• რეკლამა
  • კონტაქტი
07:52, კვირა, 25 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა არის ცნობილი ინდურ შტამზე და რატომ გადაინაცვლა ვირუსმა ახალ­გაზ­რდებ­ში? – ზაზა წერეთელი

ალია ავტორი - ალია
16:03 04-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

რა სიმპტო­მე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა ახა­ლი შტა­მი, მოქ­მე­დებს თუ არა მას­ზე ვაქ­ცი­ნა და იმუ­ნი­ტე­ტი, AMBEBI.GE -ს ნორ­ვე­გი­ის სა­მე­ფოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი ზაზა წე­რე­თე­ლი ამბობს:

პირ­ვე­ლად რო­მე­ლიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს, იყო ორ­მა­გი მუ­ტა­ცი­ის შტა­მი, ანუ ამ ვირუ­სის ცი­ლის გე­ნებ­ში, ერ­თდრო­უ­ლად ორი ცვლი­ლე­ბა მოხ­და. ერთი ცვლი­ლე­ბა იყო და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი­ვე, რო­გო­რიც აქვს ბრი­ტა­ნულ შტამს, ანუ ამ ვირუს­მა მი­ი­ღო თვი­სე­ბა, რომ უფრო სწრა­ფად გავ­რცელ­დეს, ხოლო მე­ო­რე მუ­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით მოხ­და ის, რომ ამ ვირუსს შე­უძ­ლია მი­ე­მაგ­როს ადა­მი­ა­ნის უჯრე­დებს და გვერ­დი აუ­ა­როს იმ ან­ტის­ხე­უ­ლებს, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზმს უკვე გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს. ეს ნიშ­ნავს, რომ თუ თქვენ ადრე გა­და­ტა­ნი­ლი გაქვთ კო­ვი­დი, შე­იძ­ლე­ბა, რომ ახა­ლი შტა­მით მა­ინც და­ინ­ფი­ცირ­დეთ და ვირუს­მა გვერ­დი აუ­ა­როს გა­და­ტა­ნის გზით შექ­მნილ იმუ­ნი­ტეტს. თვი­თონ ინ­დო­ე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს შტა­მი შარ­შან, ჯერ კი­დევ ოქ­ტომ­ბერ – ნო­ემ­ბერ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მაგ­რამ რად­გან ინ­დო­ეთ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი იკ­ლებ­და, იფიქ­რეს, თით­ქოს უკვე და­ა­მარ­ცხეს პან­დე­მია.

მა­შინ ახა­ლი შტა­მით არ და­ინ­ტე­რეს­დნენ, თან ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­საც არ ჰქონ­დათ ის ფი­ნან­სე­ბი, რომ ეს გე­ნუ­რი კვლე­ვე­ბი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. მერე რო­დე­საც შემ­თხვე­ვებ­მა იმა­ტა, ცოტა დაფრ­თხნენ, მთავ­რო­ბა­მაც გა­მო­ყო ფი­ნან­სე­ბი, ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­მაც და­ი­წყეს კვლე­ვა და აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ინ­დო­ეთ­ში ის ორ­მა­გი შტა­მი ცირ­კუ­ლი­რებ­და და სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ასე­თი დიდი რა­ო­დე­ნო­ბა ინ­დო­ეთ­ში. და­ახ­ლო­ე­ბით სამი დღის წინ, ინ­დო­ე­თის ოთხ შტატ­ში ვირუ­სის ახა­ლი ფორ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მელ­ზეც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სამ­მა­გი მუ­ტა­ცი­ის შტა­მია – ბრი­ტა­ნუ­ლი, სამ­ხრეთ აფ­რი­კუ­ლი და ბრა­ზი­ლი­უ­რი. სამი ცვლი­ლე­ბა გა­ერ­თი­ან­და ახალ მუ­ტა­ცი­ა­ში. ახლა ამის შეს­წავ­ლას იწყე­ბენ ინ­დო­ე­ლე­ბი და უკვე მთე­ლი მსოფ­ლიო აკ­ვირ­დე­ბა, იმის გა­მოც, რომ ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სირ­და ინ­დუ­რი შტა­მის შემ­თხვე­ვა და ყვე­ლა ცდი­ლობს გა­არ­კვი­ოს, რამ­დე­ნად სა­ხი­ფა­თოა, მარ­თლა შე­უძ­ლია, თუ არა ამ შტამს გვერ­დი აუ­ა­როს იმუ­ნი­ტეტს.ასევე დაგაინტერესებ

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სიმპტო­მა­ტი­კით არ ხა­სი­ათ­დე­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად იგი­ვე სიმ­ტო­მე­ბი აქვს, გან­სხვავ­დე­ბა ძა­ლი­ან სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბით. ამ­ხე­ლა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა მხო­ლოდ ახალ შტამს არ უნდა და­ვაბ­რა­ლოთ, მხედ­ვე­ლო­ბა­ში უნდა მი­ვი­ღოთ ისიც, რომ ინ­დო­ეთ­მა ბევ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვა. ერთი შეც­დო­მა იყო ის, რომ ინ­დო­ეთ­მა პან­დე­მია და­მარ­ცხე­ბუ­ლად ჩათ­ვა­ლა და შე­ზღუდ­ვე­ბი შე­ამ­სუ­ბუ­ქა, ჩა­ტარ­და არ­ჩევ­ნე­ბი და ასე­ვე რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი, რო­მელ­შიც მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა. რო­დე­საც ასე­თი მა­სობ­რი­ვი თავ­შეყ­რე­ბი ჰქონ­დათ, ცხა­დია, ვირუ­სიც სწრა­ფად გა­ექ­ცათ. შე­ზღუდ­ვე­ბი უნდა და­ე­წე­სე­ბი­ნათ. ეს არ არის მხო­ლოდ შტა­მის ბრა­ლი, ეს იმის ბრა­ლი­ცაა, რომ ინ­დო­ე­თი არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ე­კი­და ვირუ­სის მარ­თვას. ვაქ­ცი­ნა­ცი­აც ძა­ლი­ან ნელი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს, მხო­ლოდ მო­სახ­ლე­ო­ბის ათი პრო­ცენ­ტი იყო აც­რი­ლი და ამ ყვე­ლა­ფერ­მა თა­ვის როლი შე­ას­რუ­ლა იმა­ში, რომ ინ­დო­ეთ­ში ახლა ასე­თი ტრა­გი­კუ­ლი სი­ტუ­ა­ცია არის.

ეს ვირუ­სი ეძებს იმ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც იმუ­ნი­ტე­ტი არ აქვს. ასა­კო­ვან ხალ­ხს იმუ­ნი­ტე­ტი მეტ-ნაკ­ლე­ბად ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დათ და ვირუს­მა ახალ­გაზ­რდებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. ამი­ტომ არის ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ ვიდ­რე არ მო­ვა­ხერ­ხებთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის 80-90% იყოს იმუ­ნუ­რი, ეს ვირუ­სი არ გა­ჩერ­დე­ბა და ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა მო­ნა­ხოს სხე­უ­ლი, სა­დაც გა­აგ­რძე­ლებს არ­სე­ბო­ბას.

რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბის ცოტა რა­ო­დე­ნო­ბა იყო აც­რი­ლი, ჯერ არ იცი­ან, ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლებ­ზე რამ­დე­ნად მოქ­მე­დებს, აკ­ვირ­დე­ბი­ან და ალ­ბათ რამ­დე­ნი­მე დღე­ში იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი. რად­გა­ნაც ერთი კვი­რაა, რაც ამ შტამ­ზე აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო ლა­პა­რა­კი და ვირუს­ში რამ­დე­ნი­მე ცვლი­ლე­ბა მოხ­და, ახლა და­აკ­ვირ­დე­ბი­ან. ინ­დო­ეთ­ში ეს ვირუ­სი გა­ექ­ცათ და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ი­წყეს კვლე­ვე­ბი. ახლა უკვე ძა­ლი­ან დიდ დაკ­ვირ­ვე­ბას აწარ­მო­ე­ბენ, კვლე­ვებ­ში ჩა­ერ­თვნენ ინ­გლი­სე­ლე­ბი, გერ­მა­ნე­ლე­ბი, ბელ­გი­ე­ლე­ბი. უნდა ვე­ლო­დოთ, რომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ად­გე­ნენ – აქვს თუ არა ამ ვირუსს ის თვი­სე­ბა, რომ გვერ­დი აუ­ა­როს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ იმუ­ნი­ტეტს და რო­გორ მოქ­მე­დებს ვაქ­ცი­ნა­ცია ამ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ.

ბელ­გი­ის ერთ-ერთ ქა­ლაქ­ში ოცამ­დე ინ­დო­ე­ლი სტუ­დენ­ტი ჩა­ვი­და ტრე­ნინგზე, ცხოვ­რობ­დნენ სტუ­დენ­ტურ სა­ცხოვ­რე­ბელ­ში და ვირუს­მა ათ დღე­ში იფეთ­ქა, და­უდ­გინ­დათ ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც ბევ­რი ინ­დო­ე­ლი სტუ­დენ­ტია, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვა­წე­სოთ შე­ზღუდ­ვე­ბი და სხვა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მსგავ­სად, არ შე­მო­ვუშ­ვათ ინ­დო­ე­ლე­ბი ქვე­ყა­ნა­ში. ამ ქვეყ­ნი­დან თუ შე­მო­უშ­ვე­ბენ, უნდა შე­მო­უშ­ვან მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი – ტეს­ტი­რე­ბით და ორ­კვი­რი­ა­ნი კა­რან­ტი­ნით. სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ტად საფრ­თხი­ლოა, რომ არ გავ­რცელ­დეს ეს ვირუ­სი, მი­თუ­მე­ტეს, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩა­ვარ­დნი­ლია და დიდი იმუ­ნუ­რი ფენა არ გვყავს. ინ­დუ­რი შტა­მი რომ შე­მო­ვი­დეს, ნამ­დვი­ლად უმ­ძი­მეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­აგ­დებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა

ambebi.ge

თეგები: ზაზა წერეთელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved