ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონენტო სისტემა ამოქმედების შესახებ წერს.
„სავარჯიშო მათემატიკაში: მერია მგზავრობას აძვირებს და ხდება 1 ლარი. სამაგიეროდ, გვთავაზობს აბონემენტებს. ერთთვიანი აბონემენტი ღირს 40 ლარი. რა ხდება აბონემეტის გარეშე: თუ მე სამსახურში დავდივარ, გაძვირების პირობებში მგზავრობა წინ და უკან მიჯდება 2 ლარი. კვირაში არის 5 სამუშაო დღე ანუ კვირაში 10 ლარი. თვეში არის 4 კვირა ანუ თვეში 40 ლარი. ამოცანა გვეკითხება: რა ჩემ @@ედ მინდა აბონემენტი?“ – წერს მერაბ მეტრეველი ფეისბუქის პირად გვერდზე.
ცნობისთვის, პირველი თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონენტო ულიმიტო სისტემა ამოქმედდება.
კომენტარები