• რეკლამა
  • კონტაქტი
05:58, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადებინო შენს მონა-მორჩილ მოსამართლეებს, ბრძოლა შენი მოღალატეობრივი პოლიტიკის წინააღმდეგ გაგრძელდება – ხაზარაძე ივანიშვილს

ალია ავტორი - ალია
11:46 06-20-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

დღეს ჩემი და ბადრის სასამართლოა. უკვე 5 წელია მიმდინარეობს ჩვენი დევნა – ბიძინას ერთი სული აქვს როდის დაგვიჭერს, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადებინოს „მონა-მორჩილ მოსამართლეებს, ბრძოლა მოღალატეობრივი პოლიტიკის წინააღმდეგ გაგრძელდება“.

„დღეს 20 ივნისია, 6 წელი გავიდა მას მერე, რაც რუს დეპუტატ გავრილოვს „ქართულმა (რუსულმა) ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამი დაუთმო. ამ თარიღიდან რამდენიმე დღეში დავაანონსე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება, რომელიც იბრძოლებდა ქვეყნის ნამდვილი თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის. მას მერე, ბევრი რამ მოხდა – „ოცნებამ“ 2020, 2021, 2024 წლის არჩევნებში მიიტაცა ხელისუფლება, ჩაშალა ანაკლიის პორტის საუკუნის პროექტი, რომელსაც 2020-ში პირველი გემი უნდა მიეღო, გაწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, უარი თქვა კონსტიტუციის 78-ე მუხლზე და ევროინტეგრაციაზე. ქვეყანა გააღარიბა, უცხოური ინვესტიციები ლამის გაანულა, გაიზარდა ემიგრაცია, სამაგიეროდ უვიზოდ, ღიად გაუღო კარი უცხოტომელებს, შემდგომი ბინადრობის უფლების მინიჭებით. შობადობის და ერის გამრავლების მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა! თითქმის მთელი ეკონომიკა რუსეთს მიუერთა, ახალგაზრდებს საკუთარ ქვეყანაში დარჩენის და მუშაობის პერსპექტივა მოუკლა! დაატუსაღა უამრავი პოლიტპატიმარი, დაარბია და დაასახიჩრა ასობით გულანთებული ახალგაზრდა! დააწესა ცენზურა სიტყვის თავისუფლებაზე და დააპატიმრა პოლიტიკური ლიდერები! დღეს ჩემი და ბადრის სასამართლოა. უკვე 5 წელია მიმდინარეობს ჩვენი დევნა – ბიძინას ერთი სული აქვს როდის დაგვიჭერს. გუშინ ახალი ბრალდებით დამიბარეს ე.წ. კომისიაზე, თურმე სამშობლოს წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამოძიების საბაბით. ამას ბედავს და მე მეუბნება ის ადამიანი, ის ხალხი, რომელმაც თითქმის სრულად ჩააბარა ქვეყნის 80% რუსებს, 20% კი ფიზიკურად, დიდი ხანია ოკუპირებულია! ჰოდა, ერთ რამეს ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს! – რანაირი გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადებინო შენ მონა-მორჩილ მოსამართლეებს, ეს ბრძოლა შენი მოღალატეობრივი პოლიტიკის წინააღმდეგ გაგრძელდება ისევე, როგორც ქვეყნის დეოკუპაციამდე ბრძოლა ნაღდ და თავისუფალ ხალხთან ერთად! ცხოვრებაში ბედნიერება იდეისთვის ბრძოლაა, ეს იდეა თუ შენი ქვეყნის თავისუფლებისთვისაა, მაშინ სწორ ადგილას ხარ და ბედნიერიც! დიახ, მე ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიდექი და ვიდგები მუდამ! – აი, ეს რომ მახსენდება, სიხარულით ვივსები! არცერთი წამით არ შეჩერდება ბრძოლა შენი კორუმპირებული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ქვეყანას სხვა პერსპექტივა, სხვა მომავალი აქვს! ბრძოლა იქნება ბოლომდე, დაიმახსოვრეთ!“, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved