

შვილო, გაოცებული ვარ! მე კი არა, ვინც მოდის, ყველა პირდაღებულია. ჰქონდა თუ არა ვალები, არ ვიცი. ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია, რაც უკრაინიდან ჩამოვიდა… ეს არის ტყუილი”, -ამბობს უძილაურის დედა. 

ცნობისთვის საზარელი მკვლელობა თბილისში 14 მარტს მოხდა. დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ქილერმა ლევან ჯანგველაძეს 22 საათსა და 37 წუთზე 14-ჯერ ესროლა. ე.წ. კანონიერი ქურდის ძმას ადგილზე გარდაიცვალა.

17 მარტს პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაური დააკავა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

გაატარე ზაფხული შენებურად – საზაფხულო შეთავაზებები თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

გაატარე ზაფხული შენებურად – საზაფხულო შეთავაზებები თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის

18:31 07-14-2025
PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
ახალი ამბები

PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა

16:46 07-14-2025
რა სიმპტომები ახასიათებს სწორი ნაწლავის პროლაფსს და რომელია მისი მკურნალობის “ოქროს მეთოდი”?
ახალი ამბები

რა სიმპტომები ახასიათებს სწორი ნაწლავის პროლაფსს და რომელია მისი მკურნალობის “ოქროს მეთოდი”?

16:30 07-14-2025
ახალი რეკორდი არქიში – ერთ დღეში გაყიდული 206 ბინა
ახალი ამბები

ახალი რეკორდი არქიში – ერთ დღეში გაყიდული 206 ბინა

16:15 07-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved