• რეკლამა
  • კონტაქტი
02:06, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ღირს დამლაგებლის შრომა სკოლაში და რისი დალაგება უნდა მოასწრონ მან 30 წუთში?

ალია ავტორი - ალია
19:57 02-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
329

კორონავირუსის პანდემიის პირობებში სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე მოთხოვნა გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა დამლაგებლების შრომაც. მათ ახლა დღეში რამდენჯერმე უწევთ ზედაპირების, იატაკის, კიბის და ფანჯრის სახელურების გადაწმენდა, ასევე სველი წერტილების დამუშავება.

„ბათუმელები“ რამდენიმე სკოლის დირექტორს ესაუბრა ბათუმში, რომლებიც დამლაგებლების რუტინასა და ხელფასზე საუბრობენ.

მაგალითად, ბათუმის 22-ე საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის 4-სართულიან სკოლაში 7 დამლაგებელი ჰყავს დასაქმებული:

„პროცედურა ასეთია: დამლაგებლები დილის ცხრის ნახევარზე მოდიან სკოლაში, გადაამოწმებენ საკლასო ოთახებს, გადაწმენდენ მერხებს ხსნარით. შემდეგ ცვლებს შორის გვაქვს დაახლოებით ერთი საათი შუალედი და ამ პერიოდში ხელმეორედ მიმდინარეობს კლასების და სველი წერტილების დალაგება,“- გვეუბნება გიორგი რუხაძე.

მისი თქმით, შესვენებებზე მოსწავლეები და პედაგოგები ძირითადად საკლასო ოთახებში არიან, თუმცა დამლაგებლები მაინც წმენდენ კიბის მოაჯირებს, ფანჯრების რაფებს, სახელურებსა და იატაკს.

„შრომა არის გაზრდილი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ დროისთვის სკოლაში დამლაგებლის ხელფასი 400 ლარია გამოწერით, ხელზე იღებს 320 ლარს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყოველი კვარტალის ბოლოს გავცეთ პრემია, დაახლოებით 100 ლარის ოდენობით,“ – ამბობს გიორგი რუხაძე.

ამ სკოლაში  1703 მოსწავლე სწავლობს.

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა ასევე ერთ-ერთი მაღალკონტინგენტიანი სკოლაა ბათუმში. როგორც სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე ამბობს,  ამ დროისთვის სკოლაში 8 დამლაგებელი მუშაობს და ორი დამლაგებლის აყვანას კიდევ აპირებენ.

„ჰიბრიდული რეჟიმით ვმუშაობთ, მაგრამ დამლაგებლების სამუშაო იგივეა. შრომა მოემატათ, რადგან უწევთ ზედაპირების, იატაკის დამუშავება და ცვლებს შორის იმავე სამუშაოს შესრულება. დამლაგებლების ანაზღაურება 350 ლარია თვეში, თუმცა, მოტივაციის ასამაღლებლად ვგეგმავთ დანამატის გაცემას 70-80 პროცენტის ოდენობით“ – გვითხრა მან.

1 800-მდე მოსწავლე სწავლობს ბათუმის მე-9 საჯარო სკოლაში. ამ სკოლაშიც, როგორც დირექტორი ამბობს, დამლაგებლის 2 შტატის დამატება გახდა საჭირო და მოთხოვნა უკვე გაგზავნილია განათლების სამინისტროში.

„7 დამლაგებელი გვყავს და ვითხოვთ კიდევ 2 შტატს. დამლაგებლის ხელფასი 430 ლარია გამოწერით. ანაზღაურება, რა თქმა უნდა, დაბალია, ამიტომ ვცდილობთ კვარტალურად მაინც მივცეთ ერთი თვის ხელფასის ოდენობა,“ – ამბობს ნუგზარ სურმანიძე.

რას ფიქრობს განათლების სამინისტრო სკოლებში დამლაგებლების ანაზღაურებაზე და ხომ არ იგეგმება ხელფასის ზრდა? – განათლების სამინისტროში  გვითხრეს, რომ სკოლებს აქვთ რეკომენდაცია საჭიროების შემთხვევაში გაზარდონ დამლაგებლების რაოდენობა და „ასევე გაზრდილი სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით, სკოლის ბიუჯეტის ფარგლებში, გასცენ ხელფასზე დანამატი“.

აჭარის განათლების სამინისტრო დასძენს, რომ სკოლებისთვის უმთავრეს რეკომენდაციას წარმოადგენს შენობაში მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები და „დაწესებულებებმა პერიოდულად უნდა განახორციელონ შენობების დეზინფექციაც“.

როგორ უნდა მოასწრონ დამლაგებლებლა საკლასო ოთახების, კიბეების მოაჯირების, ფანჯრის რაფების, კაბინეტების, სველის წერტილების დალაგება ნახევარ საათში? – ამ კითვაზე პასუხი “ალიას” არ აქვს, მით უფრო, რომ ბავშვების ნაწილი 10 ან 15 წუთით ადრეც მიდის.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აჭარაში სკოლები უკვე გახსნილია და განათლების სამინისტროც და სკოლებიც, გახსნის შემდეგ ფიქრობენ, დასჭირდებათ დამატებითი ძალები, თუ არა – არანაირი წინასწარი გეგმა, არ არსებობს, როგორც ჩანს.

თეგები: აჭარაგანათლებაგანათლების სამინისტროსკოლები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved