საპატრიარქო თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის ბავშვზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, წესის აგება ნებადართული უნდა იყოს.
„თერჯოლის რაიონში ახლადგარდაცვლილი 11 წლის მოზარდის წესის აგებასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი მისი ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული.
გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მომხდარის გამო და აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა შეიწყალოს და აცხოვნოს იგი”
კომენტარები