• რეკლამა
  • კონტაქტი
03:58, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა აუფასურებს ლარს? – პაატა ბაირახტარი

ალია ავტორი - ალია
17:24 09-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაციაზე ლარის გაუფასურებაზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, საქმე ეხება ე.წ. ფისკალური სტიმულირების პაკეტს, რომელიც ეკონომიკაში შემცირებული მოთხოვნის წახალისებას გულისხმობს ხოლმე:

“ამას, როგროც წესი, კრიზისების დროს მიმართავენ, ოღონდ – საწყის პერიოდში. ჩვენს შემთხვევაში, გარკვეულწილად, ეს პირველ ეტაპზე დაგვიანდა და შემდგომში გადაწყდა, რომ თანხის მიწოდების მეორე ტალღა გაკეთებულიყო. მაშინაც ვამბობდი, რომ შესაძლებელია, ამას წნეხი გამოეწვია ეროვნულ ვალუტაზე. როგორც ჩანს, ეს გამართლდა. 

მეორე მიმართულება – თუ გადავხედავთ პლატფორმებს და ვნახავთ, როდის დაიწყო ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება, ამ ბოლო პერიოდს ვგულისხმობ, ეს ერთი ერთში დაემთხვა ახალ შეზღუდვებს, რომლებიც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე დაწესდა. სწორედ ამიტომ ვახსენე დასაწყისში, რომ ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ გარკვეული როლი ითამაშა. თუ გაიხსენებთ წინა პერიოდს, ნახავთ, რომ როცა დაანონსდა სრული „ლოქდაუნი“, როცა ეკონომიკა გავაჩერეთ, ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო. დღესაც, როცა დაანონსდა შეზღუდვები, სავალუტო ვაჭრობის მონაწილეებმა ეს, რასაკვირველია, აღიქვეს – როგორც პოტენციური გაუფასურების საშიშროება. მათ დაიწყეს ე.წ. ჰეჯირება, ანუ ეროვნული ვალუტის მოშორება და სხვა, შედარებით მყარ ვალუტაში გარკვეული რეზერვების განხორციელება. იმიტომ, რომ თუ რა შეზღუდვები იქნებოდა და შემდგომში რაში შეიძლებოდა, გადაზრდილიყო ეს შეზღუდვები, არავინ იცოდა. თუ გაიხსენებთ, პრემიერს რამდენჯერმე მოუწია იმისი დაზუსტება, რომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეზღუდვები და ეკონომიკის გაჩერება არ იგეგმებოდა. ალბათ, რასაკვირველია, თავად ეკონომიკური გუნდიც აცნობიერებდა ამ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს.

„რაც შეეხება ეროვნული ბანკის როლსა და მის პოლიტიკას – თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას მოვიშველიებთ, ის, გარკვეულწილად, სხვა გამოსავალს ვერ ხედავს, გარდა იმისა, რომ ჭარბი ეროვნული ვალუტა მიეწოდოს საზოგადოებას სწორედ იმ შემცირებული მოთხოვნის დასაბალანსებლად, რომელიც ვახსენე. მაგრამ აქვე განმარტავს იმას, რომ ის მიაწვდის თავის რეზერვებიდან უცხოურ ვალუტას იმ დანაკლისის შესავსებად, რომელიც დოლარზეა. როგორც ჩანს, ეროვნული ბანკის ჩართულობა სავალუტო ბაზარზე არ არის საკმარისი. ამას გვაჩვენებს კურსიც. უნდა გავამახვილოთ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე ყურადღება – თუ ეროვნული ბანკის ინტერვენციებს დავაკვირდებით, თითქმის მუდმივად ეს არის 40 მილიონი დოლარის ინტერვენცია. ზოგადად, როგორ ხდება ინტერვენციები – ეროვნული ბანკი უყურებს, თუ რა რაოდენობის ვალუტაა შესაძლებელი, დააკლდეს ბაზარს და ამის მიხედვით ახორციელებს კონკრეტულ შეწონილ ინტერვენციებს. შეუძლებელია, რომ სავალუტო ბაზარზე, სადაც მონაწილეობს სავალუტო ვაჭრობის ათეული მონაწილე სულ ერთი და იმავე რაოდენობის უცხოური ვალუტის საჭიროება იდგას. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გაუგებარია, რას ეფუძნება ეს 40-მილიონიანი ინტერვენციები, რომელსაც ახორციელებს ეროვნული ბანკი. როგორც ვხედავთ, ეს არცაა ეფექტიანი ამ მიმართულებით. აქვე გასათვალისწინებელია ეროვნული ბანკის პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, ფულის მასაა გაზრდილი, M 2 და M 3 აგრეგატი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი წინა პერიოდთან შედარებით. ესეც დამატებითი წნეხია ეროვნული ვალუტისთვის. ამ ფაქტორების ერთობლიობას თუ შევხედავთ, რაც ჩამოვთვალე, ჩემთვის გაუგებარიც იქნებოდა და გამიკვირდებოდა კიდეც, რომ ეროვნულ ვალუტას სტაბილურობა შეენარჩუნებინა“

თეგები: პაატა ბაირახტარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved