• რეკლამა
  • კონტაქტი
19:46, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა დააშავა იმ ერთმა მილიონმა ქართველმა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს? რატომ შეიძლება, რომ ნატოს წევრ თურქეთიდან რუსეთში პირდაპირი ფრენები ხორციელდებოდეს, ისრაელიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, საქართველოდან კი – არა? – თამაზ გაიაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:33 01-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
533

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გუშინ და დღეს არ შესულა ჩიხში, – ამის შესახებ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეირვეისის” დირექტორი თამაზ გაიაშვილი აცხადებს.

„ამ ქვეყნებში ძალაუფლება ერთმანეთთან შერწყმულმა კრიმინალებმა და პოლიტიკურმა თაღლითებმა ჩაიგდეს. ამიტომ ქართველები სხვებს ნუ გადავაბრალებთ იმას, რაც ჩვენს თავს ჩვენ თვითონ მოვწიეთ. ვერ მოვიცილეთ შადიმანის სინდრომი. ქვეყანას დღესაც ისევე ვყიდით, როგორც ისტორიულად ვყიდდით.

კონკრეტულ საკითხზე გადავალ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის განცხადების შემდეგ, რომელიც რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენას ეხებოდა, საქართველოში ატყდა გნიასი და ხელების სავსავი, არ გვინდა სავიზო რეჟიმის გაუქმება და საავიაციო მიმოსვლის აღდგენაო, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმაც აიტაცა. გეკითხებით, სააკაშვილმა რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით, შესაძლებელია, სწორიც იყო, ქართველ ხალხთან შეათანხმა თუ რუსებთან? ახლა რატომ აწკავწკავდნენ სააკაშვილის თანამოაზრეები, სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი ავიარეისების აღდგენა მიუღებელიაო. ეს მათი ორიგინალური აზრია თუ გარედან კარნახობენ, რომ საბოტაჟი მოაწყონ? რასაკვირველია, გარედან კარნახობენ და ეს არავისთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს!

საქართველოს მთავრობამ სანქციების მიმართ თავიდანვე სწორი პოზიცია დაიკავა. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, რომელსაც ყველაზე დიდი სასაზღვრო მონაკვეთი (600 კმ.) სწორედ უზარმაზარ რუსეთთან გვაქვს. რატომ უნდა გადავიკეტოთ სასუნთქი ჟანგბადი? რის სანაცვლოდ – ნატოსა და ევროკავშირის წევრობის სანაცვლოდ? ისევ იმ გზით ვიაროთ, რასაც სიდუხჭირეში სულის ამოხდა ჰქვია?

დედამიწის ზურგზე ვინმეს შეუძლია აგვიხსნას რუსეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლა ავტომანქანით, მატარებლით, გემით, ცხენით, რითაც გვინდა, თუ ნებადართულია, ავიარეისები რატომ არის აკრძალული? რა დააშავა იმ ერთმა მილიონმა ქართველმა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს? რატომ არიან ისინი ვალდებულნი, რომ იწვალონ, შემოვლითი გზებით იფრინონ და გაამდიდრონ თურქები, აზერბაიჯანელები, სომხები? რატომ შეიძლება, რომ ნატოს წევრ თურქეთიდან რუსეთში პირდაპირი ფრენები ხორციელდებოდეს, საქართველოდან კი – არა. რატომ არის შესაძლებელი, რომ ისრაელიდან, არაბული სახელმწიფოებიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ა.შ. რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები სრულდებოდეს და ტურიზმი ვითარდებოდეს, საქართველოსთვის კი ეს ყველაფერი აკრძალული იყოს?!

ოცდაათწლიანი ტირილის შემდეგ – გვიჭირს, პურის ფული არ გვაქვს და გვიშველეთო, როდესაც ჩნდება საშუალება, რომ ხალხმა ამოისუნთქოს, რატომ ჩნდებიან ჭინკები, რომლებიც ჩვენს ირგვლივ დახტიან და იძახიან, ამის საშუალებას არ მოგცემთო?

აღარ გავაგრძელებ ამ საკითხის დეტალების განხილვას, რადგან არ არსებობს არავითარი არგუმენტი იმისა თუ რატომ არ უნდა სრულდებოდეს რუსეთსა და საქართველოს შორის ავიარეისები და რატომ არის ნებადართული სხვა სახის ტრანსპორტით მიმოსვლა. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არ დათბეს და არ გაჩნდეს საქართველოს ეკონომიკური აღორძინებისა და ტერიტორიული გამთლიანების პერსპექტივა. სხვა რა გითხრათ, კარგის გაკეთება თუ არ შეგიძლიათ, ცუდს მაინც ნუ გაუკეთებთ საქართველოს და ქართველ ხალხს”, – ამბობს თამაზ გაიაშვილი.

თეგები: თამაზ გაიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved