ეროვნული ბანკის კლასტერი გაიზარდა. ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4-ით მეტი გახდა. ინფიცრებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, გავრცელების წყარო ერთ-ერთი ბიზნესმენია, რომელიც კორონავირუსით ეროვნული ბანკის თანამშრომელმა დააინფიცირა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის თბილისიდან ქვემო სავანეთში ჩავიდა და დაბადების დღე გადაიხადა. დაბადების დღეზე მყოფი 50 ადამიანი კი ახლა საფრთხის ქვეშაა.
კომენტარები