• რეკლამა
  • კონტაქტი
09:57, ოთხშაბათი, 22 მარტი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რა დროშებს შლით, თქვე მათხოვრებო! თქვენი ბრალი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს უბედავდა ხალხს“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
00:20 03-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17,900

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

 

– საპროტესტი აქცია გრძელდება და ბევრი ამბობს, კარგი იქნება, თუ  სტუდენტები ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენო. აქციის ორგანიზატორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი ემხრობა ამ აზრს. თქვენ რა აზრის ხართ?

– ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ახლა იქნება პროვოკაცია. ეს ოპოზიცია ოპოზიციაა? რამეში ვარგანან? არც არაფერში. პირიქით, ამ ოპოზიციამ გიორგი ვაშაძის თამადობით,  ყველაფერი  გააკეთა, რომ ახალგაზრდები ეცემათ.  ვაშაძე ახალგაზრდებს ცარიელი პარლმენტისკენ რომ გაუძღვა წრის დასარტყმელად, ეს გასაკეთებელი იყო? ოპოზიციამ ვერ გამოაფხიზლა ხალხი, ზიანის მეტი  ვერაფერი მოუტანა. ეგენი პარლამენტში რომ არ შეთრეულიყვნენ, დღეს ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. შეეთრნენ, „გაუპრავეს“ გაყალბებული არჩევნები და თუ „ქართულ ოცნებას“ იმაზე უკეთესი იმიჯი ჰქონდა, რაც რეალურად  უნდა ჰქონოდათ, ამ ოპოზიციის ფონზე ჰქონდა, ამ ოპოზიციის „დამსახურებით“.  ესენი კიდევ ათას უბედურებაზე უწერენ ხელს, საარჩევნო კანონსა და სხვა უბედურებებზე. შეხედეთ, ახლა სახალხო დამცველი აირჩიეს, ლევან იოსელიანი. 18 თუ 19 კანდიდატი იყო, ვერც ერთი ვერ აირჩიეს და 2 დღეში უცებ ეს აირჩიეს? ამით ხომ ყველაფერი ნათქვამია?  ისე ხალხმა კი გასცა საკადრისი პასუხი და ყველა მოღალატეს და გამყიდველს გაეცემა პასუხი. ახლა არ მოსწონთ სიტყვა „მოღალატე“. პოლიტიკოსი ხალხის ინტერესებს როცა არ ითვალისწინებ და მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამოდიხარ, მეტი ღალატი რაღა გინდა? ხალხის ინტერესებით რომ ვაჭრობ, ეგ არის ხალხის და ქვეყნის ღალატი.  ასე რომ, ის ბრძოლა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, რომ ყველა ემიგრანტმა დაიბრუნოს ხმის მიცემის უფლება თანამედროვე ტექნოლოგიებით, ყველაფერს ფარდას ახდის, ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს. ვიდრე ეს არ მოხდება, არავითარი ვადამდელი არჩევნები! ამ ოპოზიციას ხმას არავინ მისცემს და სტუდენტები, ჯერ პოლიტიკურ კლასად ვერ ჩამოყალიბდებიან. ახლა დაიწყება ტაციაობა ამ სტუდენტებზე და  ვფიქრობ, ამ ბინძურ პარტიებში მათი შესვლა, რაც ძალიან ცუდი იქნება.  ჩვენ ხომ ვიცით, რომ თუ საარჩევნო  ადმინისტრაცია ამ ოპოზიციისა და „ქართული ოცნებისა“  გახდა, აქ კარგი და ახალი არაფერი მოხდება. მთელმა ერმა, ქართველმა  ხალხმა უნდა მიიღოს თავისი კონსტიტუციური  უფლება, არჩევნებში უნდა მისცეს ხმა, სადაც არ უნდა იყოს და არჩევნების გზით, მშვიდობიანად შეცვალოს ხალხმა ხელისუფლება. ვერც  არჩევნები გაყალბდება და ვერც ვერავინ ვერავის დააბრალებს, გამიყალბეო. ამხელა საარჩევნო ადმინისტრააცია აღარ იქნება საჭირო.  ყველა პარტიას ერთი სერვერი დასჭირდება და მეტი არაფერი.

– სტუდენტები გაჩერებას არ აპირებენ და თქვენი აზრით, რა პოლიტიკური  მოთხოვნები უნდა  წაუყენონ ხელისუფლებას?

– პირველ რიგში, ვიდრე ეს ოპოზიცია პარლამენტიდან არ გამოვა, ეგენი არ უნდა გაიკარონ. პარლამენტიდან  როცა გამოვლენ და იმ პარლამენტს ლეგიტიმაციას დაუკარგავენ, მერე შეუძლიათ ამათ გამარჯვებად ჩათვალონ. იმიტომ, რომ იქ, პარლამენტში მარტო დარჩენილი „ქართული ოცნება“, სტუდენტების მხრიდან პარლმენტიდან გამოყრილი ეს ოპოზიციური დეპუტაცია და ეს იქნება სტუდენტების გამარჯვება ამ დღევანდელ ქართულ დამპალ პოლიტიკაზე. ეს იქნება გამარჯვება და ამის მერე, „ქართული ოცნება“  ვერანაირ ქვეყნის მოღალატეობრივ კანონს ვერ მიიღებს…

– ისევ სტუდენტებსა და მათ პროტესტზე მინდა გკითხოთ. „ქართულ ოცნებას“ იმ 12 პუნქტის შესრულება რომ მოსთხოვონ, რომელიც ევროკომისიამ დაგვითქვა ევროკანდიდატის სტატუსის წინაპირობად, არ შეასრულებენ?

– არა, არა…  პირდაპირ ვიძახი, ეს პარლამენტი არაფერ  სასიკეთოს არ გააკეთებს. ძალიან მარტივი და გაჭრილი  სიტუაციაა. „ქართული ოცნება“ გეუბნება, სახალხო დამცველი ავირჩიე, შევასრულე ერთი პუნქტი. მერე რაღაცას უკუღმა გააკეთებენ და კიდევ გეტყვიან, ერთი პუნქტიც შევასრულეო. შენ მოგწონს, არ მოგწონს ის სახალხო დამცველი, ვეღარ მიედავები პიროვნებაზე. ეს „ქართულ ოცნებას“ არ უნდა გავაკეთებინოთ. მერე გეტყვის, ჩემი დამსახურებაა, ევროკანდიდატის სტატუსი  თუ მოგვცეს. თუ ასე მოხდა, რეალურად,  თუ მოგვცეს, ეს იქნება ქართველი ხალხის წახალისება, ხალხისთვის სტიმულის მიცემა და არა იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ნაკისრი ვალდებულებები  შეასრულა. ხომ ვხედავთ, ყველაფერს პირიქით აკეთებს, რაც შეუძლია, ცდილობს, რომ ევროპას დაგვაშოროს. ისე,  ოპოზიციის ხმები არ არის საჭირო, თუ ამ 12 პუნქტის მიღებას მოსთხოვენ.მაშინ  მარტო „ქართულ ოცნებას“ უნდა მიაღებინო და თან  5 წუთში, როგორც ეს „აგენტების კანონპროექტი“ გაიწვიეს. ეს უნდა გააკეთებინო, სამარცხვინოდ. ეს იქნება გამარჯვება.

მერე, ის ოპოზიციონერი დეპუტატები რომ დაჯდნენ პარლამენტში და დროშები, რომ  გაშალეს… რა დროშებს შლით, თქვე მათხოვრებო!  თქვენი ბრალი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს უბედავდა ხალხს. უბრალოდ, ბავშვებს ვეღარ გაუბედეს იმაზე მეტი, რაც გაუბედეს. მაგათი რა დამსახურებაა, ახლა, რომ ყელყელაობენ. დიდი ქართული სულის ძახილი იყო. იმ მიტინგზე ვიყავი და ვუყურებდი, ქართველობა იყო იმათში ყველაზე მძვინვარე, ქართული ღირსება უბიძგებდა იმ ახალგაზრდებს, მათ სისხლში ქართული სიმამაცე სჩექფს და იმიტომ იყო, არაფრის ეშინოდათ. პირდაპირ მიდიოდნენ  წყალზე, „დუბინკაზე“, გაზი ყლაპეს და რა აღარ გადაიტანეს… ხელისუფლება, როდესაც  ასე ვერგულად ექცევა თავის მოქალაქეებს, ეს კიდევ ცალკე შესაფასებელია და ვფიქრობ, მაგის დროც მოვა, იმ – „ვაჟკაცებს“ მოეკითხოთ, ვინც ბრძანებებს გასცემდა.

– „ქართული ოცნების“ ამ საცოდავ, ღირსებააყრილ, უთავმოყვარეო დეპუტატებს რა ეშველებათ? ასეთ ყოფას არ ურჩევნიათ, პარლამენტის თვითლიკვიდაცია გამოაცხადონ და  მერე ვადამდელი არჩევნები დაინიშნება? ცოტა ადამიანურად მაინც წავლენ პოლიტიკიდან.

– „ქართული ოცნების“ ლიკვიდაციაც რომ გამოაცხადონ, ეგენი ვეღარაფერს ჩამოირეცხავენ. უკვე მძორები, პოლიტიკური ლეშები არიან. ახლა იმაზე უნდა იფიქრონ, ქუჩაში როგორ იარონ მშვიდად, როდესაც დეპუტატები აღარ იქნებიან. სადღაც ხომ უნდა გამოჩნდნენ? თუმცა, ძირითადად „ნაცები“ არიან და ეგენი დამალვას მიჩეულები არიან, გამოცდილება აქვთ. 2012 წლის არჩევნების მერე, დიდხანს იმალებოდნენ. „ნაცებს“ ხმა რომ ამოაღებინეს, მაგისთვის არიან მოსასპობები და კიდე, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში რომ  დააბრუნეს. გაავსეს „ნაცებით“ „ქართული ოცნება“. გადახედე, 2012 წლიდან, რომელი იყო პარტიაში, ვინც დღეს ლიდერობას იჩემებს? არც ერთი!

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩვენ მხარს დავუჭერთ ირაკლი კობახიძის კანდიდატურას – ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები

„ვერ ხედავთ ეს ორი ავ–ირაკლი, ღარიბაშვილი და კობახიძე რას კადრულობენ?“ – გიორგი გუგავა

19:24 03-17-2023
„მტერი როცა პანიკაშია, მას არ უნდა მისცე აზრზე მოსვლის საშუალება, უნდა შეუტიო – ეს დასავლეთმა კარგად იცის და გამოიყენებს“ – სოსო ცინცაძე
ახალი ამბები

„მმართველი პარტიის ლიდერები, ჩვენი ჩინოვნიკები პროდასავლურები არიან…“ – რას ყვება სოსო ცინცაძე?

16:02 03-17-2023
“ვენეციის კომისიის უარყოფით დასკვნაში საუბარია იმ საქმეზე, რომელზეც ვიცავ 5 მოქმედ მოსამართლეს” – ალაფიშვილი
ახალი ამბები

“ვენეციის კომისიის უარყოფით დასკვნაში საუბარია იმ საქმეზე, რომელზეც ვიცავ 5 მოქმედ მოსამართლეს” – ალაფიშვილი

15:11 03-15-2023
„რა დროშებს შლით, თქვე მათხოვრებო! თქვენი ბრალი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს უბედავდა ხალხს“ – დავით ჭიჭინაძე
ახალი ამბები

„რა დროშებს შლით, თქვე მათხოვრებო! თქვენი ბრალი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს უბედავდა ხალხს“ – დავით ჭიჭინაძე

00:20 03-13-2023

ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ხელსაყრელ პროდუქტებს განახლებული პირობებით  სთავაზობს
ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ხელსაყრელ პროდუქტებს განახლებული პირობებით სთავაზობს

12:10 03-21-2023
სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი ბეთლაივის ბრენდ ამბასადორები გახდნენ
ახალი ამბები

სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი ბეთლაივის ბრენდ ამბასადორები გახდნენ

18:31 03-20-2023
თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა
ბიზნესი

თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

14:16 03-20-2023
Live.ge-დან belive-მდე: სპორტულმა მედია პლატფორმამ  რებრენდინგი განიცადა
ახალი ამბები

Live.ge-დან belive-მდე: სპორტულმა მედია პლატფორმამ რებრენდინგი განიცადა

10:00 03-17-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved