თავდაცვის სამინისიტროს სერჟანტი გარდაცვლილი იპოვეს. მამუკა მელაძის ცხედარს სამინისტროს ერთ-ერთ ობიექტზე მიაგნეს. სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა ოჯახის ახლობლებს ამ ვერსიის არ სჯერათ.
„ძალიან კარგი კაცი იყო, სამხედრო პიროვნება, სასიკვდილო მაგას არაფერი არ სჭირდა, სანერვიულო მაგას არაფერი ისეთი არ ჰქონდა, რომ სიცოცხლე თითმკვლელობით დაესრულებინა. ამიტომ არ მჯერა, რომ თავი მოიკლა. ორი დღის წინ ვნახე, ძალიან კარგად იყო”. – ამბობს ახლობელი.
მამუკა მელაძის ცხედარი მშობლიურ სახლში, კასპში მიასვენეს.
უწყების პირველადი ინფორმაციით თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.
მამუკა მელაძის ნაცნობები კი არ გამორიცხავენ, რომ ბურუსით მოცული ტრაგიკული შემთხვევის უკან სხვა საქმეც ფიგურირებდეს.
„დაზაფრული ვართ, ბავშვობიდან ვიცნობთ, ცხინვალშიც იბრძოდა, ქვეყანაზე იყო შეყვარებული. მიჭირს რამის თქმა. ერთი კვირის წინ ვესაურბე, არაფერი მსგავსი. საცოდავად წავიდა ამ ქვეყნიდან. თვითმკვლელობის არ მჯერა. ათასი რამე კეთდება და მერე ვითომ, თავი მოიკლა. ერაყშიც იყო ნამყოფი”. – ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები.
კომენტარები