• რეკლამა
  • კონტაქტი
08:09, პარასკევი, 11 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა არის შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი? – ზვიად აბაშიძე

ალია ავტორი - ალია
18:40 12-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
983

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ზვიად აბაშიძე:

მთავარი კითხვა, რა არის შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი?
პასუხი უნდა დავიწყოთ ალბათ კითხვით, თუ რომელი პოზიციიდან ვიწყებთ მოქმედებას? რომელ ცივილიზაციასთან ვაიგივებთ საკუთარ თავს და ქვეყანას? ვართ ევროპული/დასავლური ცივილიზაციის ნაწილი თუ საკუთარი თავი მისგან განსხვავებულ ცივილიზაციურ კონტექსტში წარმოგვიდგენია?
1. თუ საკუთარ ქვეყანას მივიჩნევთ ევროპული/დასავლური ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად, მაშინ პოლიტიკურ კრიზისში გამოსავალი აუცილებლად დემოკრატიაში უნდა ვეძებოთ. რატომ? იმიტომ, რომ დემოკრატია ხელს უწყობს არანულოვან ჯამიანი თამაშის განვითარებას, სადაც გამარჯვებული ბოლომდე კი არ ამარცხებს მოწინააღმდეგეს და ანადგურებს, არამედ ხელს უწყობს გამარჯვებულის ყველა სოციო-პოლიტიკური ძალის თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის საფუძველზე გამოვლენას, სადაც დამარცხებული ინარჩუნებს შანსს სამომავლოდ შეძლოს წარმატების მიღწევა. ეს პროცესი მუდმივია. დემოკრატიაში პარტიები და საზოგადოებრივი ჯგუფები უმძაფრეს კონკურენციაში თანაარსებობენ, მაგრამ ერთმანეთს არ ანადგურებენ, მით უმეტეს ფიზიკურად. ასეთი სისტემის მთავარი საფუძველია კერძოსა და საჯაროს ერთმანეთისგან გამიჯვნა, სადაც სფერო პოლიტიკური და სფერო სამოქალაქო ორი ავტონომიური არეალია და ერთმანეთის კომპეტენციაში პირდაპირ, დაუკითხავად არ იჭრება, რათა არ დაზიანდეს მათ შორის მიღწეული ბალანსი. ბალანსის დარღვევა მთლიანად დემოკრატიულ სისტემის.ეროზიას იწვევს.
სწორედ დემოკრატიით მოახერხეს ევროპულმა/დასავლურმა ქვეყნებმა ურთიერთდაპირისპირებებისა და სამოქალაქო ომებისგან თავდახსნა და სტაბილური განვითარება, სადაც შესაძლებელი გახდა განსხვავებულობის თანააარსებობა. ამით აზრი დაეკარგა ამბოხებისა დ სახელმწიფო გადატრიელებების გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე ფიზიკური შურსძიების განხორციელებას. შედეგი სახეზეა, ბევრი ნაკლოვანების მოიუხედავად, დასავლური სამყარო ყველა სხვა სივრცესთან შედარებით ყველაზე მიმზიდველია მთელი სამყაროში და სწორედ იქ მიელტვის მსოფლიოს დიდი ნაწილი ცხოვრებას დ არა ჩინეთს, ჩრდილოეთ კორეასა თუ რუსეთში.
ეი. თუ თავს დასავლური/ევროპული ცივილიზაციის ნაწილად მივიჩნევევთ, დემოკრატიას ალტერნატივა არ გააჩნია. რაც მთავარია, ამას ვაკეთებთ არა სხვისი თვალის ასახვევად და საკეკლუცოდ, არამედ საკუთარი საჭიროებისთვის.
2. მეორე ვარიანტში, თუ თავს არ მივიჩნევთ არადასავლურ/არადემოკრატიულ სივრცედ, მაშინ გადავდივართ პირდაპირ კონსოლიდირებული ავტოტირატიზმის დამყარებაზე, სადაც გამარჯვებული პირწმინდად გაანადგურებს დამარცხებულს მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად. ასეთი მაგალითები უხვადაა ჩვენს სამხრეთს, ჩრდილოეთსა თუ აღმოსავლეთ სამეზობლოში, როგორც ისტორიული, ისე ამჟამინდელი მდგომარეობით. ავტორიტარიმზი (გააჩნია რა სახეობისაა) თითქმის ბოლომდე ანადგურებს ავტონომიურ კერძო სფეროს და ერთი პირის ან ჯგუფის დომინანტობით ცდილობს საყოველთაო განსაჯაროებას, რომლის უკან რეალურად ვიწრო კერძო ინტერესები იმალება და არა საყოველთაო სამართლიანობასა თუ კეთილდღეობაზე ზრუნვა. ავტორიტარიზმშის მთავარი პრინციპია წესრიგი და სტაბილურობა, მაგრამ იგი მუდამ დიდი საფრთხის შემცველია გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან ხელისუფლებების ცვლილება უმთავრესად გადატრიალებებისა თუ ამბოხების საშუალებით ხორციელდება, სადაც ახალი გამარჯვებული ძველ დამარცხებულს ბოლომდე გაანადგურებს. ავტორიტარიზმში, ხელისუფლების წარმმართველი სუბიექტი მუდმივად მარწუხების მოჭერას ცდილობს, რაიმე არ გაეპაროს და ხელისუფლება არ დაკარგოს, რადგან განადგურება გარანტირებული აქვს. თუმცა იდეალური არაფერია და ერთ დღესაც ხელიდან ეცლება კონტროლის საყოველთაო საშუალება და სახეზე დიდ ქაოსს ვიღებთ. თუმცა, თუ ავტორიტარიზმი კულტურულ ფაქტორად იქცევა (როგორც ეს ახლო აღმოსავლეთს, რუსეთს თუ აღმოსავლეთ აზიაშია), მაშინ ავტორიტარული ხელისუფლებები უფრო მშვიდად გრძნობენ თავს, თუმცა ოდესღაც იქაც დგება ხელისუფლებების შეცვლის საკითხი , ბოლო ბოლო ყველანი ბუნების შვილნი ვართ. ამ მდგომარეობაშია ლათინური ამერიკის, აფრიკის და აზიის უდიდესი ნაწილი და შედეგიც სახეზე აქვთ, ერთ მოსახლეზე შემოსავლებით თუ კეთილდღეობის სხვა ნიშნებით ახლოსაც ვერ მივლენ დასავლურ ქვეყნებთან. იმის მიუხედავად, რომ ჩინეთი მეორე სიდიდის ეკონომიკაა მსოფლიოში, ვერც მიახლოვდება პატარა ესტონეთის ერთი მოქალაქის დონეზე დაყვანილ კეთილდღეობას.
ასე, რომ ბატონებო, მოგვიწევს არჩევანის გაკეთება და ეს არჩევანი უპირველესად ჩვენი ცივილიზაციური იდენტობის საბოლოო გააზრებით უნდა დავიწყოთ და სწორედ ამ კუთხით მოვახდინოთ პოზიციონირება. სპონტანური და გაუაზრებელი პროცესი ისედაც მექანიკურად გადაგვისვრის რომელიმე მხარეს, მთავარია ვიცოდეთ ჩვენ რა გვინდა, რომ დაუკრეფავში არ მოვხვდეთ.
დასკვნა: თუ დემოკრატიას და დასავლურ სივრცეს ავარჩევთ, მაშინ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დემოკრატია სამართლიანი არჩევნებით იწყება, რომლსაც ვერავინ გამოაცხადებს არალეგიტიმურად თუ ის მართლაც სამართლიანია. გვინდა თუ არ გვინდა, კონსტიტუციური ვალდებულება გვაქვს ვიყოთ დასავლური სივრცის ნაწილი და ამას ვერსად გავექცევით. ყოველი ჩვენი სვლა ავტორიტარიზმისკენ ჩვენივე მიღებული კონსტიტუციის ყოველდღიური დარღვევა არის და იქნება.
თუ კი ჩატარებული არჩევნები უნდობლობასა და გაუგებრობებს იწვევს შინ თუ გარეთ, საჭიროა მისი ხელმეორედ ჩატარება. ეს კეთილი სურვილების სფერო არ არის, ეს ჩვენი ეგზისტენციური აუცილებლობაა.
სხვა უკეთესი რეცეპტი კაცობრიობას ჯერ-ჯერობით არ გამოუგონებია!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved