სინდისის პატიმრის, ნინო დათაშვილის ადვოკატი, თამარ გაბოძე, საქმეში არსებულ დარღვევებზე საუბრობს. იგი ტვ პირველთან, ამბობს:
პირადად ჩემს მიერ იქნა მოთხოვნილი 112-სგან ჩანაწერის ამოღება. 112-მა თავიდან მითხრა უარი და მიმითითა სასამართლოს განჩინებაზე, მივმართე საქალაქო სასამართლოს და ავუხსენი მნიშვნელობა მათ შორის, 112-ის ჩანაწერის. სასამართლომ მითხრა უარი განჩინებით.
ერთი გარემოება იყო სასამართლოს დასაბუთების, რომ თითქოს ეს ორი ამბავი ერთმანეთთან არ იყო კავშირში იმის მიუხედავად, რომ იყო ერთი ინციდენტი და ორი მხარე სხვადასხვა ისტორიას ასახავდა და ამით უნდა გამორკვეულიყო სიმართლე. მეორე, ყველაზე საოცარი იყო ის, რომ სასამართლომ თავისი ტენდენციურობა და თავისი დამოკიდებულება განჩინებაშიც გადაიტანა. თავის განწყობა განჩინებაში გადაიტანა და სასამართლომ განმარტა, რომ ადვოკატს 112-ის ჩანაწერები სჭირდება ნინო დათაშვილის გასამართლებლად.
ატარებდნენ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას თურმე და ნინო დათაშვილს ამის შესახებ ინფორმაცია არ უთხრეს. ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა, რადგან პაციენტის შესახებ უფლებების შესახებ კანონი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე, სხვა არაერთი ნორმატიული შინაარსი, რაც არის სახელმძღვანელო პრინციპი ამ შემთხვევაში, კატეგორიულად ხაზს უსვამს ინფორმირებულ თანხმობას, ანუ ყველაფერზე უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ადამიანს, როდესაც ხდება სამედიცინო მანიპულაცია მის თავს.
ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე, პროკურატურამ მოითხოვა, რომ ნინო დათაშვილის საქმეს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა დაერთოს.
კიდევ ერთი ადვოკატი, ელისო რუხაძე, მედიასთან ამბობს:
განჩინება არსებობდა იძულებით სტაციონარში გადაყვანის, თუმცა დღეს აღმოჩნდა, რომ თურმე ეს განჩინება პროკურატურამ უარყო და გადაკეთდა ამბულატორიულ ექსპერტიზად.
სიმართლე გითხრათ სამართლებრივად ეს არის ძალიან დიდი დარღვევა და პროკურატურამ ვერ შეძლო მტკიცებულების ახსნა, როგორ გარდაიქმნა ამბულატორიულ ექსპერტიზად ეს ექსპერტიზა. პროკურატურამ განმარტა, რომ თურმე ნინო დათაშვილი უარს აცხადებდა სტაციონალურ ექსპერტიზაზე და როდესაც მოსამართლე ჩაეკითხა ნინო დათაშვილის უარი სად ნახა, ასეთი მტკიცებულება და დოკუმენტი არ არსებობს და სწორედ საზოგადოებრივი წნეხი, ფსიქიატრების ურყევი პოზიცია და მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების კონსესუსი ასაკთან დაკავშირებით იყო გადამწყვეტი პროკურატურისთვის.
რა თქმა უნდა, ამას პროკურატურა არ იტყოდა და ვერც იტყვის. დანიშნა ამბოლატორიული ექსპერტიზა, თუმცა აქაც დარღვევაა იმიტომ, რომ პაციენტთა შესახებ კანონი, ფსიქიატრიული დახმარების შესახებ კანონი და არაერთი მინისტრის ბრძანება პირდაპირ უთითებს, რომ პაციენტის თანხმობა, ამ შემთხვევაში ნინოს თანხმობა იყო საჭირო. ნინოს თანხმობა არ არსებობს, ამბულატორიული ექსპერტიზა ჩატარდა ისე, რომ დავით მაღრაძემ უთხრა გაგესაუბრებითო და გასაუბრების შემდეგ აღმოჩნდა ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, როგორიც დღეს ვნახეთ,” – განაცხადა ელისო რუხაძე.
კომენტარები