• რეკლამა
  • კონტაქტი
15:19, სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,რა გავიგეთ პროკურატურის ბრიფინგიდან…” – ნინო ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:09 12-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
344

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე:

,,რა გავიგეთ პროკურატურის ბრიფინგიდან:

1. სუსის უფროსი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დახმარებით ქრთამს იღებდა ინვესტორებისგან იმისთვის, რომ მისი პროექტის ლობირება მოეხდინა. ანუ, ეს მხოლოდ ლილუაშვილის კორუმპირებულობას კიარა, სისტემის ტოტალურ ხრწნას ადასტურებს.

2. სუსის უფროსი ისევ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მეშვეობით ქრთამს იღებდა კომპანიისგან, რომ დახმარებოდა ტენდერში. ესეც სისტემის ტოტალურ ხრწნას ადასტურებს და არა მხოლოდ ლილუაშვილის კორუმპირებულობას.

3. სუსის უფროსი მფარველობდა თაღლითურ ქოლცენტრებს და სანაცვლოდ ქრთამს იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქოლცენტრების არსებობის შესახებ დიდი ამბები იყო ატეხილი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, და ყველა გაჰყვიროდა, რომ ქვეყანაში თაღლითური ქოლცენტრები არსებობდა და მას ხელისუფლება მფარველობდა, ლილუაშვილი მაინც ახერხებდა მფარველობას და მილიონების კეთებას. კაციშვილი არ აღმოჩნდა ამის შემაკავებელი და გამაკონტროლებელი. ესეც სისტემის ტოტალურ ხრწნას ადასტურებს.

4. სუსის უფროსმა ინვესტორებისგან და ქოლცენტრებისგან მიღებული მილიონებიც არ იკმარა და საბავშვო ბაღის ბავშვებსაც მოპარა ფული – ქრთამი აიღო მისი მეგობრის მფარველობის სანაცვლოდ, რომელიც თბილისის მერიის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი იყო და ბაღების მიერ განხორციელებული შესყიდვების ხელშეკრულებების მიღების სანაცვლოდ ბიზნესებისგან ატკატებს იღებდა– ანუ ეს ფული ბავშვებს აკლდებოდათ, მათ კვებას, მათ მოვლას. თან ამ საქმეში თურმე ჩართული იყო ბაღების სააგენტოს თანამშრომლების დიდი ნაწილი. ბუნებრივია, მერიას არც შეუმჩნევია და არც გაუპროტესტებია, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მერიაშიც მიდიოდა ნაწილი. ახლა წარმოვიდგინოთ, რა რჩებოდათ რეალურად ბავშვებს მათთვის გამოყოფილი ფულიდან ამ გახრწნილ სისტემაში.

და ვინმე ფიქრობთ, რომ ამ ტოტალური კორუფციისგან გახრწნილ სისტემაში სახელმწიფოს არსებობას რამე პერსპექტივა აქვს, 50–ივე აკაცუკი ხვალვე რომ ამოვწყდეთ და დიფსთეითმა სულაც ივანიშვილის ბიუსტების დამზადება დაიწყოს თბილისი–სენაკი–ლესელიძის მაგისტრალის გასწვრივ დასამწკრივებლად?“

თეგები: ნინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

15:20 12-22-2025
თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved