მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტისთვის ის საკვები მიაქვს, რისი მიღებაც მას შეუძლია, რადგან იგი მოწამლულია.
„ადამიანმა დაიკლო 38 კილო და უკაცრავად სიკვდილისკენ მიდის ადამიანი. ეს თვითდაზიანება რას ნიშნავს ანუ თვითმკვლელია ადამიანი? ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი? რისი მიღებაც შეუძლია ის მიმაქვს და რაც მიმაქვს იმასაც ვერ იღებს, ხშირად დიდ ნაწილს უკან მატანს, ადამიანი არის მოწამლული. არ უნდათ აღიარონ, რომ ადამიანი არის მოწამლული. უკაცრავად, მაგრამ რა დანაშაული მიუძღვის ჩემს შვილს? ქვეყანა რომ ააშენა?“, – აცხადებს გიული ალასანია.
კომენტარები