მსახიობი მიშა გომიაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,ბევრი ჩემი მეგობარი, ბევრი ნაცნობი თუ უცნობი, (რაც ძალიან მიხარია) მირეკავს, მწერს, აინტერესებთ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა…მოგახსენებთ: კორონა ვირუსი, ღმერთის წყალობით არ მაქვს!!! 2 კვირა ვიწექი გულის კლინიკაში, არაჩვეულებრივი ექიმების გარემოცვაში, სიკვდილის ულებაც კი არ მომცეს…(ერთხელ გამიჩერდა გული და იმდენი დენი გაატარეს ჩემში სანამ არ ამიმუშავეს!!! ვიწექი დიაგნოზით:მიოკარდიუმის ქვემო კედლის მწვავე ტრანსმურული ინფარქტი! გამიკეთეს კორონაროგრაფია-ანგიოპლასტიკა 1 წამლით დაფარული სტენტით. ახლა ვარ სახლში, ცოტა სუსტათ…”
კომენტარები